ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #107
#6(114), 2009
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისათვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #106

ბიჭმა გოგო მიიწვია პაემანზე. იქ მათ შორის ასეთი საუბარი გაიმართა. "მე გეტყვი ერთ წინადადებას. თუ ის აღმოჩნდება ჭეშმარიტი, ანუ თუ ეს წინადადება შესრულდება, მაშინ შენი ფოტოსურათი მომეცი, ხოლო თუ აღმოჩნდება მცდარი, მაშინ არ მომცე. მპირდები, რომ ამას შეასრულებ?" ბიჭის ამ შეთავაზებას გოგო დათანხმდა. ბიჭმა უთხრა წინადადება, რომლის შემდეგაც გოგოს, პირობა რომ არ დაერღვია, ისღა დარჩენოდა, ბიჭისთვის ეკოცნა. რა უთხრა მას ბიჭმა?

ამოცანის პასუხი

"შენ მე არც სურათს მომცემ და არც მაკოცებ", - უთხრა ბიჭმა გოგოს. ამის შემდეგ იქმნება ასეთი სიტუაცია: თუ გოგომ მისცემდა სურათს ბიჭს, მაშინ ბიჭის წინადადება აღმოჩნდებოდა მცდარი და ამიტომ, დაპირებისამებრ, გოგოს სურათი არ უნდა მიეცა. თუ გოგო სურათს არ მისცემდა (და არც აკოცებდა), მაშინ ბიჭის წინადადება აღმოჩნდებოდა ჭეშმარიტი და გოგოს, დაპირებისამებრ, უნდა მიეცა ბიჭისთვის სურათი. ამ წინააღმდეგობრივი სიტუაციიდან პირობის დაურღვევლად ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ გოგომ ბიჭს აკოცა.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა ბორის ჭიჭინაძემ.

მორიგი ამოცანა #107:

კონტრაბანდისტების გემი აკრძალულ წყლებში თევზაობს. ბადის თითოეულ გადაგდებაზე 100 კგ თევზს იჭერენ, მაგრამ ყოველ გადაგდებაზე 3%-ია იმის ალბათობა, რომ მათ შეამჩნევენ და მთელ დაჭერილ თევზს წაართმევენ.
ბადის რამდენი სროლა უნდა დაგეგმოს კონტრაბანდისტების გემის კაპიტანმა, რომ მათ მიერ დაჭერილი თევზის რაოდენობა იყოს მაქსიმალური?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";

2) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო";

3) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

 დაგვირეკეთ ტელეფონზე: (8-95)-590-275 (მობ.). გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია
რამაზ ლიპარტელიანი