ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #121
#9(129), 2010
ამ რუბრიკით ქვეყნდება საინტერესო ამოცანები იმ მკითხველებისათვის, რომელთაც სურთ ლოგიკურ აზროვნებაში გავარჯიშება. ამოცანების ამოხსნა მოითხოვს ლოგიკისა და ელემენტარული მათემატიკის ცოდნას.

რუბრიკას უძღვება შპს "ააფ-მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ფრიდონ ალშიბაია.

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა#120:

მგზავრი გამოვიდა A წერტილიდან და გაიარა 1 მეტრი სამხრეთის მიმართულებით, 2 მეტრი – დასავლეთის მიმართულებით, 3 მეტრი – ჩრდილოეთის მიმართულებით, 4 მეტრი - აღმოსავლეთის მიმართულებით; შემდეგ ისევ 5 მეტრი – სამხრეთით, 6 მეტრი – დასავლეთით, 7 მეტრი ჩრდილოეთით, 8 მეტრი – აღმოსავლეთით და ა.შ. სულ მგზავრმა იარა 5 კმ და ამის შემდეგ დასასვენებლად ჩამოჯდა.

A წერტილიდან რა მანძილზე დაისვენა მგზავრა? იგულისხმება, რომ მოძრაობა ხდება ბრტყელ ზედაპირზე.

ამოცანის პასუხი:

შემოვიღოთ კოორდინატთა სიბრტყე და A წერტილი იყოს ამ კოორდინატთა სიბრტყის სათავე. ჰორიზონტის მხარეები კი იყოს ის მიმართულებები, რაც ჩვეულებრივ არის რუკაზე. A წერტილის კოორდინატებია (0;0). მგზავრის ყოველი ახალი მიმართულებით მოძრაობას ვუწოდოთ "ეტაპი". (პირველი ეტაპი არის 1 მეტრის გავლა სამხრეთის მიმართულებით, მეორე ეტაპი – 2 მეტრის გავლა დასავლეთით და ა.შ.). 1+2+3+...+99=4950 (არითმეტიკული პროგრესიის ჯამი). ე.ი. მგზავრი როგორც კი დაიწყებს მე-100 ეტაპის გავლას, გაივლის 100 მეტრის ნაცვლად 50 მეტრს და გაჩერდება. ყოველი კენტი ეტაპის შემდეგ იცვლება მგზავრის ორდინატა (აბსცისა უცვლელი რჩება), ხოლო ყოველი ლუწი ეტაპის მერე იცვლება აბსცისა (ორდინატა უცვლელია). 99-ე ეტაპის შემდეგ მგზავრის ორდინატა იქნება: -1+3-5+7-9+...+99=50, აბსცისა კი იქნება:

-2+4-6+8-...-98=-50.

მე-100 ეტაპზე მგზავრი 100 მეტრის ნაცვლად მოძრაობს 50 მეტრი აღმოსავლეთის მიმართულებით, ამიტომ იმ წერტილის კოორდინატები, სადაც მგზავრმა დაისვენა, იქნება (0;50). ე.ი. მგზავრს შეუსვენია A წერტილიდან 50 მეტრის მანძილზე.

ამჯერად ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და "ააფის" პრიზი დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა.

მორიგი ამოცანა #121:

პირობითად დავუშვათ, რომ თუ ადამიანი 7 დღე-ღამის განმავლობაში საკვებს არ მიიღებს ან არ დაიძინებს, მოკვდება. ერთ ბუღალტერს (წლიური ბალანსების შედგენის პერიოდში) არც დაუძინია და არც უჭამია ერთი კვირის განმავლობაში. რა უნდა ქნას მან (დაიძინოს თუ ჭამოს) ერთი კვირის მიწურულს იმისათვის, რომ ცოცხალი გადარჩეს?

P.S. ისეთი პასუხები, როგორიცაა: "ბუღალტერი შიმშილით არ მოკვდება" ან "ბუღალტერი არ არის ადამიანი", არ მიიღება!

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს "ააფ მენეჯმენტის" მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი "ვიწრო კარიბჭე";
 
2) ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი";

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი "ქალი არ უნდა გაანებივრო".

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: (95) 59 02-75 (მობ.).

გისურვებთ წარმატებებს!

ფრიდონ ალშიბაია