ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერები - #2(51), 2017
საქმიანი ახალი ამბების სააგენტო Bloomberg-მა იმ ტოპმენეჯერების სია  გამოაქვეყნა, რომლებმაც 2016 წელს ყველაზე მაღალი ანაზღაურება მიიღეს. კომპანიების ხელმძღვანელთა ანაზღაურებამ წლის განმავლობაში ასობით მილიონ დოლარს მიაღწია.

პირველი ადგილი დაიკავა Walmart eCommerce U.S.-ის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, Jet.com-ის დამაარსებელმა მარკ ლორმა. Bloomberg-ის შეფასებით, 2016 წელს, მან 236 მილიონი გამოიმუშავა. 2016 წლის ზაფხულში მის მიერ დაარსებული Jet.com კომპანია Walmart-მა 3,3 მილიარდ დოლარად შეიძინა, რაც ელექტრონული კომერციის ბაზარზე ყველაზე ფართო მასშტაბის საქმიანი გარიგება აღმოჩნდა ამერიკის ისტორიაში. მარკ ლორმა Walmart-ის ელექტრონული კომერციის განყოფილებაში ხელმძღვანელის პოსტი, ასევე 236 მილიონი დოლარი კომპენსაციის სახით მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა ტიმ კუკმა,რომელიც კორპორაცია Apple-ის
გენერალური დირექტორია. გასული წლის განმავლობაში მან 150 მილიონი
დოლარი გამოიმუშავა, რომელთაგან 141 მილიონი ამავე კომპანიის აქციებით, 3 მილიონი ხელფასის სახით მიიღო. ამის გარდა, იგი ამავე ჰოლდინგის
აქციების მფლობელიც გახდა, რომლის ღირებულება 50 მილიონი დოლარია. 

რეიტინგში მესამე ადგილი Goldman Sachs-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა,
ამჟამად Evercore Partners Inc-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჯონ ვაინბერგმა დაიკავა, რომელმაც გასული წლის განმავლობაში თითქმის 124 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეოთხე ადგილი დაიკავა Alphabet Inc-ის გენერალურმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ, რომლის ანაზღაურებამ გასულ წელს 106 500 000 დოლარს მიაღწია, რომელთაგან 650 000 ჰონორარის სახით მიიღო, ხოლო 105,4 მილიონი აქციებიდან შემოსავალია. 2014 წელს პიჩაი Google-ის პროდუქციების
საკითხებში მეთაური გახდა, ხოლო 2015 წელს იგი ამავე კორპორაციის მომავალ გენერალურ დირექტორად დაასახელეს. ახალი თანამდებობა მან ახალი ჰოლდინგის Google Alphabet Inc-ის ფორმირების შემდეგ დაიკავა.

ამავე რეიტინგის ხუთეულში შევიდა კომპანია Tesla Inc-ის გენერალური
დირექტორი ილონ მასკი. გასულ წელს, მისი სახელფასო ანაზღაურება 46 ათასი დოლარია, ხოლო დანარჩენი პრემიის სახით მიიღო. საერთო ჯამში, მან გასულ წელს 99 700 000 დოლარი მიიღო. ამის გარდა, იგი შევიდა ამერიკის პრეზიდენტის სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორუმის 16 მეწარმისაგან შედგენილ ჯგუფში, რომლის ამოცანაა დონალდ ტრამპს კონსულტაციები ეკონომიკური ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომის მწარმოებლობის გაზრდის საკითხებში გაუწიოს.

ტოპმენეჯერებს შორის ანაზღაურების მიხედვით მეექვსე ადგილი კომპანია IBM-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და გენერალურმა
დირექტორმა ჯინი რომეტიმ დაიკავა. იგი ამ კომპანიაში პირველი ქალია,
რომელმაც ასეთი მაღალი თანამდებობა დაიკავა. მისი წლიური ანაზღაურება გასულ წელს 96 700 000 დოლარი იყო. ამ პოსტების დაკავებამდე (2012 წელი) იგი ამავე კომპანიაში უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გაყიდვების,
მარკეტინგის, სტრატეგიის მიმართულებით უფროსი ვიცე-პრეზიდენტი
გახლდათ.

რეიტინგის მეშვიდეადგილოსანი მიტჩ გარბერი კანადელი მეწარმეა, რომელიც
ამ მომენტისთვის კომპანიების Caesars Acquisition Company, Caesars Interactive Entertaiment, The World Series of Poker, ასევე Cirque du Soleil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. მისმა შემოსავალმა მხოლოდ კომპანია Caesars Acquisition-ში გასულ წელს 91 100 000 დოლარს მიაღწია.

რეიტინგში მერვე ადგილი კომპანია Viacom-ის ყოფილმა გენერალურმა
დირექტორმა ფილიპ დაუმანმა დაიკავა, რომლის შემოსავალმა გასულ წელს 87 800000 დოლარი შეადგინა. იგი ამ კომპანიაში 2006 წლიდან საქმიანობდა. აქ
წარმატებები კარიერაში სწრაფად მოიპოვა. დაიწყო ფინანსური იურისტის
თანამდებობიდან. 2015 წლის დასაწყისში მისი მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე გახანგრძლივდა. ამის მიუხედავად, ამავე ჰოლდინგის მფლობელებისა და ტოპმენეჯმენტის მოსაზრებები კომპანია Paramount-ის მიერ მომავალში
წარმოებული კინოს საკითხში ერთმანეთს არ დაემთხვა, რის გამოც იგი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან წავიდა.

ამავე რეიტინგის მეცხრე ადგილზე გასული ლესლი მუნვსი CBS 
Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორია. 2016 წელს მან ხელფასის
სახით 83 600 000 დოლარი აიღო. მან ეს პოსტი 2005 წლის ივნისში, განახლებულ კორპორაციაში დაიკავა, ხოლო მისი ძირითადი აქტივი CBS-ის
სატელევიზიო ქსელი გახდა. ამავე კომპანიის მმართველობაშია ფართო
რადიოქსელიც, რომელიც გადაცემებს აშშ-ის დიდი და საშუალო რეგიონული რადიოქსელებისთვის ქმნის. CBS-ის სატელევიზიო ქსელი ამჟამად 240-ზე
მეტ საკუთარ და მასთან დაკავშირებულ სატელევიზიო სადგურს მოიცავს.

რეიტინგის მეათე ადგილი კომპანია Gamco Investors Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიო გაბელლიმ დაიკავა. მისი მართვის ქვეშ არსებული ფირმის პორტფელთა მაღალმა შემოსავლიანობამ კომპანიის ხელმძღვანელს საშუალება მისცა იგი ყველაზე ცნობილი მენეჯერი გამხდარიყო, რომელიც სადღეისოდ, Wall Street-ზე საქმიანობს. მას ახასიათებენ როგორც სწრაფად და კრეატიულად მოაზროვნე, უჩვეულოდ თავდაჯერებულ, მახვილგონიერ ადამიანს, რომელსაც პრესისა და ტელევიზიის ყურადღება ძალზე იზიდავს. ბიზნესის საქმიანობაზე მომუშავე საინფორმაციო საშუალებებისთვის იგი უდავო ლიდერად ითვლება მრავალი წლის განმავლობაში. 2016 წელს მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 75 900 000 დოლარს მიაღწია.

მოამზადა ვეფხია სამსონიძემ