ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #104
#3(111), 2009

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #103:

ახალი პარტიის პირველ ყრილობას დაესწრო პარტიის 120 წევრი. მათ შორის არიან მხოლოდ პატრიოტები და უშიშროების აგენტები. ცნობილია, რომ უშიშროების აგენტი სულ იტყუება, პატრიოტი კი სულ მართალს ამბობს. ყრილობის მიმდინარეობისას ის სათითაოდ დატოვა პარტიის 70 წევრმა. ყოველი მათგანი გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყრილობაზე უფრო მეტი უშიშროების აგენტი დარჩა, ვიდრე პატრიოტი.

რამდენი უშიშროების აგენტი იყო ყრილობაზე პარტიის ამ 120 წევრს შორის?

ამოცანის პასუხი:

პარტიის ყრილობაზე 120 დამფუძნებელ წევრს შორის იყო 60 პატრიოტი და 60 აგენტი. კრებიდან ისინი რიგრიგობით გამოდიოდნენ, ანუ: პირველი გამოვიდა პატრიოტი და თქვა სიმართლე (დარჩენილი იყო 59 პატრიოტი და 60 აგენტი), მეორე გამოვიდა აგენტი და მოიტყუა (აგენტების და პატრიოტების რაოდენობა იყო თანაბარი - 59-59), შემდეგ ისევ პატრიოტი და ა.შ. ბოლოს დარბაზში დარჩა 25 პატრიოტი და 25 აგენტი.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი ზედიზედ მეორედ დაიმსახურა ბორის ჭიჭინაძემ.

 მორიგი ამოცანა #104:

საწყობში ერთიმეორის მიყოლებით (ერთ რიგში მიმდევრობით) აწყვია 1000 ბოქლომი. თავიდან ყველა დაკეტილია. საწყობის გამგის ბიჭუნამ ჩამოიარა და ყველა ბოქლომი გახსნა. შემდეგ თავიდან ჩამოიარა იმავე მიმართულებით და ყოველი მეორე (2,4,6,...,1000) ბოქლომი დაკეტა. შემდეგ ისევ ჩამოიარა და ახლა უკვე ყოველ მესამე (3,6,9,...,999) ბოქლომს შეუცვალა მდგომარეობა (ანუ, დაკეტილები გახსნა და გახსნილები დაკეტა). ასე გააგრძელა შემდეგ ყოველ ჩამოვლაზე - მეოთხეზე, მეხუთეზე და ა.შ. მეათასე (ანუ ბოლო) ჩამოვლაზე მხოლოდ მეათასეს შეუცვალა მდგომარეობა.

რამდენი ბოქლომი დარჩა ბოლოს გახსნილი?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

2) ჩარლზ დიკენსის "საშობაო მოთხრობები";

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო"; 

4) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: 39-33-48/49 ან (99)-55-68-34 (მობ.).

გისურვებთ წარმატებებს!

რამაზ ლიპარტელიანი