ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
სიახლენი ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესში - #8(212), 2017
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის #01-43/ნ ბრძანებით, ცვლილებები შევიდა აღნიშნულ საკითხზე მოქმედ 2006 წლის 25 აგვისტოს #231/ნ ბრძანებაში და შვებულებების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით დამტკიცდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი“, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან.

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი~ შემუშავებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი არეგულირებს დასაქმებულებისთვის (საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირები) და „საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს
კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისთვის ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესსა და პირობებს. ვრცელდება ასევე
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პირებსა და პოლიტიკური თანამდებობების პირების, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირებზე, თუ შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

იმისთვის, რომ დაინტერესებულმა მკითხველმა უკეთ ისარგებლოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესით, გაცნობებთ, რომ ამ წესის
მიზნებისთვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 დამსაქმებელი _ „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
სრულდება გარკვეული სამუშაო.

 დასაქმებული _ „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომის ხელშეკრულების
საფუძველზე დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;

 საჯარო დაწესებულება _ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, სადაც ხორციელდება საჯარო
სამსახური;

 დახმარება _ „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის ან
ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;

 საჯარო მოსამსახურე _ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები;

 სააგენტო _ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო;

 დაფინანსების განაცხადი _ დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.

დახმარების გაანგარიშებას წინამდებარე წესის შესაბამისად და მის სისწორეს უზრუნველყოფს დამსაქმებელი, ხოლო გაცემას _ სააგენტო. შვებულების
ანაზღაურებას, გასაცემი თანხის გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რომელი ორგანიზაციის მიერ და რა თანხის ოდენობით ხდება დახმარების გაცემა?

პასუხი:მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. შვებულების ანაზღაურება კი ხორციელდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე საჯარო მოსამსახურეზე შევსებული
საავადმყოფო ფურცელი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ბავშვის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით, ახალშობილის შვილად
აყვანის შემთხვევაში კი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

კითხვა: იქნებ დეტალურად აგვიხსნათ, რა სახის დოკუმენტები უნდა იქნეს წარდგენილი დასაქმებულისთვის დახმარების მისაღებად _ სად
და ვის მიერ?

პასუხი:დასაქმებულისთვის დახმარების მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს
შემდეგი დოკუმენტები:

წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე; საავადმყოფო ფურცელი; შვილად აყვანის შემთხვევაში შვილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნის დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი); დასაქმებულის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დაფინანსების განაცხადი 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით,
აგრეთვე, ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით; საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი
საბანკო ანგარიშის შესახებ.

წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება წარმომდგენ დამსაქმებელს.

დასაქმებულს, საჯარო მოსამსახურეს დახმარება, შვებულების ანაზღაურება მიეცემა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის
შვილად აყვანის გამო.

საჯარო მოსამსახურეს შვებულების ანაზღაურება ასევე შეიძლება მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე, უხელფასო
შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე, მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის დროს დახმარება გაიცემა, შვებულება ანაზღაურდება მორიგი ანაზღაურებადი
შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად. დამსაქმებლის საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის, საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება შვებულების ანაზღაურება ხორციელდება სრულად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო
დაწესებულების თანამშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

კითხვა: ვარ 20 წლის, ახალდაქორწინებული. 2 თვეა ვმუშაობ ხელშეკრულებით. 3 თვეში მიწევს დეკრეტულ შვებულებაში გასვლა. რომელი პერიოდის ანაზღაურებიდან მოხდება ორსულობის,
მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ჩემთვის კუთვნილი დახმარების გამოანგარიშება?

პასუხი:მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დასაქმებულისთვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება. შეკითხვაში არ აღნიშნავთ, განსაზღვრულია თუ არა თქვენი შრომის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულებით. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული
შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში, დახმარების ოდენობის გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდამდე
უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება: ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები; ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსთვის მიღებულ გასამრჯელოს. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად
საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

კითხვა: მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ერთდროულად ვმუშაობ რამდენიმე დამსაქმებელთან. 3 თვეში ველოდები მეორე შვილს. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორი წესით გაიცემა ჩემი კუთვნილი დახმარება და ვის მიერ?

პასუხი:საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით დამტკიცებულ ორსულობის,
მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის შესაბამისად, ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინანსების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

დასაქმებულს, საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო _ 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შეძენის
შემთხვევაში _ 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის
შემდგომ პერიოდებზე. დასაქმებულს, საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა
შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

კითხვა: ვარ დასაქმებული საჯარო მოსამსახურე; დახმარების შვებულების ანაზღაურების მისაღებად საავადმყოფო ფურცელი წარვუდგინე დამსაქმებელს საჯარო დაწესებულებას და მოვითხოვე ანაზღაურებადი შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, მაგრამ ჯერჯერობით არც დახმარება ჩანს და არც პასუხი. რა პროცედურებია გასავლელი ჩემი კუთვნილი დახმარების შვებულების ანაზღაურების მისაღებად? გთხოვთ დეტალურად განმიმარტოთ, ვინაიდან მსგავსი საკითხით ჩვენს სამსახურში ჩემ გარდა კიდევ 2 ქალია დაინტერესებული (მათ შორის ერთს ახალშობილის შვილად აყვანა აქვს
გადაწყვეტილი).

პასუხი:განგიმარტავთ, რომ დახმარების გაცემის შვებულების ანაზღაურების წესში თქვენთვის საინტერესო საკითხები შემდეგნაირად არის გადაწყვეტილი: დასაქმებული საჯარო მოსამსახურე დახმარების შვებულების ანაზღაურების მისაღებად საავადმყოფო ფურცელს, ხოლო ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში - სასამართლო კანონის ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს, წარუდგენს
დამსაქმებელს საჯარო დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. დასაქმებულისთვის დახმარების ანაზღაურების მიზნით დამსაქმებელი ავსებს საავადმყოფო
ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში: დასაქმებული, საჯარო მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს, საჯარო დაწესებულებას სასამართლო
გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე საჯარო დაწესებულებას წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორე მშობელზე (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) საჯარო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას, რომ მშობელს არ უსარგებლია ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი
შვებულებით; დასაქმებულისათვის დახმარების ანაზღაურების მიზნით დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან და დასაქმებულის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეული დამსაქმებლის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ: ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედნის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს; ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან და წარმომდგენს უბრუნებს დედნებს; წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან ერთად დაუყოვნებლივ აგზავნის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მეორე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ერთეულში; დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსგან
შესაბამისი წერილის საფუძველზე წერილობით ითხოვს დაფინანსების განაცხადში მითითებული დამსაქმებლის საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრაციის არარსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეული დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტო შესაბამისი ტერიტორიული
ერთეულიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში
დამსაქმებლის საგადასახადო რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე. სააგენტოს
ტერიტორიული ერთეული, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში
დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.

კითხვა: მიეცემათ თუ არა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს, მისი გარდაცვალების შემთხვევაში და სამართლებრივად როდის არის შეუძლებელი აღნიშნული დახმარების ანაზღაურება?

პასუხი:ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.

აქვე განგიმარტავთ, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის თარიღიდან, ხოლო შვილად აყვანის
შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან გასულია 6 თვე.

ირინე ღლონტი