ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #95
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისათვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #94:

ნინო, თამთა, თიკო, ნათია და სოფო ცდილობენ ახლად გახსნილი ჩინური სამზარეულოს მენიუში გარკვევას. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ მენიუ, მასში ჩამოთვლილი კერძები არცერთს თვალითაც არ უნახავს. თითო შეკვეთაზე გოგონები უკვეთავენ ხუთ კერძს (თითოეული უკვეთავს თითო კერძს). მიუხედავად იმისა, რომ რესტორნის პერსონალი შეკვეთას ზუსტად ასრულებს, არცერთ მოტანილ კერძს წარწერა არ აქვს. რესტორნის მენიუში სულ ცხრა კერძია. გოგონები დაინტერესებულნი არიან მენიუში არსებული ყველა კერძში გარკვევაში.

მინიმუმ რამდენი შეკვეთის გაკეთება მოუწევთ გოგონებს, ვიდრე ისინი შეძლებენ თითოეული კერძის დასახელების ამოცნობას სხვისი დახმარების გარეშე?

ამოცანის პასუხი:

სულ საჭირო იქნება მხოლოდ 3 შეკვეთა, თუ გოგონები შემდეგნაირად იმოქმედებენ:

პირობითად გადავნომროთ კერძები 1, 2, 3,..., 9 ციფრებით;

1-ლი შეკვეთა: 1, 1, 2, 3, 4;

მე-2 შეკვეთა: 2, 5, 5, 6, 7;

მე-3 შეკვეთა: 3, 6, 8, 8, 9.

პირველი შეკვეთის შემდეგ დაადგენენ პირველ კერძს, რადგან ის ერთადერთი კერძია ორჯერ შეკვეთილი. ამავე ნიშნით, მეორე შეკვეთით დაადგენენ მე-5 კერძს. მეორე შეკვეთით დაადგენენ მე-2 კერძსაც, რადგან პირველ ორ შეკვეთაში მხოლოდ ის არის საერთო. მესამე შეკვეთით უკვე დგინდება ყველა კერძი: მე-3 კერძი - მხოლოდ ის მეორდება პირველ და მესამე შეკვეთაში; მე-4 კერძი - პირველი შეკვეთიდან მხოლოდ ის დარჩა ამოსაცნობი; მე 6 კერძი - ერთადერთი საერთო კერძია მეორე და მესამე შეკვეთაში; მე-8 კერძი - მესამე შეკვეთაში მხოლოდ ის მეორდება; მე-9 კერძი - მესამე შეკვეთიდან მხოლოდ ის დარჩა ამოსაცნობი.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი ვერავინ გვაცნობა.

მორიგი ამოცანა #95:

ოთარი გადადის რკინიგზის ხიდზე. იმ დროს, როცა ის ხიდის შუაგულიდან ათ მეტრში იმყოფებოდა, მან გაიგონა მომავალი მატარებლის ხმა. ამ დროს მატარებელი დაშორებულია ხიდიდან ზუსტად ხიდის სიგრძის ტოლი მანძილით. ოთარი ყოყმანის გარეშე გაიქცა მატარებლის მიმართულებით, ხიდის ბოლოში გასვლა და ლიანდაგიდან გადასვლა მოასწრო ზუსტად იმ მომენტში, როცა მატარებელი უკვე ოთხი მეტრის მანძილზე იყო ხიდიდან. ოთარი საპირისპირო მხარეს რომ გაქცეულიყო, მატარებელი მას დაეჯახებოდა ხიდის ბოლოდან რვა მეტრის მანძილზე.

რა სიგრძისაა ხიდი?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ-მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, რეიმონ რადიგეს (1903-1923) რომანი "მაცდური სხეულში";

2) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

3) ჯეკ ლონდონის მოთხრობების კრებული "ზღაპრის დასასრული";

4) ჩარლზ დიკენსის "საშობაო მოთხრობები".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: 39-33-48/49 ან (99)-55-68-34 (მობ.).

გისურვებთ წარმატებებს!

რამაზ ლიპარტელიანი