ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
რომელი ბანკი და რა სახის ანაბარია უმჯობესი ფულის შესანახად?
#1(145), 2012
სად რა სახის ანაბარია

როგორც წესი, ვისაც თავისუფალი ფული აქვს და არანაირ ბიზნესს არ აწარმოებს, ამ თანხას რაღაც ვადით რომელიმე კომერციულ ბანკში ინახავს, რადგან ჯერ ერთი, ფული იქ უფრო დაცულია და მეორეც, ამ ფულს მის სასარგებლოდ გარკვეული პროცენტები ერიცხება. კლიენტის მიერ მიბარებულ ფულად სახსარს ქართული ბანკები "ანაბარს" ან "დეპოზიტს" უწოდებენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს საქართველოში 19 კომერციული ბანკი არსებობს. მათი უმრავლესობა უპირატესობას ტერმინს "ანაბარს" ანიჭებს, "ბითიეი ბანკი" იყენებს "დეპოზიტს", ხოლო "პრივატბანკი" და "პროგრეს ბანკი" - ორივე ტერმინს. ამდენად, ჩვენც "ანაბარს" და "დეპოზიტს" ერთნაირი მნიშვნელობით ვიხმართ.  

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, 2012 წლის იანვრის მდგომარეობით ფულადი სახსრების განთავსება ფიზიკური პირისთვის რომელ ბანკში, რომელ ვალუტასა და რა სახის ანაბარზეა ყველაზე უფრო მომგებიანი, რისთვისაც თავად ამ კომერციული ბანკების საიტებზე განთავსებული ინფორმაციები გამოვიყენეთ. აქვე შევნიშნავთ, რომ "ინვესტბანკის" საიტის რეორგანიზაციის გამო ვერ გაწვდით ინფორმაციას აქ არსებული დეპოზიტების თაობაზე. "HSBC ბანკი - საქართველო" ფიზიკურ პირებს აღარ ემსახურება, ხოლო "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ – საქართველოსა" და "ზირაათ ბანკის" თბილისის ფილიალის შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე მიუწვდომელია. ამდენად, ჩვენ მხოლოდ დანარჩენ 15 კომერციულ ბანკში არსებული ანაბრების პირობებზე ვისაუბრებთ.
 
ბანკების აბსოლუტურ უმრავლესობაში ანაბრებზე ანგარიშების გახსნა შესაძლებელია 3 სახის ვალუტაში: ლარში, აშშ დოლარსა და ევროში. წლევანდლამდე 2–3 ბანკში (მათ შორის, "თიბისი ბანკსა" და "საქართველოს ბანკში") ხსნიდნენ გირვანქა სტერლინგებშიც. "თიბისი ბანკი" ამას წელსაც აგრძელებს. "საქართველოს ბანკმა" კი მნიშვნელოვნად გააფართოვა იმ უცხოურ ვალუტათა წრე, რომელშიც აქ ანაბრებს ღებულობენ, კერძოდ, უცხოურ ვალუტაში იგულისხმება: USD - აშშ დოლარი; EUR - ევრო; DKK - დანიური კრონი; GBP – გირვანქა სტერლინგი; AUD - ავსტრალიური დოლარი; RUB - რუსული რუბლი; JPY - იაპონური იენი; CHF - შვეიცარული ფრანკი; ILS - ისრაელის შეკელი; TRY - თურქული ლირა; CZK - ჩეხური კრონა; CAD - კანადური დოლარი; PLN - პოლონური ზლოტი; AZN - აზერბაიჯანული მანათი; BYR - ბელორუსული რუბლი; AMD - სომხური დრამი; HUF - უნგრული ფორინტი; SEK - შვედური კრონი; NOK - ნორვეგიული კრონი.

მართალია, ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილებში "საქართველოს ბანკის" შესაბამის სტრიქონში უცხოური ვალუტებიდან მხოლოდ აშშ დოლარი, ევრო და გირვანქა სტერლინგია აღნიშნული, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ 19-ვე დასახელებული უცხოური ვალუტა იგულისხმება. "კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალში ანაბრები მხოლოდ ლარსა და აშშ დოლარში აქვთ.

რაც შეეხება ანაბრების სახეებს, "ბაზისბანკში" 6 სახის ანაბარია: ვადიანი, სასარგებლო, მოთხოვნამდე, საბავშვო, ზრდადი მომავლის, ზრდადი. 

"ბითიეი ბანკში" 5 სახის ანაბარია: ვადიანი, ზრდადი, მოთხოვნამდე, საბავშვო და შემნახველი.

"ვითიბი ბანკში" 8 სახის ანაბარია: მოთხოვნამდე, მობილური, კომფორტული, ზრდადი, ზრდადი პლუს, სახელფასო, საბავშვო, ვადიანი.

"თიბისი ბანკში" 8 სახის ანაბარია: ანაბარი "ჩემი მიზანი", ოქროს ანაბარი, ვადიანი ანაბარი, ვადიანი პლუს ანაბარი, შემნახველი ანაბარი, ანაბარი "ჩემი სეიფი", საბავშვო ანაბარი და ბონუს-ანაბარი.

"კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალში მხოლოდ 1 სახის ანაბარია: ვადიანი ანაბარი და ისიც მხოლოდ 2 ვალუტაში.

ბანკ "კონსტანტაში" 4 სახის ანაბარია: მოთხოვნამდე, ვადიანი, ზრდადი, საბავშვო.
 
"კორ სტანდარტ ბანკში" 6 სახის ანაბარია: როყალ ანაბარი, შემნახველი, უნივერსალური, ზრდადი დაგროვებადი, საბავშვო და ვადიანი.

"ლიბერთი ბანკში" 10 სახის ანაბარია: ჩემპიონი 2011-2012, იღბლიანი მე-100, პატრიოტი, M7 ანაბარი, ვადიანი, პოზიტივი, შევსებადი, საბავშვო, მზრუნველი, სოციალური.

"პრივატბანკში" შემდეგი სახეობებია: "დეპოზიტი+", "სტანდარტი", "ყულაბა", "ყულაბა ბავშვებს", "საპენსიო ანაბარი", "პრივატ-ანაბარი", "VIP დეპოზიტი".
 
"პროგრეს ბანკში" 5 სახის ანაბარია: ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე ანაბარი, საბავშვო, პროგრესული და ზრდადი.

"პროკრედიტ ბანკში" 6 სახის ანაბარია: ვადიანი, მოქნილი, ზრდადი, შემნახველი, საბავშვო, "ჩემი ყულაბა".
 
ბანკ "რესპუბლიკაში" 8 სახის ანაბარია: მოთხოვნამდე, ვადიანი, პრივილეგირებული, ზრდადი, საბავშვო, მოქნილი, კონვერტირებადი და "მეგობარი".

"საქართველოს ბანკში" 7 სახის ანაბარია: ვადიანი, საბავშვო, მოთხოვნამდე, შეგროვებამდე, საინვესტიციო, მაქსიმა, ელექტრონული ყულაბა.

"ბანკ ქართუში" 5 სახის ანაბარია: ვადიანი, მოქნილი, ზრდადი, საბავშვო, მოთხოვნამდე.
 
"ხალიკ ბანკ საქართველოში" 4 სახის ანაბარია: ვადიანი, ზრდადი, ვადიანი ანაბარი სარგებლის ყოველთვიური გატანით, მოთხოვნამდე.

როგორც ვხედავთ, ანაბრების ყველაზე ფართო არჩევანი "ლიბერთი ბანკშია", ყველაზე მწირი (მარტო ერთი სახის ანაბარი) კი - "კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთი და იგივე შინაარსის ანაბარს შეიძლება სხვა და სხვა ბანკში სხვა და სხვა სახელი ერქვას. ასეთია მაგალითად, მოთხოვნამდე ანაბარი, რომელსაც 3 ბანკში ("თიბისი ბანკში", "კორ სტანდარტ ბანკსა" და "პროკრედიტ ბანკში") შემნახველი ანაბარი ჰქვია. საინტერესოა, რომ "ბითიეი ბანკში" ორივე ამ სახელწოდების ანაბარია, თუმცა იქაური შემნახველი ანაბარი არაა იმ შინაარსისა, როგორიც სხვა ბანკებშია. აქ ასეთი გახლავთ ანაბარი სახელით "მოთხოვნამდე ანაბარი". ზოგან ისეთი სახელწოდებისა და შინაარსის ანაბარი აქვთ, სხვაგან ვერსად რომ ვერ შეხვდებით.

თითქმის ყველა ბანკს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) აქვს მოთხოვნამდე (შემნახველი), ვადიანი და საბავშვო ანაბრები. ამიტომ ჩვენც მათ განვიხილავთ.

მოთხოვნამდე (შემნახველი) ანაბრები

მოთხოვნამდე (შემნახველი) ანაბარი განუსაზღვრელი ვადით იხსნება. ამ ტიპის ანაბარი ყველაზე უფრო მოსახერხებელია იმ თვალსაზრისით, რომ თანხის შეტანაც და გატანაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, თუმცა სამაგიეროდ, სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით, ყველაზე უფრო დაბალი სარგებელი ერიცხება. ზემოთ ჩამოთვლილი 15 ბანკიდან სამში ("კავკასიის განვითარების ბანკში", "ლიბერთი ბანკსა" და "პრივატბანკში") ასეთი ანაბარი არ აქვთ, დანარჩენებში კი შემდეგი საპროცენტო განაკვეთებია:

წლიური სარგებელი

ბანკები      ლარში  დოლარში  ევროში

ბაზისბანკი 5% 3% 2%
ბითიეი ბანკი 6% 4% 3,5%
ვითიბი ბანკი ჯორჯია 4% 3% 2%
თიბისი ბანკი 3% 2% 2%  (სტერლინგში - 2%)
ბანკი კონსტანტა 7% 5% 3%
კორ სტანდარტ ბანკი 4% 3% 2%
პროგრეს ბანკი 4% 3% 3%
პროკრედიტ ბანკი მაქს. 7% 5% 5%  მინ. 6% 4% 4%
ბანკი რესპუბლიკა 4% 3% 3%
საქართველოს ბანკი 4% 2% 2%
ბანკი ქართუ 4% 3% 2%
ხალიკ ბანკი 4% 2% 2%

ამდენად, ეროვნულ ვალუტაში ყველაზე მაღალი სარგებელი (წლიური 7%) არის "ბანკ კონსტანტაში", ამდენივეა "პროკრედიტ ბანკში", თუკი არ მოხდება თანხის გატანა/გადარიცხვა. ყველაზე დაბალია (წლიური 3%) "თიბისი ბანკში". აშშ დოლარში ყველაზე მაღალი სარგებელი (წლიური 5%) არის "ბანკ კონსტანტაში", ამდენივეა "პროკრედიტ ბანკში", თუკი არ მოხდება თანხის გატანა/გადარიცხვა, ხოლო ყველაზე დაბალია (წლიური 2%) "თიბისი ბანკში", "საქართველოს ბანკსა" და "ხალიკ ბანკში". ევროში ყველაზე მაღალი სარგებელია "პროკრედიტ ბანკში" (5%, თუკი არ მოხდება თანხის გატანა/გადარიცხვა, თუ მოხდება - 4%), ხოლო ყველაზე დაბალი (2%) - "ბაზისბანკში", "ვითიბი ბანკ ჯორჯიაში", "თიბისი ბანკში", "კორ სტანდარტ ბანკში", "საქართველოს ბანკში", "ბანკ ქართუსა" და "ხალიკ ბანკში".

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანაბარზე სარგებლის დარიცხვა ხდება არა მასზე არსებული ნაშთის მოცულობის მიუხედავად, არამედ იმ შემთხვევაში, თუ ის ბანკის მიერ წამოყენებულ პირობას აკმაყოფილებს. გამონაკლისს წარმოადგენენ "თიბისი ბანკი" და "ბანკი კონსტანტა", სადაც მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება. სხვა ბანკებში, სარგებლის დარიცხვისთვის მინიმალური ნაშთი ანაბარზე უნდა იყოს:
 
ბაზისბანკში - 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
ბითიეი ბანკში - 400 ლარი/200 აშშ დოლარი/200 ევრო;
ვითიბი ბანკ ჯორჯიაში - 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
კორ სტანდარტ ბანკში - 500 ლარი/500 აშშ დოლარი/500 ევრო;
პროგრეს ბანკში - 500 ლარი/500 აშშ დოლარი/500 ევრო;
პროკრედიტ ბანკში - 5 ლარი/5 აშშ დოლარი/5 ევრო (საპროცენტო სარგებლის გადახდა ხდება ანაბრის გახსნიდან ყოველი სამი თვის ბოლოს. საპროცენტო სარგებელი დაემატება ძირითად თანხას და შემდეგ ამ გაზრდილ თანხაზე მოხდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა. აქ არის 2 სახის საპროცენტო სარგებელი: მაქსიმალური და მინიმალური. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი დაგერიცხებათ, თუ ანაბრის გახსნიდან ყოველი 3 თვის განმავლობაში ანაბრიდან არ მოხდება თანხის გატანა/გადარიცხვა. სხვა შემთხვევაში დაგერიცხებათ მინიმალური საპროცენტო განაკვეთი);
ბანკ რესპუბლიკაში - 1000 ლარი/1000 აშშ დოლარი/1000 ევრო;
საქართველოს ბანკში - 1000 ლარი/1000 ერთეული უცხოური ვალუტა;
ბანკ ქართუში - 500 ლარი/500 აშშ დოლარი/500 ევრო;
ხალიკ ბანკში - 500 ლარი/500 აშშ დოლარი/500 ევრო.

როგორც წესი, მოთხოვნამდე ანაბრის გახსნის შემთხვევაში ქართული კომერციული ბანკები ბონუსებს არ გვთავაზობენ. ამ მხრივ გამონაკლისია "ბანკი ქართუ", რომელიც გთავაზობს საჩუქრად: VISA Electron-ის ან Mastercard Maestro-ს პლასტიკურ ბარათს; SMS-ბანკის უფასო მომსახურებას.

ვადიანი ანაბრები 1 წლით

ვადიანი ანაბარი კლიენტისთვის იმითაა მიმზიდველი, რომ მას, სხვა სახის ანაბრებთან შედარებით ყველაზე უფრო მაღალი სარგებელი ერიცხება, ამასთან რაც მეტია ანაბრის ვადიანობა, საპროცენტო სარგებელიც მით უფრო მაღალია. აქ შეზღუდვა ისაა, რომ ანაბარი იხსნება ფიქსირებული თანხითა და გარკვეული ვადით. ეს იმას ნიშნავს, რომ ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია ანაბარზე განთავსებულ თანხაზე დამატებითი შენატანის გაკეთებაც და მისი ნაწილობრივ თუ სრულად გამოტანაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკთან დადებული ხელშეკრულება დარღვეულად ჩაითვლება და ანაბარზე განთავსებულ თანხას მოთხოვნამდე ანაბრის შესაბამისი სარგებელი დაერიცხება. ვადიანობა იწყება 2-3 თვიდან და მაქსიმალური ძირითადად 24 თვეა, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. "ხალიკ ბანკში" ანაბრის ვადაა 2-60 თვე. "პრივატბანკში" კი ვადიანი ანაბრის ნაცვლად არის ანაბარი `სტანდარტი~; აქ ანაბრის ვადაა 1, 3, 6, 12, 24 და 36, 48, 60 თვე, ამასთანანაბრები 36-60 თვის ვადით იხსნება მხოლოდ ლარში.

რაკი საპროცენტო სარგებლის ზომა ვადის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, სიმარტივისთვის გთავაზობთ, სად რამდენი პროცენტია ერთწლიან ვადიან ანაბრებზე:

წლიური სარგებელი

ბანკები     ლარში  დოლარში  ევროში
ბაზისბანკი 13,5% 10% 8,5%
ბითიეი ბანკი 14+1% 10+1% 10+1%
ვითიბი ბანკი ჯორჯია 11,5% 8% 8%
თიბისი ბანკი 12% 8% 8%  (სტერლინგში - 7,5%)
კავკასიის განვით. ბანკი 14% 13%
ბანკი კონსტანტა 16% 10% 8%
კორ სტანდარტ ბანკი 13,5% 9% 8%
ლიბერთი ბანკი 15,5% 10% 7,5%
პრივატბანკი 16% 10,5% 10,5%
პროგრეს ბანკი 12,5% 10,5% 9,5%
პროკრედიტ ბანკი 12% 7,75% 7,75%
ბანკი რესპუბლიკა 12% 7% 5%
საქართველოს ბანკი 12% 8% 8%  (სტერლინგში - 8%)
ბანკი ქართუ 10% 9% 6%
ხალიკ ბანკი 12,5% 9% 8%

სარგებლის ყოველთვიური გატანის შემთხვევაში ცხრილში წარმოდგენილ განაკვეთს 0,5% აკლდება. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება წლიური 1.5%. შევნიშნავთ, რომ `ბითიეი ბანკში~ 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 20 თებერვლის ჩათვლით აქციაა: ამ პერიოდში გახსნილ ყოველ ვადიან დეპოზიტზე გათვალისწინებულია საჩუქრად + 1%, ხოლო ყოველ მე-12 დეპოზიტზე სტანდარტულ საპროცენტო სარგებელს + 12%. აქციაში მონაწილეობის მისაღებად შეზღუდვა ისაა, რომ მაქსიმალური თანხაა 100 000 ლარი/50 000 აშშ დოლარი/50 000 ევრო.

როგორც ვხედავთ, ეროვნულ ვალუტაში კლიენტებს ყველაზე მაღალ, 16%-იან სარგებელს სთავაზობენ `ბანკი კონსტანტა~ და `პრივატბანკი~. მათ 0,5%-ით ჩამორჩება `ლიბერთი ბანკი~, სადაც საპროცენტო განაკვეთი 15,5% ია. ყველაზე დაბალი სარგებელი კი `ბანკ ქართუშია~ და 10%-ს წარმოადგენს. აშშ დოლარში 10,5%-იანი საპროცენტო განაკვეთით `პრივატბანკი~ და `პროგრეს ბანკი~ ლიდერობენ, ხოლო ყველაზე მცირე 7%-იან სარგებელს ბანკი `რესპუბლიკა~ იძლევა. ევროშიც ყველაზე მაღალი სარგებელი (10,5%) `პრივატბანკშია~ და ყველაზე დაბალი (5%) _ ბანკ `რესპუბლიკაში~.

გირვანქა სტერლინგში მხოლოდ ორ ბანკშია შესაძლებელი ვადიანი ანაბრის გახსნა, ამასთან საპროცენტო სარგებელი `თიბისი ბანკში~ 0,5%-ით ჩამორჩება `საქართველოს ბანკში~ არსებულ განაკვეთს.

მინიმალური თანხა, რომელზეც იხსნება ვადიანი ანაბარი, ბანკების მიხედვით ასეთი გახლავთ:

ბაზისბანკში - 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
ბითიეი ბანკში - 1000 ლარი/500 აშშშ დოლარი/500 ევრო;
ვითიბი ბანკში - 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
თიბისი ბანკში - 500 ლარი/500 აშშ დოლარი/500 ევრო/500 გირვანქა სტერლინგი;
კავკასიის განვითარების ბანკში - 1000 ლარი/1000 აშშ დოლარი;
ბანკ კონსტანტაში - 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
კორ სტანდარტ ბანკში - 500 ლარი/500 აშშ დოლარი/500 ევრო;
ლიბერთი ბანკში - 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
პრივატბანკში - 200 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
პროგრეს ბანკში - 500 ლარი/500 აშშ დოლარი/500 ევრო;
პროკრედიტ ბანკში - 200 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
ბანკ რესპუბლიკაში - 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო;
საქართველოს ბანკში - 500 ლარი/500 ერთეული უცხოური ვალუტა;
ბანკ ქართუში - 1500 ლარი/1000 აშშ დოლარი/1000 ევრო.
ხალიკ ბანკში - 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო.

ამგვარად, ბანკების უმრავლესობაში ვადიანი ანაბრის გახსნა 100 ლარითაც შეიძლება. ორ ბანკში (პრივატბანკსა და პროკრედიტ ბანკში) გასახსნელად 200 ლარი მაინც უნდა გქონდეთ, ოთხგან (თიბისი ბანკში, კორ სტანდარტ ბანკში, პროგრეს ბანკსა და საქართველოს ბანკში) 500 ლარზე ნაკლები თანხით ვერ გახსნით, ორგან (ბითიეი ბანკსა და კავკასიის განვითარების ბანკში) მინიმალური თანხა 1000 ლარია და ერთგან, ბანკ ქართუში - 1500 ლარი.

უცხოურ ვალუტაში გასახსნელადაც ბანკების უმრავლესობაში მინიმალური თანხაა 100 ერთეული, 5 ბანკში (`ბითიეი ბანკში~, `თიბისი ბანკში~, `კორ სტანდარტ ბანკში~, `პროგრეს ბანკსა~ და `საქართველოს ბანკში~) 500 ერთეულია, ორგან (`კავკასიის განვითარების ბანკსა~ და `ბანკ ქართუში~) კი - 1000 ერთეული.

როგორც წესი, ანაბრის მფლობელთათვის ბანკებში ბონუს-სისტემა მოქმედებს. მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის წლიურ სარგებელს დამატებული 4%; ასევე მას ბანკი საჩუქრად გადასცემს სხვადასხვა ტიპის პლასტიკურ ბარათებს ანაბრის მოცულობის შესაბამისად; საჩუქრად მიღებულ ბარათზე შესაძლებელია ოვერდრაფტის დაშვება ანაბრის ძირითადი თანხის გარკვეული პროცენტის ოდენობით. `პროკრედიტ ბანკსა~ და `ქართუ ბანკში~ ანაბრის ვადის განმავლობაში ამას ემატება ინტერნეტ-ბანკინგის სტანდარტული პაკეტი, SMS მომსახურება; `ქართუ ბანკში~ ემატება აგრეთვე ინდივიდუალური სეიფი, განახევრებული ტარიფით.

საბავშვო ანაბრები
 

საბავშვო ანაბარი იხსნება ბავშვის სახელზე, მშობლის ან მესამე პირის მიერ, გარკვეული ვადით. ბავშვის სრულწლოვანებამდე ანაბრის განკარგვის უფლება აქვს ანაბრის გამხსნელს, ხოლო ბავშვის სრულწლოვანების დადგომისთანავე ეს უფლება გადადის მასზე. ანაბრის მაქსიმალური ვადა ყველა ბანკში ბავშვის სრულწლოვანებით შემოისაზღვრება, მინიმალური კი თითქმის ყველგან 2 წელია. გამონაკლისია მხოლოდ `ბაზისბანკი~, სადაც ანაბარი იხსნება მინიმუმ 3 წლით და `პრივატბანკი~, სადაც მინიმალური ვადა 1 წელია.

`პრივატბანკში~ თავად საბავშვო ანაბარს ჰქვია `ყულაბა ბავშვებისთვის~. `კავკასიის განვითარების ბანკსა~ და `ხალიკ ბანკში~ საბავშვო ანაბარი არა აქვთ. ასე რომ, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოგიდგენთ 13 კომერციულ ბანკში არსებული საბავშვო ანაბრების განაკვეთებს შესაბამისი ვალუტების მიხედვით.

წლიური სარგებელი

ბანკები   ლარში  დოლარში  ევროში
`ბაზისბანკი~ 14% 10% 9%
`ბითიეი ბანკი~ 14+2% 9,5+2% 9+2%
`ვითიბი ბანკი ჯორჯია~ 12,5% 9% 8,75%
`თიბისი ბანკი~ 16% 9% 8,75% (სტერლინგში - 8,75%)
`ბანკი კონსტანტა~ 17% 10% 8%
`კორ სტანდარტ ბანკი~ 12% 9% 8,5%
`ლიბერთი ბანკი~ 15,5% 10,5% 8,5%
`პრივატბანკი~ 15,5% 10,25% 10,25%
`პროგრეს ბანკი~ 16% 11% 10,5%
`პროკრედიტ ბანკი~ 13% 8,75% 8,75%
ბანკი `რესპუბლიკა~ 13,5% 7,5% 7%
`საქართველოს ბანკი~ 13% 9% 9%  (სტერლინგში - 9%)
`ბანკი ქართუ~ 10% 9,5% 6%

თითოეულ ბანკში ანაბარზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, რთული პროცენტის პირობით. პირველი დარიცხვა ხდება ანაბრის გახსნის დღიდან ერთ წელში.
 
საბავშვო ანაბარზე ლარებში ყველაზე მაღალი სარგებელია 17% `ბანკ კონსტანტაში~ და ყველაზე დაბალი 10% `ბანკ ქართუში~. აშშ დოლარში მაქსიმალური სარგებელია 11,5%, რომელსაც კლიენტებს `ბითიეი ბანკი~ სთავაზობს და მას 0,5%-ით ჩამორჩება `პროგრეს ბანკი~, სადაც 11%-იანი სარგებელია; უცხოურ ვალუტაში ყველაზე დაბალ სარგებელს (7,5%) ბანკი `რესპუბლიკა~ იძლევა. ევროშიც ყველაზე მაღალი სარგებელია `ბითიეი ბანკში~ (11%) და აქაც ისევ 0,5%-ით ჩამორჩება `პროგრეს ბანკი~, სადაც 10,5% იანი სარგებელია; ევროში ყველაზე დაბალი სარგებელი 6% `ბანკ ქართუშია~. სტერლინგში `საქართველოს ბანკში~, `თიბისი ბანკთან~ შედარებით, სარგებელი 0,25%-ით უფრო მაღალია. კიდევ სხვა 18 უცხოურ ვალუტაში კი საბავშვო ანაბრებს მხოლოდ `საქართველოს ბანკი~ ხსნის. აქვე დავძენთ, რომ ბანკების უმრავლესობაში ცხრილში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი უცვლე-ლია დეპოზიტის გახსნიდან 2 წლის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დეპოზიტს დაერიცხება იმ პერიოდისთვის ანალოგიურ პროდუქტზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი. თუმცა, მხოლოდ პირველი წლის განმავლობაშია წლიური საპროცენტო განაკვეთი უცვლელი `ბაზისბანკსა~ და `თიბისი ბანკში~ (ამ უკანასკნელში ერთი წლის გასვლისთანავე ანაბრის საპროცენტო განაკვეთი გადაისინჯება და მიებმება გადასინჯვის მომენტში არსებულ ბანკის საბავშვო ანაბრის ტარიფებს. რაც შეეხება 1 წლის შემდეგ შემოტანილ დამატებით ტრანშებს, მას დაერიცხება შემოტანის მომენტში არსებული პროცენტი). `საქართველოს ბანკში~ კი თუ 2-წლიან ვადიან ანაბარზე საპროცენტო სარგებელი შეიცვლება, ეს ავტომატურად იწვევს საბავშვო ანაბრის განაკვეთის შეცვლას.

ბანკების მიხედვით საბავშვო ანაბრებზე დანარჩენი პირობები ასეთია:
`ბაზისბანკში~ ანაბრის პირველადი მინიმალური შენატანია 50 ლარი/25 აშშ დოლარი/25 ევრო; თანხის ყოველი შემდგომი შენატანი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 10 ლარი/10 აშშ დოლარი/10 ევრო. შენატანების პერიოდულობა დამოკიდებულია ანაბრის გამხსნელის სურვილზე.

`ბითიეი ბანკში~ დეპოზიტის მინიმალური თანხაა 50 ლარი/40 აშშ დოლარი/40 ევრო, ყოველთვიური შენატანი: 20 ლარი/10 აშშ დოლარი/10 ევრო.

`ვითიბი ბანკში~ ანაბრის მინიმალური თანხაა 100 ლარი/100 აშშ დოლარი/100 ევრო, ანაბარზე დამატებითი შენატანების რაოდენობა და თანხა შეუზღუდავია. ანაბრის ნაწილის გატანა არ ხდება. ანაბარს, ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში დაერიცხება სრული საპროცენტო განაკვეთი ყოველ სრულ წელზე, ხოლო არასრულ წელზე – წლიური 2%.

`თიბისი ბანკში~ პირველადი მინიმალური შენატანი არ მოითხოვება. მინიმალური შემდგომი შენატანია 10 ლარი/10 აშშ დოლარი/10 ევრო/10 გირვანქა სტერლინგი. თანხის დამატების პერიოდულობა და შენატანის მაქსიმალური მოცულობა შეზღუდული არ არის. არ არის აუცილებელი ანაბარზე თანხის განსაზღვრული პერიოდულობით შეტანა (მაგალითად, ყოველთვიურად). სტანდარტული პროცენტი ერიცხება ანაბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანაბარზე თანხის დამატება არის ყოველთვიური. წინააღმდეგ შემთხვევაში ანაბარსდაერიცხება 0,5%-ით ნაკლები სარგებელი.

`ბანკ კონსტანტაში~ მინიმალური შენატანია 50 ლარი/50 აშშ დოლარი/50 ევრო; დამატებითი შენატანების რაოდენობა და მოცულობა შეუზღუდავია.
`კორ სტანდარტ ბანკში~ ანაბრის გახსნის მინიმალური თანხაა 50 ლარი/50 აშშ დოლარი/50 ევრო; ანაბარზე თანხის დამატება ხდება ნებისმიერი სიხშირით და ნებისმიერი ოდენობით. დარიცხული პროცენტით სარგებლობა შესაძლებელია _ ვადის ბოლოს. ვადის დარღვევის შემთხვევაში _ ანაბრის გახსნიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ანაბრის დარღვევისას მას დაერიცხება დარღვევის დღეს ბანკში არსებული შემნახველი ანაბრის სარგებელი. გახსნიდან ორი წლის შემდეგ დარღვევისას _ შესრულებულ წლებზე დაირიცხება სარგებელი სრულად, ხოლო დარღვეულზე _ დარღვევის პერიოდისთვის ბანკში შემნახველ ანაბარზე მოქმედი საპროცენტო სარგებელი.

`ლიბერთი ბანკში~ საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია მინიმუმ 10 ლარით/10 აშშ დოლარით/10 ევროთი. თანხის დამატება შეიძლება კლიენტის სურვილის მიხედვით, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ოდენობით ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. სარგებლის გატანა – ანაბრის პერიოდის ბოლოს. ანაბრის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მეანაბრე მიიღებს დარიცხული სარგებლის 70%-ს.

`პრივატბანკში~ მინიმალური შენატანია 10 ლარი/10 აშშ დოლარი/10 ევრო, ხოლო მაქსიმალური შენატანი _ თვეში 3000 დოლარის ეკვივალენტი. სარგებლის მიღება ხდება წელიწადში ერთხელ. ხელშეკრულების დარღვევა ანაბარს დაერიცხება რეალურად დარიცხული საპროცენტო სარგებლის 70%.

`პროგრეს ბანკში~ პირველადი მინიმალური შენატანია 20 ლარი/20 აშშ დოლარი/20 ევრო და დამატებითი შენატანიც ასევე 20 ლარი/20 აშშ დოლარი/20 ევრო; თანხის დამატების პერიოდულობა შეზღუდული არ არის, მაგრამ სტანდარტული პროცენტი ერიცხება ანაბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანაბრის გახსნიდან თითოეული სრული წლის განმავლობაში ანაბარზე თანხის დამატება არის ყოველთვიური. წინააღმდეგ შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება 0,5%-ით ნაკლები სარგებელი.

`პროკრედიტ ბანკში~ საბავშვო ანაბარზე პირველადი მინიმალური შენატანია 10 ლარი/10 აშშ დოლარი/10 ევრო; დამატებითი შენატანების ოდენობა და პერიოდულობა შეუზღუდავია.

ბანკ `რესპუბლიკაში~ საბავშვო ანაბარზე მინიმალური შენატანია 20 ლარი/20 აშშ დოლარი/20 ევრო და დამატებითი შენატანიც ასევე 20 ლარი/20 აშშ დოლარი/20 ევრო; ყოველთვიური შენატანების განხორციელება სავალდებულო არ არის; წლის განმავლობაში თანხის ყოველთვიურად შემოტანის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელი აღნიშნულ წელს გაიზრდება 0.5%-ით; სარგებლის გაცემა ანაბრის ვადის ბოლოს ძირითად თანხასთან ერთად; ნებისმიერშემთხვევაში, ანაბარს დაერიცხება ზრდად ანაბარზე არსებულ ტარიფებთან შედარებით 0,5-ით მეტი საპროცენტო განაკვეთი.

`საქართველოს ბანკში~ მინიმალური თანხის ოდენობა: 10 ლარი/10 ერთეული უცხოური ვალუტა და დამატებითი მინიმალური შენატანიც ასევე 10 ლარი/10 ერთეული უცხოური ვალუტა; ყოველთვიური დამატებითი შენატანის მოცულობა არ არის შეზღუდული; დამატებითი ყოველთვიური შენატანის განხორციელება არ არის სავალდებულო.

`ბანკ ქართუში~ მინიმალური შენატანია 50 ლარი/50 აშშ დოლარი/50 ევრო. თანხის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი სიხშირით და ნებისმიერი ოდენობით.

საბავშვო დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში რამდენიმე ბანკში არსებობს ბონუს-სისტემა:

`ბითიეი ბანკი~ საბავშვო დეპოზიტის გახსნის შემთხვევაში გჩუქნით: დეპოზიტის მოქმედების პერიოდში ავტომატური გადარიცხვების სერვისს, საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშს;

`პროგრეს ბანკში~ საბავშვო ანაბრის უზრუნველყოფით მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს სესხით, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ანაბრის სარგებელს დამატებული 4%;

`საქართველოს ბანკში~ ისარგებლებთ ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით იგივე პროცენტში, რა პროცენტშიც ანაბარი გაქვთ გახსნილი (იმ შემთხვევაში, თუ სესხი არ აღემატება ანაბრის 25%-ს); 3,500 ლარამდე (ეკვივალენტი თანხის) ანაბრის გახსნისას – Visa Electron/Cirrus Maestro პლასტიკური ბარათი; 3,500 ლარს ზევით (ეკვივალენტი თანხის) ანაბრის გახსნისას - Visa Classic/Master Card Standard პლასტიკური ბარათი.

`ბანკ ქართუში~ საჩუქრად მიიღებთ: სტანდარტული ინტერნეტ-ბანკის უფასო მომსახურებას (ანაბრის ვადის განმავლობაში); SMS-ბანკის უფასო მომსახურებას; VISA Electron-ის ან MasterCard Maestro-ს პლასტიკურ ბარათს; ინდივიდუალური სეიფით სარგებლობა - განახევრებული ტარიფით (ანაბრის ვადის განმავლობაში).
 
საბოლოო ჯამში, ცხადია, თავად კლიენტის გადასაწყვეტია, არჩევანს რომელ ბანკზე და რომელ ანაბარზე შეაჩერებს. თუ მისთვის მთავარია მაღალი სარგებლის მიღება, მაშინ გახსნის ანგარიშს ვადიან ანაბარზე იმ ბანკში, სადაც იმ ვალუტაში, რომელიც ამ მომავალ მეანაბრეს აქვს, ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელია. რიგ შემთხვევაში შეიძლება მან სხვა ბანკის ოდნავ ნაკლები სარგებელი ამჯობინოს იმის გამო, რომ იქ მისთვის მიმზიდველი ბონუს-სისტემა არსებობს. ზოგი კლიენტი კი საპროცენტო სარგებლის სიდიდეზე უფრო მეტად ბანკის საიმედოობას (გაკოტრებისგან დაცულობას) აქცევს ყურადღებას.

დალი ჩიკვაიძე