ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
იურიდიული პირები და მათი როლი სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში - #8(188), 2015
დღეს იურიდიული პირის შექმნასა და გაუქმებაზე ვისაუბრებთ, განვმარტავთ მის ცნებას და უპირატესობას ცალკეულ ფიზიკურ პირებთან შედარებით. მიმოვიხილავთ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თავისებურებებს, ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მათი ფილიალების შექმნისა და საქმიანობის, ხოლო სათანადო კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევებში _ მათი საქმიანობის შეჩერება-შეწყვეტის ან ლიკვიდაციის საკითხებს და სხვა. 

ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომისრესპუბლიკაში ჩაისახა იდეა, რომ ცალკეული ორგანიზაციული გაერთიანებები (კერძო კორპორაციები), რომელთაც განცალკევებული ქონება ჰქონდათ, გამოსულიყვნენ თავიანთი სახელით სამოქალაქო ბრუნვაში. იმ დროს ცნება „იურიდიული პირი~ თუმცა არ არსებობდა, მაგრამ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში უკვე მკვიდრდებოდა მოქალაქეთა გაერთიანებების სუბიექტებად მიჩნევა და მათი ფაქტობრივი მონაწილეობა ამ ურთიერთობებში.

მოძღვრებამ იურიდიული პირების შესახებ, მნიშვნელოვანი განვითარება ჰპოვა ფეოდალიზმის მსხვრევისა და ბურჟუაზიული წარმოებითი ურთიერთობების დანერგვის პერიოდში. რომლისდასტურია ის, რომ გერმანიასა და საფრანგეთში ზედიზედ გამოქვეყნდა ცნობილი იურისტების შრომები, რომელებიც იურიდიული პირების პრობლემებს ეძღვნებოდა.

იურიდიულ პირთა ინსტიტუტების როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მეოცე საუკუნეში, როცა ფართოდ განვითარდა ინფრასტრუქტურა და სახელმწიფოთაშორისი სამეწარმეო საქმიანობა. საკითხი, იურიდიულ პირთა შესახებ, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელ წლებში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებით.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, სამართლებრივად რას წარმოადგენს იურიდიული პირი და ვინ შეიძლება იყოს იგი?

პასუხი: მოქმედი კანონის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

იურიდიული პირი შეიძლება იყოს კორპორატიულად ორგანიზებული, წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას. 

კერძო ურთიერთობების განვითარებამ, სამეწარმეო საქმიანობის ფართოდ გაშლამ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვამ, ერთობლივი საწარმოების საქმიანობის დანერგვამ, თავისთავად გაზარდა ინტერესი იურიდიულ პირთა შესახებ კანონმდებლობის ცხოვრების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისადმი. მოქმედმა სამოქალაქო კოდექსმა, იურიდიულ პირთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო მათ კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, მაინც რაში გამოიხატება იურიდიული პირის, როგორც სამოქალაქო სამართლის კოლექტიური სუბიექტის უპირატესობა?

პასუხი: პირველი უპირატესობა, რაც კერძო იურიდიულ პირს აქვს ცალკეულ ფიზიკურ პირებთან შედარებით, ეს არის კაპიტალის გაერთიანება ერთიანი მიზნისთვის; ფართო მასშტაბის სამეწარმეო საქმიანობა, ცხადია, მოითხოვს დიდ კაპიტალს, რაც ცალკე ფიზიკურ პირს ნაკლებად აქვს. იურიდიული პირის საშუალებით ხდება ცალკეულ ინდივიდთა კაპიტალის გაერთიანება, რაც შესაძლებელს ხდის ყველა სახის საქმიანობის წარმატებულ ფუნქციონირებას. მეორე უპირატესობა, რაც იურიდიულ პირს ახასიათებს, არის კაპიტალის მართვა; მესამე უპირატესობა – ნაკლები ქონებრივი რისკი, ხოლო მეოთხე უპირატესობა – ცალკეულ ინდივიდთა ინტერესების შერწყმა ერთიან, კოლექტიურ ინტერესად.

იურიდიულ პირს, როგორც სამართლის სუბიექტს, აქვს უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. იმის გამო, რომ იურიდიული პირი არის სამოქალაქო სამართლის განსაკუთრებული, კოლექტიური სუბიექტი, მისი უფლებაუნარიანობაც თავისებური ხასიათისაა. იგი არ შეიძლება იყოს ბევრი იმ უფლების მატარებელი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ფიზიკურ პირს (მაგალითად, უფლებები დაკავშირებული საოჯახო ურთიერთობებთან). ამავე დროს, ზოგიერთი ისეთი უფლება, რომელიც იურიდიულ პირს აქვს, არ შეიძლება ჰქონდეს ფიზიკურ პირს (მაგალითად, სამარკო ნიშანი, ფილიალის გახსნის უფლება და სხვა).

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში?

პასუხი: საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები; რაც შეეხება სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმართველ ერთეულს, თუმცა ისინი სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, მაგრამ სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის უფლება-მოვალეობებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა.შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა. 

მსგავს შემთხვევაში, კანონით სხვაგვარად წყდება კერძო სამართლის იურიდიული პირების (იქნება ეს სამეწარმეო, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი) უფლებრივი საკითხი. მათ შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა გათვალისწინებული სადამფუძნებლო დოკუმენტებით.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე ან ავტორიზაციის გავლის მომენტიდან („საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ~ საქართველოს კანონი №3537; ძალაშია 2010 წლის 1 სექტემბრიდან). 

იურიდიული პირის შექმნის მიზანი, კომპეტენცია და სტრუქტურა მის დამფუძნებელ დოკუმენტებში, წესდების ან დებულების სახით არის ჩამოყალიბებული. წესდება (დებულება) არის იურიდიული პირის სამართლებრივი საფუძველი. იგი განსაზღვრავს, თუ რა ამოცანას ისახავს იურიდიული პირის შექმნა, რა საქმიანობის შესრულება შეუძლია მას, რა უფლება-მოვალეობები აქვს და როგორია მისი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელმა ორგანოებმა უნდა უხელმძღვანელონ ამ გაერთიანებას, როგორ უნდა შეიქმნას ისინი, რა შეადგენს ამ იურიდიული პირის ქონებას, რა სახელწოდება აქვს მას მიკუთვნებული და სად მდებარეობს მისი ადგილსამყოფელი.

კითხვა: რას წარმოადგენს იურიდიული პირის ორგანო?

პასუხი: იურიდიული პირის ორგანო არის სამართლებრივი ტერმინი, რომელიც ნიშნავს ცალკე პირს (ერთპიროვნული ორგანო) ან პირთა ჯგუფს (კოლექტიური ორგანო), რომელიც მოწოდებულია დაიცვას იურიდიული პირის ინტერესები სხვა პირებთან ურთიერთობაში სპეციალური უფლებამოსილების (მინდობილობის) გარეშე.

ვინაიდან იურიდიული პირი, როგორც სამოქალაქო სამართლის დამოუკიდებელი, განცალკევებული სუბიექტი, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს საკუთარი სახელით, საჭიროა მას ჰქონდეს სხვა სუბიექტებისგან განსხვავებული გარკვეული სახელწოდება, რომლის მიხედვითაც ხდება მისი ინდივიდუალიზაცია. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ეს სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი. იურიდიული პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება კანონით დადგენილი წესი, ე.ი. იურიდიულ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ამ უფლებების დაცვა.

კითხვა: მე და ჩემს მეგობრებს სურვილი გვაქვს გავხდეთ იურიდიული პირი და განვახორციელოთ სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, მაგრამ ამ საქმეში გამოცდილება არ გაგვაჩნია. იქნებ გვირჩიოთ, საიდან დავიწყოთ ჩანაფიქრისგანხორციელება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის განსახორციელებლად, უპირველესად, საჭიროა გაეცნოთ „მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონს (მასში დღემდე შეტანილი ცვლილებებით), ვინაიდან იურიდიული პირები, რომელთა მიზანია მოგების მიზნით სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელება, სწორედ აღნიშნული კანონის მიხედვით იქმნებიან და საქმიანობენ.

შეგახსენებთ, რომ კანონი „მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 28 ოქტომბერს არის მიღებული და ძალაშია 1995 წლის 1 მარტიდან. აღნიშნული კანონის გაცნობისა და კონკრეტული იურიდიული პირის შექმნის შემდეგ, თუ პირადად თქვენ ან თქვენს მეგობრებს კვლავ შეგექმნებათ რაიმე გაუგებრობა, დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და ტელეფონითვე გაგიწევთ დამატებით კონსულტაციას. 

იურიდიულ პირთა შექმნის დამამთავრებელი სტადიაა მათი სახელმწიფოებრივი რეგისტრაცია – სათანადო კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო ამოწმებს კონკრეტული სახის იურიდიული პირის შექმნისთვის საჭირო ყველა რეკვიზიტს და ახდენს ამ პირის რეგისტრაციას, რის შემდეგაც იგი ითვლება უფლებაუნარიანობითა და ქმედითუნარიანობით აღჭურვილ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტად.

სამეწარმეო იურიდიული პირების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახის საბუთები უნდა იქნეს წარდგენილი მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის და იურიდიული პირის გაუქმების როგორი ფორმაა მისი ლიკვიდაცია?

პასუხი: მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული პარტნიორთა შეთანხმება (წესდება), დაინტერე-სებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადება რეგისტრაციის შესახებ, უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისდანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტი. 

იურიდიულ პირთა ინსტიტუტი სამოქალაქო სამართლის უაღრესად რთული და მრავლისმომცველი ინსტიტუტია, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში იმდენი სახის იურიდიული პირი მონაწილეობს, იმდენი თავისებურებებით ხასიათდება თითოეული მათგანის მიზანი, სტრუქტურა და საქმიანობა, რომ შეუძლებელია სრულად გადმოცემა, თუ არ მოვახდენთ ამ პირთა კლასიფიკაციას, მათ დაყოფას სახეებად. იურიდიული პირების სახეებად დაყოფისთვის მნიშვნელობა აქვს საკუთრების ფორმას, რომელიც იურიდიულ პირს გადაეცემა განცალკევებული ქონების სახით, საქმიანობის მიზანს, რისთვისაც ეს იურიდიული პირი შეიქმნა, დამფუძნებელთა შემადგენლობას, რომელთაც შექმნეს ეს იურიდიული პირი და მის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების მოცულობასა და ხასიათს, იურიდიული პირის შექმნის წესს, დამფუძნებელი დოკუმენტების შინაარსს და ორგანიზაციის წევრობას.

კითხვა: როგორი შეიძლება იყოს იურიდიული პირი საქმიანობის მიზნის მიხედვით და რა განსხვავებაა მათ შორის?

პასუხი: საქმიანობის მიზნის მიხედვით, კანონი განასხვავებს კომერციულ და არაკომერციულ იურიდიული პირებს. კომერციული პირები მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მათი მიზანია მოგების მიღება. არაკომერციული იურიდიული პირების მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობა. მათ ასეთი კომერციული საქმიანობა მხოლოდ იმდენად შეუძლიათ განახორციელონ, რამდენადაც ეს საჭიროა მათი საწესდებო მიზნის მისაღწევად. არაკომერციულ იურიდიულ პირებს უფლება არა აქვთ მიღებული მოგება გაანაწილონ წევრებზე.

2009 წლის 3 ნოემბრის საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ~ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

„საჯარო რეესტრის შესახებ~ საქართველოს კანონში 2009 წლის 3 ნოემბრის საქართველოს კანონით შესული ცვლილებების შესაბამისად, შეიცვალა სარეგისტრაციო მომსახურებისა და რეგისტრაციის მოსაკრებლის ოდენობა, რეგისტრაციის ვადები და სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.
ა(ა)იპ წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისრეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ორგანიზაციის ამონაწერის გამოქვეყნებისთანავე. ასევე აღსანიშნავია, რომ ამონაწერი წარმოადგენს რეგისტრაციის მოწმობას და არის უვადო.

ა(ა)იპ-ს სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტებია:

•წესდება;

•დამფუძნებელთა კრების ოქმი (ან, გადაწყვეტილება ერთი დამფუძნებლის შემთხვევაში);

•სარეგისტრაციო მოსაკრებლის – 100 ლარის (დაჩქარების შემთხვევაში – 200 ლარი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

•ხელმძღვანელობაზე და წარმომადგებლობაზე უფლებამოსილი პირის ან პირების ხელმოწერის/ების ნიმუში;

•თანხმობა იურიდიული მისამართის შესახებ. 

კითხვა: მოქმედი კანონის თანახმად, რომელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ? 

პასუხი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო მარეგისტრირებელი ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს. ამასთანავე, სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია.

არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდება შესაძლებელია შეირჩეს დამფუძნებლების სურვილისამებრ. გასათვალისწინებელია რომ სახელწოდება არ უნდა შეიცავდეს ისეთ მინიშნებებს, რომელიც დამახასიათებელია კომერციული იურიდიული პირისათვის ან პოლიტიკური გაერთიანებებისათვის, მაგ: შპს, სს, სპს, კს, კოოპერატივი, პარტია, ამხანაგობა და სხვ. სახელწოდებაში ასევე არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეურაცხმყოფელი სიტყვები.

ორგანიზაციას არ გაატარებენ რეგისტრაციაში, თუ მსგავსი სახელწოდების სუბიექტი უკვე არის რეგისტრირებული. შესაბამისად, რეკომენდებულია სახელწოდების გადამოწმება საგადასახადო ინსპექციაში მოხდეს სარეგისტრაციო დოკუმენტების მომზადებამდე.

ა(ა)იპ-ს წესდებაში სრულად უნდა ჩაიწეროს დამფუძნებლის(ების) მონაცემები. თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია, იწერება მისი პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემები და ის მისამართი, რომელზეც იგი რეგისტრირებულია, ასევე დროებითი ადგილსამყოფელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია, მაშინ ის მონაცემები, რაც აღნიშნულია დამფუძნებელი იურიდიული პირის რეგისტრაციის მოწმობაში. იმ შემთხვევაში თუ დამფუძნებელი იურიდიული პირი არ არის რეგისტრირებული 
საქართველოში (არარეზიდენტია) მაშინ მან უნდა გამოაგზავნოს საქართველოში მისი სადამფუძნებელო დოკუმენტაცია, როგორიცაა წესდება, ამონაწერი, რეგისტრაციის მოწმობა და ყველა ეს დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით ან უნდა იყოს ლეგალიზებული.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, სად და ვის მიერ ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია (თუ შეიძლება, მიგვითითეთ საფუძველი)? 

პასუხი: ა(ა)იპ-ს, ასევე უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მარეგისტრირებელი ორგანო), ხოლო ა(ა)იპ-ის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია კი ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და მეწარმე სუბიექტების, უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საფუძველი: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ~ საქართველოს კანონი #5017; მიღებულია 2011 წლის 1 ივლისს).

ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს როგორცერთი ფიზიკური პირი, ასევე რამდენიმე, რომელთა უფლებამოსილებას განსაზღვრავს დამფუძნებელი. თუ ხელმძღვანელი ორგანო გამგეობაა, მის წევრებს ნიშნავს დამფუძნებელი, ხოლო მათი შემდგომი არჩევა ან/და გათავისუფლება შეიძლება დარეგულირდეს წესდებით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (გამგეობა/ პრეზიდენტი) მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმიანობის წესსა და პროცედურებს, ასევე საკითხების სიას, რომელზეც აქვს უფლება ხელმძღვანელობას მიიღოს გადაწყვეტილება, განსაზღვრავს დამფუძნებელი და ასახავს წესდებაში. მათი ჩამონათვალი სრულად უნდა იყო ასახული.
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს დამფუძნებელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ხელმძღვანელი ორგანო მიანიჭებს ამ უფლებამოსილებას. ასევე ხელმძღვანელი ორგანო განუსაზღვრავს მას უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებსა და ვადას (გარდა იმისა, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული). 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, როგორ ხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია? 

პასუხი: ა(ა)იპ-ის რეორგანიზაცია და/ან ლიკვიდაცია ხდება კანონით განსაზღვრული ნორმებით. გადაწყვეტილებას რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაზე იღებს დამფუძნებელი, ან ხელმძღვანელი ორგანო. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დაწესდეს ხმათა რაოდენობა, რაც საჭირო იქნება აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მკითხველის ინტერესს წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირთან (გაერთიანებასთან) მიმართებით არსებული საკითხები. მაგალითად, გვეკითხებიან – როგორ განისაზღვრება არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები და არის თუ არა ასეთი კავშირი (გაერთიანება) საჯარო სამართლის იურიდიული პირი?

დაინტერესებულ მკითხველს განვუმარტავთ, რომ არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება მის წევრთა ურთიერთშეთანხმებით. კანონის თანახმად, არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) შეიძლება სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით. აქვე განვმარტავთ, რომ არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურიდიული პირი.

ირინე ღლონტი