ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს ახალ მომსახურებას სთავაზობს
#9(129), 2010
პროკრედიტ ბანკი, როგორც ბიზნესების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს, ეკონომიკის ყველა სფეროში მოღვაწე ბიზნესებს უახლესი მომსახურება და პროდუქტები შესთავაზოს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. საქართველოში ბიზნესის გამოცოცხლების კვალდაკვალ ბანკი თავის ბიზნეს კლიენტებს ამჯერად სრულიად ახალ მომსახურებას – პირად ბიზნეს მრჩეველს სთავაზობს. ბიზნეს მრჩეველი კლიენტებს ყველა საბანკო საკითხის შესახებ პროფესიონალურ რჩევას მისცემს და ბანკში მათი საკონტაქტო პირი იქნება.

ოთხშაბათს, 29 სექტემბერს, პროკრედიტ ბანკმა თავისი ბიზნეს კლიენტებისათვის მიღება გამართა, სადაც მათ ახალი მომსახურება გააცნო და მადლობა გადაუხადა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დამყარებული ხანგრძლივი პარტნიორობისთვის.

პროკრედიტ ბანკის კლიენტებს უკვე შეუძლიათ ბიზნეს მრჩეველების მომსახურებით სარგებლობა, რომლებიც მათი პირადი ბანკირის ფუნქციას შეასრულებენ და მათ ბიზნესის თუ პირადი ფინანსური საჭიროების შესახებ რჩევებს მისცემენ. ბიზნეს მრჩევლები კლიენტებს მათი ბიზნესისთვის შესაბამისი კრედიტის შერჩევაში დაეხმარებიან და ურჩევენ, თუ როგორ შეიძლება თავიანთი კომპანიის ანგარიშების ოფისიდან გაუსვლელად მართვა და ხელფასების რამდენიმე წუთში გადარიცხვა. გარდა ამისა, ისინი მეწარმეთა ოჯახებს პირადი ანგარიშებისა და დანაზოგების მართვაშიც დაეხმარებიან.

საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებმა, რომლებიც პროკრედიტ ბანკის კლიენტები არიან, მიღებაზე თავიანთი პროდუქცია გამოფინეს. ამით ფაქტობრივად შეჯამდა პროკრედიტ ბანკის პროექტი "კლიენტის კუთხე", რომლის ფარგლებშიც ბანკის კლიენტებს თავიანთი პროდუქციის ბანკის ფილიალებში გამოფენის შესაძლებლობა ჰქონდათ. მიღებაზე გამართულმა გამოფენამ მეწარმეებს ერთმანეთის პროდუქტებისა და მომსახურების გაცნობისა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარების საშუალება მისცა.

მაია მერედოვა, პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი: "მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს, რომ პროკრედიტ ბანკი ბიზნესების პარტნიორი ბანკია, სადაც მათ ბიზნეს მრჩევლების დახმარებით თავიანთი ბიზნესისა და ოჯახისთვის ყოველგვარი საბანკო მომსახურების მიღება შეუძლიათ. პროკრედიტ ბანკი გააგრძელებს თავის ძირითად საქმიანობას - საქართველოში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას და ამით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანას".

პროკრედიტ ბანკმა საქართველოში საქმიანობა 1999 წლიდან დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ, ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას სს "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).

პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსაგან FITCH RATINGS მინიჭებული აქვს BB-რეიტინგი, რაც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

2010 წლის აგვისტოს მდგომარეობით პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 447 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით, "პროკრედიტ ბანკი, საქართველოს" მომსახურებით 302 000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.