ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
#6(114), 2009
ახალი ფინანსური პაკეტის განხორციელების პირველადი შედეგი 3-4 თვეში გამოჩნდება

ახალი ფინანსური პაკეტის განხორციელების პირველადი შედეგი 3-4 თვეში გამოჩნდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ახალ ფინანსურ პაკეტზე მუშაობა დაახლოებით თვენახევარი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში კი მრავალი სხვადასხვა ვარიანტი და წინადადება იქნა განხილული. "საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ აღნიშნული 5 პუნქტი, რომელიც განსაკუთრებით მორგებულია ქართულ ეკონომიკასა და ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ფინანსური სტიმულირების გეგმა საქართველოს ეკონომიკის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, მას ყოველდღიური ინფორმაცია აქვს საქართველოში არსებულ ყველა ეკონომიკურ პარამეტრთან დაკავშირებით. შესაბამისად იანვარი-თებერვალი-მარტი პოზიტიური პერიოდი იყო, ხოლო აპრილ-მაისში ყველა პარამეტრი შემცირდა. ივნისში კი, ყველა მიმართულებით ზრდა დაფიქსირდა.

მიუხედავად, ზრდის ტენდენციის დაფიქსირებისა და ახალი ფინანსური პაკეტისა, ამ ეტაპზე მთავრობა მაინც არ აპირებს გადახედვას 2009 წელს 1,5-პროცენტიანი ეკონომიკის შემცირებისა. პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი შედეგები დაფიქსირდება წლის მეორე კვარტალში.

ფინანსური პაკეტი ბანკებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ქართული საბანკო სექტორისთვის დამატებითი რესურსის მოზიდვას, საბანკო რეგულაციების შემცირებას, სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას, სავალუტო სვოპ აუქციონების მექანიზმს ითვალისწინებს. მასში ასევე შესულია დეველოპერების, საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით პროექტი, რომელიც ძველი თბილისის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც დეველოპერებთან შეთანხმებას მიაღწევენ, ახალ აშენებულ ბინებში გადაყვანას, ამ დეველოპერების მიერ მშენებლობის დასასრულებლად ბანკებიდან ფინანსური რესურსის გამოყოფას, ხოლო შემდეგ ძველ თბილისში გამოთავისუფლებული მიწის სახელმწიფოსთვის მიყიდვას ითვალისწინებს.

ახალი ფინანსური პაკეტი დადებითად შეაფასეს ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა. საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ ახალი ფინანსური პაკეტით გათვალისწინებული ღონიძიებები საბანკო სექტორის სტიმულირებას მოახდენს. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბანკებს დამატებით თანხას მისცემს ეკონომიკის დაკრედიტების გასაზრდელად.

"საუბარია ეროვნული ბანკის საზედამხედველო ნორმის შერბილებაზე. ეს დაახლოებით 700 მლნ ლარს გამოათავისუფლებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორმა ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსება შეძლოს", - განაცხადა ზურაბ გვასალიამ. 

აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივა არა მხოლოდ საბანკო სექტორისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია.
5-პუნქტიან ახალ ფინანსურ პაკეტში სხვა ღონისძიებებთან ერთად ბანკების რეგულაციების შემსუბუქებაც გათვალისწინებულია. კონკრეტულად საუბარია აქტივების შეწონის კოეფიციენტის 1,75 პროცენტიდან 1,5 პროცენტამდე შემცირებაზე.

სახელმწიფოსთან დავა ინვესტორებს ყველა არბიტრაჟში აღარ შეეძლებათ

უცხოელ ინვესტორებს სახელმწიფოსთან დავის გადაწყვეტა თავდაპირველად საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში დაევალებათ - ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" კანონში შედის.

კანონპროექტის თანახმად, უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის დავა თუ არ განიხილება საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში, უცხოელ ინვესტორს უფლება აღარ ექნება დავის გადასაჭრელად ნებისმიერ საარბიტრაჟო ორგანოს მიმართოს.

ცვლილების მიღების აუცილებლობად დეპუტატები რუსეთის ფაქტორს ასახელებენ. მათი განცხადებით, ცვლილებით თავიდან იქნება აცილებული, რომ დავისას საქმე რუსეთის საარბიტრაჟო ორგანოში წავიდეს, სადაც ქართული მხარე წარმოდგენილი ვერ იქნება.