ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ოპერაცია "რეინკარნაცია" - #4(49), 2016
წარსულის ლეგენდების მეორე დაბადება

არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე ავტომობილები – პლასტიკისა და მეტალისგან დამზადებული უსულო ყუთებია, რომელთა ერთადერთი დანიშნულებაა მფლობელი A პუნქტიდან B პუნქტში გადააადგილონ. სულ სხვა არის კლასიკური ავტომობილები, რთულად მართვადი, ზეთისა და ბენზინის სუნით გაჟღენთილი, რომელიც მძღოლისგან ბრძოლას, მოთვინიერებას მოითხოვს. მათმა უმრავლესობამ უკვე დიდი ხანია რაც ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა, მაგრამ დროდადრო ზოგი მათგანი ბრუნდება! 

რეტროღონისძიებების და ისტორიული რბოლების პოპულარობის ზრდასთან
ერთად, იზრდება მოთხოვნა კლასიკურ ავტომობილებზეც, რომელთა
რაოდენობა გასაგებ მიზეზთა გამო ვეღარ იზრდებოდა, ამიტომაც ამ
ახლადშექმნილ ბაზარზე მსხვილი მწარმოებლები გავიდნენ. ასეთ პროექტებს
ხშირად continuation-ს (გაგრძელება) უწოდებენ ხოლმე. სპეციალურად რეტროავტომობილების მოყვარულთათვის მცირე ფირმებიც არსებობს და მყიდველს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად სასურველი ისტორიული მოდელის შეძენის
საშუალებას აძლევს. ამ თვალსაზრისით არსებობს ტერმინი "რეპლიკა ავტომობილები~, რომლებიც წარსულის პოპულარული მოდელების
თანამედროვე ვერსიებია. მათ პატარა ფირმები ამზადებენ და ორიგინალურ
მოდელებზე გაცილებით იაფად ჰყიდიან.

2014 – JAGUAR LIGHTWEIGHT ETYPE

კლასიკური მანქანების სერიაში დაბრუნების მომგებიანობა ერთ-ერთმა
პირველებმა ბრიტანელებმა იყნოსეს. შორეულ 1963 წელს კომპანია `იაგუარმა~ სარბოლო გუნდების შეკვეთით 12 როდსტერი ააწყო ხისტი
სახურავითა და მსუბუქი შენადნობებისგან დამზადებული ძარით. 
თავდაპირველად იგეგმებოდა 18 სუპერქარის გამოშვება, მაგრამ სიძვირის და ტექნოლოგიური სირთულეების გამო ბოლო 6 ეგზემპლარის აწყობა არც დაწყებულა. და აი, მოდელის 50-წლიანი იუბილესთვის კომპანიამ ნახევარი საუკუნის წინ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და სერია 18 ავტომობილამდე შეავსო.
 
დასახელებულ მოდელებზე გამოყენებულია ჯერ კიდევ 1960-ან წლებში დარეზერვებული შასის ნომრები, რის გამოც ამ თანამედროვე ავტომობილებს `რეპლიკებსაც~ ვერ ვუწოდებთ, რადგან მათი გამოშვება არა სხვა რომელიმე
პატარა ფირმამ, არამედ უშუალო მწარმოებელმა გადაწყვიტა. ძარის სილუეტი მილიმეტრის სიზუსტით არის აღდგენილი: ამისთვის სპეცგანყოფილება
Jaguar Heritageis ინჟინრებმა სახაზავით ძველი როდსტერის მთელი სალონი
შეისწავლეს. მეტიც, ძარის პანელების შესაქმნელად გამოიყენეს არა თანამედროვე მსუბუქი შენადნობები, არამედ ისეთი ალუმინი, რომლის ანალოგიურს 60-იან წლებში გამოიყენებდნენ. მეორდება ალუმინის ჩარჩოსა და გარე პანელების შეერთების მეთოდიც – ისევე, როგორც საავიაციო
წარმოებაში, ხშირად აქაც მოქლონია გამოყენებული.

E-type-ის წონამ 1000კგ შეადგინა და ახლოსაა პროტოტიპის ანალოგიურ მაჩვენებელთან. სალონში Connolly-ს ტყავით გადაკრული სავარძლებია, აქვს
ხის საჭე და ალუმინისგან დამზადებული სიჩქარეთა კოლოფისა და
მუხრუჭის ბერკეტები. კლიენტებს ასარჩევად სთავაზობენ ძარის ფერის 6
ვარიანტს და ინტერიერის გაწყობის ვერსიას. კაპოტის ქვეშ 6-ცილინდრიანი 3,8-ლიტრიანი ძრავა იმალება, რომელზეც კლიენტის სურვილის შემთხვევაში
შესაძლებელია Lucas-ის საწვავის მექანიკური შესხურების სისტემის, ან
weber-ის სამკამერიანი კარბურატორის დამონტაჟება. Land Rover Series I 80 Soft Top ბოლო შემთხვევაში ძრავის სიმძლავრე 345 ცხენის ძალას
აღწევს. მოტორთან წყვილში მუშაობს 4-საფეხურიანი მექანიკური
კოლოფი. ძრავის სიმძლავრეს კარგი მართვადობაც ემატება, რომელსაც დამოუკიდებელი შეკიდება უზრუნველყოფს. სხვათა შორის, შეკიდების ეს
სისტემა საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა და 2006 წლამდე გამოიყენებოდა.    

Jaguar E-type Lighweight სერტიფიცირებულია FIA-ს წესებით ისტორიული ავტომობილების რბოლაში მონაწილეობისთვის, მისი პრემიერა კი კალიფორნიაში `ელეგანტურობის კონკურსზე~ შედგა.

2016 – JAGUAR XKSS CONTINUATION

თანამედროვე რეტრო-როდსტერების წარმატებული გაყიდვების შემდეგ ბრიტანულ კომპანიაში მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და კვლავ გავიდნენ რეტროავტომობილების ბაზარზე. ისტორიული მემკვიდრეობის მორიგი
აღდგენილი ნიმუში გახდა როდსტერი XKSS, რომელიც ლე მანის მარათონის სამგზის ტრიუმფატორის – სპორტული D-Type-ის საგზაო ვერსიას
წარმოადგენს. კომპანიაში იგეგმება 9 ერთეული ავტომობილის გამოშვება,
თანაც თითოეულის ფასი 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს. 

E-type-ის მსგავსად XKSS-ის გამოშვებაც Jaguar Classic-ის სპეციალისტებს
დაევალათ. მის დასამზადებლად გამოიყენეს ძველი ქარხნული ნახაზები,
რამაც ავტომობილი ორიგინალის კონსტრუქციას მაქსიმალურად მიუახლოვა.
ძარის პანელები მაგნიუმის შენადნობებისგან ხელით დამზადდა, კაპოტის
ქვეშ კი აღმოჩნდა 6-ცილინდრიანი 3,4-ლიტრიანი ძრავა კარბურატორით,
რომელიც 260 ც/ძ-ს გამოიმუშავებს. თუმცა, კომფორტისა და უსაფრთხოების
ასამაღლებლად ზოგმა ელემენტმა ცვლილება განიცადა.

მაგალითად, ბენზოავზი დამზადდა თანამედროვე მასალებისგან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხანძრის გაჩენის ალბათობას და იძლევა თანამედროვე საწვავის გამოყენების საშუალებას. ამ უკანასკნელის გამო
აუცილებელი გახდა ძრავის ცილინდრების ბლოკის გადაკეთებაც.

კომპანიაში გათვალეს, რომ თითო როდსტერის დამზადებას დაახლოებით 10 ათასი მუშა-საათი დასჭირდება, რაც მის ღირებულებაზეც აისახა. მიუხედავად ამისა, ყველა ავტომობილი უკვე გაყიდულია კოლექციონერებსა და მარკის
რჩეულ კლიენტებზე. 

2016 – LAND ROVER SERIES I 80 SOFT TOP

ორიგინალური მანქანების აღდგენის ცდუნებას ვერ გაუძლო `იაგუარის~ მონათესავე Land Rover-მაც. Defender-ის გამოშვების დასრულების შემდეგ, გერმანულ ესენში გამართულ გამოფენაზე კომპანიამ დაადასტურა პროგრამა
Reborn-ის (განახლება) დაწყების შესახებ, რომლის მსვლელობისას კლიენტებს შესთავაზებენ მარკის ყველაზე პირველ `ჯიპს~. გამოცდილ რესტავრატორთა
ჯგუფი მხოლოდ 25 ეგზემპლარს ააწყობს. ყოველი მათგანი გამოვა 1948 წლის ტექნიკური დოკუმენტაციით, თანაც ნებისმიერ კლიენტს შეუძლია აირჩიოს აუცილებელი აქსესუარი და იმ ფერიდან ერთ-ერთი, რომლითაც Series 1-ს
ღებავდნენ: მუქი და ღია მწვანე; წითელი; ლურჯი; ღია რუხი. თანაც,
მყიდველს შეეძლება საკუთარი ავტომობილის აწყობის პროცესს თავიდან
ბოლომდე რეალურ დროში დააკვირდეს. 

2016 – ASTON MARTIN DB4 G.T. CONTINUATION

საკუთარი რეტრო-სუპერქარის აღდგენა გადაწყვიტეს Aston Martin-შიც, სადაც 1958 წლიდან 1963 წლამდე ააწყვეს ათასზე მეტი ჩვეულებრივი DB4 და მხოლოდ მხოლოდ 75 ერთეული მოკლებაზიანი DB4 Gთ. თავის მხრივ მათგან
მხოლოდ 8 ერთეული იყო სარბოლო და ალუმინის შენადნობებისგან
გაკეთებული. ასეთი მანქანის ფასმა აუქციონზე შესაძლოა 3 მილიონ გირვანქას გადააჭარბოს. დაინტერესებულთათვის კომპანიაში გადაწყვიტეს 25 ახალი DB4
GT-ის გამოშვება, რომელიც ხელით აეწყობა ქვეგანყოფილება Aston Martin
Works-ში.

2007 წლიდან მარკის ყველა სუპერქარს ჰეიდონში, თანამედროვე ქარხანაში აწყობენ. Aston Martin Works კი ნიუპორტ-პაგნელში ორიგინალური ქარხნის
ადგილას მდებარეობს. კომპანია ირწმუნება, რომ ძარის ალუმინის პანელებს,
ქარხნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელით დაამზადებენ, კაპოტის
ქვეშ კი განლაგდება 6-ცილინდრიანი 3,7-ლიტრიანი ძრავა ორი სანთლით თითო ცილინდრზე და SU-ს სამი ორკამერიანი კარბურატორით.

ამ ყველაფრის წყალობით, ავტომობილი მაქსიმალურ სიმძლავრეს 340 ც/ძ-ს
ავითარებს. ძრავასთან წყვილში მუშაობს მექანიკური ოთხსაფეხურიანი სიჩქარეთა კოლოფი, რომელიც დიფერენციალის მეშვეობით სიმძლავრეს უკანა
ხიდს გადასცემს. პირველი ავტომობილი ინჟინერთა სპეციალური ჯგუფის მიერ 2017 წლის მესამე კვარტალისთვის დამზადდება, ზუსტი ფასის
შესახებ კომპანიას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. სამაგიეროდ უკვე
ცნობილია, რომ კლიენტებს შესთავაზებენ ავტომობილის მართვის უნარების
შესწავლის პროგრამას გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ბრიტანეთის საუკეთესო სარბოლო ტრასებზე.

2015 – SHELBY COBRA DAYTONA

შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ კლასიკური ავტომობილების აღდგენით მხოლოდ ინგლისელები დაინტერესდნენ. მაგრამ ატლანტის ოკეანის
მეორე მხარეს, შეერთებულ შტატებში კომპანია Shelby American-მაც საკმაოდ
ორიგინალურად აღნიშნა FIA World Sportscar-ის ჩემპიონატში გამარჯვების
იუბილე. კომპანია ადრეც უშვებდა როდსტერების Shelby 427-ისა და Shelby
Cobra Daytona-ს რეპლიკებს, ამჯერად კი გაახარეს კუპე Shelby American
50-th Anniversary Cobra Daytona Coupe-ს თაყვანისცემლები.

რეპლიკებისგან განსხვავებით ახალი მოდელი ორიგინალ `დაიტონას~ ზუსტი ასლია, მათ შორის გაბარიტებშიც. კონსტრუქტორებმა ზუსტად აზომეს
ორიგინალური კუპე და მის აწყობისას აქტიურად გამოიყენეს დარჩენილი ნახაზები. საიუბილეო მოდელის პრემიერა Laguna Seca-ს სარბოლო
ტრასაზე შედგა. უსაფრთხოების მიზნით კონსტრუქტორებმა ალუმინის ჩარჩო
გააძლიერეს და წინა თანამედროვე მუხრუჭები დაამონტაჟეს. გარე პანელები
ორიგინალის მსგავსად მსუბუქი შენადნობებისგან დამზადდა და 1964 წელს
გამოშვებული მანქანის აბსოლუტურად იდენტურია. სალონი გაწყობილია ალუმინითა და შავი ტყავით, საჭე – ხისაა. კლიენტებს სთავაზობენ მხოლოდ
შასის და ძარას ძრავის გარეშე.

ეს არასრული კომპლექტი 349995 დოლარი ჯდება. შემკვეთს შეუძლია იყიდოს ნებისმიერი ძრავა და ტრანსმისია, მაგრამ კომპანიის რეკომენდაციაა 
– კუპეში დამონტაჟდეს Tremec-ის 6-საფეხურიანი მექანიკა და კალიფორნიული კომპანია Shelby Engine Company-ს 8-ცილინდრიანი
4,7-ლიტრიანი ძრავა. 1960-ანი წლების მოტორისგან თანამედროვე V8 გამოირჩევა ცილინდრების ალუმინის ბლოკით, რომელმაც თუჯის
ცილინდრები შეცვალა. Holley-ის ორ ოთხკამერიან კარბურატორთან ერთად
ძრავა 450 ც/ძ-ს ავითარებს და 29 000 დოლარი ღირს.

საერთო ჯამში მხოლოდ 50 `კობრა~ გამოვიდა, რომელიც მორთეს საიუბილეო წარწერებით სალონში და კორპუსზე.

2015 – REVOLOGY FORD MUSTANG

იმავე 2015 წელს კომპანია Revology Cars-მა გაბედა საკუთარი
კაბრიოლეტის და პირველი თაობის Ford Mustang-ის ფასტბექის დამზადება. ძარის ყველა პანელი შეიძლება მოიხსნას და დაყენდეს ორიგინალ `მუსტანგზე~ – მათ მცირე სერიებით გამოშვებას ორიგინალი ნახაზების მიხედვით კომპანია Dynacom უზრუნველყოფს. განსხვავება – უფრო
ხარისხიან თანამედროვე ფოლადში და შედუღების მეთოდებშია.
სამაგიეროდ, შიგნით აუთენტურობა საერთოდ არ არის დაცული; კაპოტის ქვეშ განლაგდა თანამედროვე `მუსტანგის~ ხუთლიტრიანი და 8-ცილინდრიანი მოტორი Ford Coyote

იმავე მოდელიდან არის გადაღებული Tremec-ის 6-საფეხურიანი `მექანიკა~ და `ავტომატი~. უკანა ხიდი საგანგებოდ ამ მოდელისთვისდამზადდა და
ავსტრალიიდან ფირმა RRS აგზავნის, რეტროსუპერქარს ყველა ბორბლის
დისკოს მუხრუჭებით კი ამერიკული Wilwood ამარაგებს. სალონში – კლასიკური ტყავის სავარძლები სრულ ჰარმონიაშია უსაფრთხოების
სამწერტილოვან ღვედებთან. საჭის სვეტი ტრავმაუსაფრთხოა, კარები კი
არამხოლოდ უსაფრთხოებისთვის გაძლიერდა, არამედ ელექტრონული მინის
ამწევებითაც აღიჭურვა.

ახალი-ძველი `მუსტანგის~ სანაცვლოდ კომპანია 119 500 დოლარს ითხოვს და ეს ნაკლებია იმაზე, რასაც კოლექციონერები რესტავრირებულ
ორიგინალურ ავტომობილებში იხდიან.

სუპერქარების მწარმოებელი მცირე ფირმები კიდევ უფრო ადრე შევიდნენ რეტრო ავტომობილების ბაზარზე. მაგალითად, ორიგინალური ნახაზების მიხედვით აღადგინეს სუპერქარი Lister Knobbly, ერთ-ერთი პირველი კი იყო BTM Coupe Cheetah Coupe, რომლის შესახებაც შემდეგ ქვეთავში
გიამბობთ...

2006 -BTM COUPE CHEETAH COUPE

1963 წელს კონსტრუქტორმა და მრბოლელმა ბილ თომასმა ლეგენდარულ კეროლ შელბისა და მის `კობრას~ პასუხი მოუმზადა. ევროპული სარბოლო ავტომობილებით შთაგონებულმა თომასმა მცირე ზომის სწრაფი და მსუბუქი
ბოლიდი Cheetah Coupe შექმნა, რომელიც მხოლოდ 750 კგ-ს იწონიდა და
285 კმ/სთ-ს ავითარებდა. SCCA-ს წესებით რბოლებში მონაწილეობისთვის საჭირო იყო ავტომობილის მინიმუმ 100-ეგზემპლარიანი სერიის გამოშვება,
რისთვისაც თომასის საწარმო პრაქტიკულად მზად იყო, მაგრამ ვიდრე
ავტომობილს სრულფასოვანი ბოლიდის დონემდე მიიყვანდნენ, სარბოლო
კლასში წესები გამკაცრდა და მონაწილეობისთვის მინიმუმ 1000 სერიული ავტომობილის გამოშვება გახდა საჭირო. მცირე საწარმო ასეთ მასობრივ
წარმოებას ვერ "გაქაჩავდა" და გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა.

სულ მოხერხდა სხვადასხვა მონაცემებით 23-დან 29-მდე ავტომობილის გამოშვება, საიდანაც 15 საერთო მოხმარების გზებისთვის იყო განკუთვნილი.
ამას დაემატა ხანძარი სახელოსნოში, რომლის დროსაც დაიწვა როგორც მზა
ავტომობილები, ისე მათი კომპლექტაციის ნაწილები.

პაწაწინა სუპერქარის იდეა არ მომკვდარა. Cheetah Coupe-ს რეპლიკებს 80-იან წლებში რამდენიმე მცირე ფირმა აწყობდა, თუმცა ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა და ძრავაც, როგორ წესი, სუსტი, მაგალითად,
Volkswagen Beetle-ის გამოიყენებოდა. მაგრამ 2003 წელს ბილ თომასს რობერტ აქსიერი შეხვდა, რომელიც საკუთარი სუპერქარის შექმნაზე ოცნებობდა და საფუძვლად ძველი Cheetah
Coupe-ის გამოყენება სურდა.

ოფიციალური შეთანხმება შედგა, ფირმას Bill Thomas Motors (BTM) დაარქვეს,
ორიგინალური ავტომობილის ავტორმა კი მიიღო ნებისმიერი შესწორების
შეტანის უფლება, თუ მისი აზრით საქმე არასწორად წავიდოდა. ბილმა რობერტს დარჩენილი შასის და ძარის პანელების ელემენტები, აგრეთვე ისტორიული ნახატები და ფოტოსურათები გადასცა. განხილვის შემდეგ გადაწყდა ავტომობილში
გარკვეული ელემენტების შეცვლა, თუმცა, ორიგინალური დიზაინისა და გაბარიტების დატოვება.

2006 წელს გამოსული BTM Coupe გარეგნულად Cheetah-ის ზუსტი ასლი
იყო, თუმცა მიიღო ახალი სპორტული სავარძლები, საჭე და პედლები. მაქსიმალურ 300 კმ/სთ-მდე აჩქარებას 400-ცხ/ძალიანი 8-ცილინდრიანი და 6-ლიტრიანი მოტორი უზრუნველყოფს, უსაფრთხო შენელებას კი 330მმ-ანი თანამედროვე მუხრუჭები. ერთ-ერთი პირველი ოფიციალური რეტრომობილია, რომელიც ორიგინალთან მეტი მსგავსებისთვის, არ აღჭურვეს არც ერთი ელექტრონული სისტემით, რომელიც მართვას გააიოლებდა. 

2009 წელს ბილ თომასი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და რობერტ აქსიერმა ავტორის პატივისცემის ნიშნად Cheetah-ის წარმოება დახურა.

დიმიტრი ცხვარაძე