ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრი "ხესედ ელიაჰუ"
#3(123), 2010
1. რეგისტრირებული კავშირი - საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრი "ხესედ ელიაჰუ" (შემდგომში - ორგანიზაცია) პირველადი რეგისტრაციით დარეგისტრებულია 31.121998 წ. ქ. თბილისის დიდუბის რაიონული სასამართლოს #2/9-80 დადგენილებით. მოგვიანებით 03.06.2005 წ. გაიარა ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს #165 გადაწყვეტილებით, რაზედაც გაიცა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - კავშირის (ასოციაციის) რეგისტრაციის მოწმობა # 00232/12/0129. იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ მეექვსის ქუჩა #30. ორგანიზაციას ფილიალები არ გააჩნია.

2. 06.09.2005 წ. ორგანიზაციას მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, რეგისტრაციის მოწმობა #15.

3. 2009 სამეურნეო წლის განმავლობაში ორგანიზაციის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა საგრანტო ხელშეკრულებით მიღებული გრანტები - 2038576,40 ლარი, შემოწირულობა - 27686,52 ლარი.

4. 2009 წლის განმავლობაში ორგანიზაციას დამხმარე ეკონომიკური საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია, გარდა საბანკო დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო (3657,53 ლარი) შემოსავლისა.

5. ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომელთა საშუალო საერთო რაოდენობაა - 88.

6. ორგანიზაცია ეკონომიკურ საქმიანობას არცერთ სხვა ქვეყანაში არ ეწეოდა.

7. ორგანიზაციას არ ჰყავს უცხოელი დამფუძნებლები და თანამშრომლები.

8. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას სოციალურად დაუცველი ფენებისათვის ქველმოქმედების გაწევა და სხვადასხვა ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება წარმოადგენს.

9. ორგანიზაციის მიერ გაწეულმა საერთო ხარჯებმა - 2094056,15 ლარი (დანართი 1), მათ შორის ქველმოქმედების (ჰუმანიტარული დახმარების) მოცულობამ კი - 1634793,92 ლარი შეადგინა.

10. ქველმოქმედება განხორციელებულია მატერიალური და სულიერი დახმარების გზით.

რეგისტრირებული კავშირი
"ხესედ ელიაჰუ"-ს დირექტორი:                                  რ. შათაშვილი

     
     
     


"ხესედ ელიაჰუ"-ში მოქმედი პროგრამების მიერ 2009 წელს ჩატარებული სამუშაოები

"ხესედ ელიაჰუ"-ს ადმინისტრაციულ ხარჯებში შედის სატელეფონო და ინტერნეტის სააბონენტო გადასახადები, ავეჯისა და აპარატურის სარემონტო ხარჯები, სატრანსპორტო და საკანცელარიო ხარჯები და ა.შ.

"ხესედ ელიაჰუ"-ს პროგრამა "ბინაზე მოვლა" დაქირავებული თანამშრომლებით ეხმარება "ხესედ ელიაჰუ"-ს სამეურვეო პირებს საკუთარი მეურნეობის წარმართვაში, აგრეთვე უწევენ დახმარებას პირადი ჰიგიენის დაცვის საქმეში, კვების პროდუქტების ყიდვასა და სადილების დამზადებაში.
აღნიშნულ პერიოდში ამ პროგრამის 47976 მომსახურებით ისარგებლა 135 სამეურვეო პირმა.

აგრეთვე პროგრამა ახორციელებს აბანოსა და სამრეცხაოს მომსახურებას, პამპერსების შეძენას და მათ დარიგებას სამეურვეო პირებისათვის.
აღნიშნულ პერიოდში ამ პროგრამების მომსახურებით ისარგებლა:

• სამრეცხაოთი - 98 სამეურვეო პირმა და გაირეცხა 1778,5 კგ. სარეცხი;
••აბანოთი - 144 სამეურვეო პირმა და გაეწია 1227 მომსახურება;
••60 სამეურვეო პირს გადაეცა 14346 პამპერსი.
••"პირადი ჰიგიენის" პროგრამით 120 სამეურვეო პირს გადაეცა სანიტარულ-ჰიგიენური საგნების ნაკრებები.

პროგრამა "კვება" მოიცავს სადილების დამზადებას და მოძრაობაშეზღუდულ და უძლურ მდგომარეობაში მყოფ სამეურვეო პირებზე ცხელი სადილის ბინაზე მიწოდებას.

აღნიშნულ პერიოდში ამ პროგრამის 14956 მომსახურებით ისარგებლა 56 სამეურვეო პირმა.

კვების პროგრამა "მაღაზია" ახორციელებს აღრიცხვაზე მყოფ სამეურვეო პირებზე, "ხესედის" ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უფასო ტალონების გაცემას კვების პროდუქტების შესაძენად ქ. თბილისის სუპერმარკეტებში.

აღნიშნულ პერიოდში ამ პროგრამის მომსახურებით ისარგებლა - 1927 სამეურვეო პირმა.

პროგრამა "დღის ცენტრი" – ემსახურება შეზღუდული მოძრაობისა და სტრესებგადატანილ სამეურვეო პირებს. "ხესედ ელიაჰუ"-ს საკუთარი ტრანსპორტით მოყავთ ისინი შენობაში, სადაც დღის განმავლობაში თითოეული მათგანი მონაწილეობას ღებულობს შრომით თერაპიაში, მუსიკალურ კონცერტებში, ახდენენ პრესის მიმოხილვას, აქვთ შეხვედრები ქალაქის ცნობილ პიროვნებებთან. გარდა ამისა, მათ დღის განმავლობაში უმასპინძლდებიან მსუბუქი ლანჩით. ყოველივე ამის შემდეგ ისინი "ხესედ ელიაჰუ"-ს ტრანსპორტითვე ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

აღნიშნულ პერიოდში ამ პროგრამის 4522 მომსახურებით ისარგებლა 68 სამეურვეო პირმა.

სამედიცინო პროგრამაში ფუნქციონირებს პროგრამა "აფთიაქი", რომლის მეშვეობით ხესედის სამეურვეო პირებს აქვთ საშუალება შეიძინონ საჭირო მედიკამენტები უფასოდ, თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში. გარდა ამისა, სამედიცინო პროგრამა კონსულტაცია-რეკომენდაციებს უწევს ადგილზე სამეურვეო პირებს ექიმ-ვოლონტიორების დახმარებით.

აღნიშნულ პერიოდში ამ პროგრამების მომსახურებით ისარგებლა:

მედიკამენტები - 734 პირმა მიიღო 10154 მომსახურება;

მედკონსულტაციებში - 663 პირმა მიიღო 3290 მომსახურება;

პროგრამა "მოკედი" ახორციელებს "ხესედ ელიაჰუ"-ს სამეურვეო პირების მომსახურებას ე.წ. მცირე სარემონტო სამუშაოების სახით, როგორც ოფისის შენობაში, ასევე სამეურვეო პირების ბინებში.

მცირე სარემონტო სამუშაოებს მიეკუთვნება: ფეხსაცმლის შეკეთება, ელექტროხელსაწყოებისა და სანტექნიკური დანადგარების რემონტი, სადურგლო და სარემონტო სამუშაოები, ელექტროგაყვანილობის შეკეთება, იურიდიული კონსულტაციები, პარიკმახერის მომსახურება, როგორც ოფისში, ასევე ბინაზე და სხვა. აღნიშნულ პერიოდში 656  მომსახურება გაეწია 112 სამეურვეო პირს.

პროგრამა "კლუბი" აწარმოებს საგანმანათლებლო და კულტურულ მუშაობას, აწყობს მუსიკალურ და ისტორიულ-ლიტერატურულ შეხვედრებს, სხვადასხვა გართობისა და სამაგიდო სპორტული თამაშების ტურნირებს, აღნიშნავს იუბილარების დაბადების დღეებს, ავრცელებს პრესას და აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულებს. ატარებს საღამოებსა და შეხვედრებს ეროვნული კულტურის შესწავლისა და აღორძინების საკითხებში.

აღნიშნულ პერიოდში ამ პროგრამის 4428 მომსახურებით ისარგებლა 191 სამეურვეო პირმა.

ფუნქციონირებს კლუბი "26 საუკუნე", რომელიც ხელს უწყობს ებრაელთა და ქართველთა მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და მის მიერ ჩატარებულ საზეიმო საღამოებს ესწრება როგორც ებრაული, ასევე ქართული საზოგადოება.

პროგრამა "სამედიცინო სარეაბილიტაციო ინვენტარის დროებითი გაცემა" გაქირავების პროგრამაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს სამეურვეო პირთათვის სარეაბილიტაციო მოწყობილობების დროებით უანგაროდ გაცემას.

2009 წლის განმავლობაში პროგრამა მოემსახურა 75 სამეურვეო პირს და გაუწია 121 მომსახურება.

პროგრამა "მაზალ ტოვ" – ემსახურება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების ოჯახებიდან, ფეხმძიმე ქალებს და ახალშობილებს.

პროგრამაში ფუნქციონირებს მუსიკის, ხატვის და ცეკვის წრეები. ბავშვები ესწრებიან სპექტაკლებს თოჯინების თეატრში, წარმოდგენებს ცირკში, სარგებლობენ საცურაო აუზის მომსახურებით.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 28999 მომსახურება გაეწია 119 ბავშვს.

"ხესედ ელიაჰუ"-ში მუშაობს კურატორთა სამსახური, რომელთა მოვალეობაა სამეურვეო პირებთან უშუალო კონტაქტი, მათი საცხოვრებელი პირობების გაცნობა, მათთვის საჭირო დახმარებების გაწევასათვის ინფორმაციის შეგროვება.

"ხესედ ელიაჰუ"-ს რუსთავის განყოფილება აერთიანებს შემდეგ პროგრამებს: მედიკამენტების გაცემა და სამედიცინო კონსულტაციები და მედდახმარებები, როგორც ხანდაზმულ, ინვალიდ სამეურვეო პირებზე, ასევე ბავშვებზე. ფუნქციონირებს პროგრამა "მაღაზია" და პროგრამა "სასურსათო ამანათები", რომელიც ემსახურება რუსთავის ახლო და შორ რეგიონებს.

2009 წელს საშუალოდ 4885 მომსახურება გაეწია 110 სამეურვეო პირს.

პროგრამა "ტრეინინგი" ახორციელებს "ხესედ ელიაჰუ"-ში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას სპეციფიკების მიხედვით, როგორც, თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პროგრამა "SOS" უზრუნველყოფს "ხესედ ელიაჰუ"-ს უაღრესად გაჭირვებულ სამეურვეო პირებზე სასწრაფო დახმარებას, როგორიც არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ცენტრებში ოპერაციების ან მკურნალობის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ბინების ნაწილობრივი რემონტი, კომუნალური ხარჯების დაფარვა და ა.შ.

პროგრამა "ბავშვთა ინიციატივა" უზრუნველყოფს ბავშვთა სამედიცინო მომსახურებას წამლების, მედკონსულტაციებისა და მედდახმარებების სახით. ბავშვებს ურიგდებათ ბავშვთა კვება და პამპერსები.

პროგრამა "მაღაზია" - ისინი იღებენ უფასო ტალონებს პროდუქტების შესაძენად, აღნიშნული პროგრამის ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე.

პროგრამა "ბავშვთა ინიციატივა"-ს აქვს აგრეთვე პროგრამა "SOS", რომლის მეშვეობით გაჭირვებულ და ავადმყოფ ბავშვებს ეხმარებიან საჭირო ოპერაციების ან მკურნალობის ხარჯების მთლიანი ან ნაწილობრივ გადახდით, მედიკამენტების შეძენით, ბინების ნაწილობრივი რემონტით და ავეჯის ყიდვით.

2009 წლის განმავლობაში პროგრამა დაეხმარა 445 ბავშვს და გაუწია 1634 მომსახურება.

ებრაული სახლის ადმინისტრაციულ ხარჯებში შედის:

• შენობის სამეურნეო-სამრეწველო ხარჯები;
• წარმომადგენლობის ხარჯები;
• ხარჯები სადღესასწაულო და სათემო ღონისძიებებზე.

"ხესედ ელიაჰუ"-მ ზამთრის დახმარების ეგიდის ქვეშ 1515 მომსახურება გაუწია 1100 სამეურვეო პირს, რომლებსაც "ხესედ ელიაჰუ"-მ ნაწილობრივ გადაუხადა დახარჯული ელექტროენერგიის საფასური.