ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ამერიკული რევოლუციის ფინანსისტი – რობერტ მორისი - #4(53), 2017
ამერიკელი კომერსანტი და ბანკირი; პირველი ეროვნული ბანკის დამაარსებელი; სანაოსნო კომპანიის თანამფლობელი, რომელიც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დასაწყისში მონებით ვაჭრობაში მონაწილეობასაც არ ერიდებოდა; ნიჭიერი ბანკირი და ფინანსისტი; ამერიკელი, რომელიც რევოლუციის იდეალების ერთგული დარჩა – მისი მოკლედ წარდგენა ასე შეიძლება, მაგრამ მის უკან ძალიან საინტერესო ცხოვრებაა.

ადრეული წლები

რობერტ მორისი 1734 წლის 20 იანვარს, ინგლისში, ლივერპულში დაიბადა. 13 წლის ასაკში ამერიკაში, პატარა ქალაქ ოქსფორდში (მერილენდის შტატი) მამასთან გაემგზავრა, რომელიც თამბაქოთი ვაჭრობდა. მორის-უფროსმა
დაფიქრების გარეშე რობერტი სასწავლებლად ფილადელფიაში (პენსილვანია) გაგზავნა. ოჯახის უფროსის მეგობრის, ჩარლზ გრინუეის ოჯახმა მოზარდი საცხოვრებლად მიიწვია.

ახალგაზრდა რობერტმა მისი დახმარებით ფილადელფიელი კომერსანტის, ჩარლზ უილინგის ფირმაში დაიწყო საქმიანობა, რომელიც მოგვიანებით მერი გახდა. რობერტი ნიჭიერი და მონდომებული შეგირდი აღმოჩნდა. უილინგის
გარდაცვალების შემდეგ, 1754 წელს მისი ვაჟის, თომასის ბიზნეს-პარტნიორი გახდა. 1757 წელს, ამბიციურმა ახალგაზრდა ადამიანებმა მომავალში საკმაოდ ცნობილი სანაოსნო ფირმა Willing, Morris & Co შექმნეს. მათი პარტნიორობა
20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

მონებით ვაჭრობიდან ბიზნესის მწვერვალებისკენ

მორისმა და უილინგმა სავაჭრო ფირმა შექმნეს, რომელიც სპეციალიზებული იყო ნაოსნობაზე, მიწათმფლობელობაზე, ასევე საქმიანობდნენ სხვადასხვა მიმართულებით.

1760-იანი წლების პირველ ნახევარში, ბიზნეს-პარტნიორებმა მონებით ვაჭრობა დაიწყეს. ამ გზისკენ მათ რამდენიმე წარუმატებელმა რეისმა უბიძგა. 1762 წელს მათ მონებით სააგენტო ვაჭრობა დაიწყეს და 1765 წლამდე აუქციონების მთელი სერია გამართეს. ახალგაზრდა ბიზნესმენები
ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ფული ეშოვათ. მათ პეტიციასაც მოაწერეს ხელი, რომელიც მონების შემოყვანაზე გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ბიზნეს-პარტნიორებმა ბრიტანეთთან, მათ
შორის მონების იმპორტის ემბარგოს მხარი დაუჭირეს. მათივე აზრით, ბიზნესის ნებისმიერ სახეობაში საქმიანობა გადასახადის გარეშე, სავაჭრო შეზღუდვების მოხსნით უნდა გაგრძელებულიყო. იმ პერიოდში, ამერიკაში მომხდარმა ცვლილებებმა ამ მიმართულებით მათი ბიზნესის განვითარებას ბიძგი მისცა.

შემდგომ წლებში, როცა მორისი ჩინოვნიკი გახდა, ცდილობდა მონათმფლობელებისთვის გადასახადი დაეწესებინა. მათ ბეგარა ყოველი მონის ფლობაზე უნდა გადაეხადათ. ამ ინიციატივას ამერიკის სამხრეთ ნაწილში გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს. 1780 წელს, ფილადელფიაში მიიღეს კანონი მონობის თანდათან გაუქმების თაობაზე.

სანაოსნო კომპანია Willing, Morrisს & Co-ს სავაჭრო ურთიერთობები ინდოეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, დასავლეთ ინდოეთთან, კუბასთან, ესპანეთთან, იტალიასთან ჰქონდა დამყარებული. საიმპორტო, საექსპორტო, ასევე სააგენტო ოპერაციებმა მათი სანაოსნო ფირმა პენსილვანიაში ძლიერ კომპანიად გადააქცია. 1784 წელს მორისმა და უილიამსმა ერთობლივი ძალისხმევით, ინვესტორთა კაპიტალის მოზიდვით, ჩინეთში რეისის განხორციელება მოახერხეს.

კომერციული საქმიანობის პერიოდში, მორისმა რამდენიმე კომპანია დააარსა, მათ შორის ისეთიც, რომელიც არხების მშენებლობას, ორთქლის ძრავების წარმოებას ახორციელებდა. ჯორჯ ვაშინგტონის მამულში განთავსებული
მისი ყინულსაცავი ნიმუშადაც კი მიიჩნიეს. მისი დაფინანსებით აშენდა ახალი თეატრი Chestnut Street Theater, შექმნა მებაღეობის საზოგადოება პენსილვანიაში, ტროპიკული ხილის მოშენება სპეციალურად გაშენებულ ბაღში
დაიწყო.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

1765 წელს, ბრიტანეთში მიიღეს კანონი `გერბის ბეგარის~ შემოღების თაობაზე, რომლის თანახმადაც კომერციული საქმიანობის ყველა სახეობა, სასამართლო დოკუმენტაცია, პერიოდული გამოცემები კოლონიებში უნდა დაებეგრათ. კომერსანტებმა ეს ბეგარა `არაკონსტიტუციურად~ ჩათვალეს და მისი მიღების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. იმ დროისთვის, მორისი 30 წელს გადაცილებული აქტიური ახალგაზრდა გახლდათ. მან გამოსვლები და საჯარო კარიერა სწორედ კომერსანტების სახელით გამოსვლებით დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტ მორისი ბრიტანეთის მიმართ ლოიალობას ინარჩუნებდა, იგი თვლიდა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშევრდომების, ანუ კოლონისტების უფლებებს ლახავდა. მორისის ინიციატივები წარმატებით არ დასრულდა. ბრიტანეთის სამეფომ საგერბო ბეგარა კიდევ უფრო მეტად გაზარდა. 35 წლის ასაკში, რობერტ მორისი 20 წლის მერი უაითზე დაქორწინდა, რომელიც მერილენდში ერთ-ერთი ცნობილი ოჯახიდან იყო. ოჯახური თანაცხოვრების განმავლობაში,
ამ ოჯახურ წყვილს ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინათ.

კონტინენტური კონგრესი

1775 წელს მორისი პენსილვანიის პროვინციულ ასამბლეასა და უსაფრთხოების საბჭოში აირჩიეს. ამ პოსტებზე იგი 1776 წლამდე დარჩა. პოლიტიკოსის რანგში იგი 1776-1778 წლების პერიოდში ასევე იყო პენსილვანიის საკანონმდებლო კრების წევრი. 1775 წლიდან სამი წლის
განმავლობაში, მორისი მეორე კონტინენტურ კონგრესში საკუთარი შტატის წარმომადგენელი იყო. იგი კოლონისტების მხარეზე გამოდიოდა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამდე ერთი წლით ადრე, მან შეიმუშავა საფრანგეთიდან სამხედრო პროდუქციის შემოტანის სისტემა. მორისი პასუხისმგებელი იყო იმპორტზე ფინანსური ოპერაციების განხორციელების
ძირითად მოცულობაზე და საქონლის შესყიდვისას გადახდაზე. იგი ასევე შედიოდა იმ კომიტეტის შემადგენლობაში, რომელმაც სავაჭრო გარიგებების ტიპური შეთანხმების ტექსტი შეიმუშავა,რაც 1778 წელს საფრანგეთთან გაფორმებულ საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებას საფუძვლად დაედო.

რობერტ მორისი ასევე მსახურობდა საზღვაო და სამხედრო-საზღვაო ფლოტების კომიტეტებში. მსხვილი გემთმფლობელის რანგში კონტინენტურ კონგრესს საუკეთესო გემი გადასცა, რითაც კონტინენტური ფლოტის ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი.

საკუთარ ფართო საერთაშორისო სავაჭრო ქსელს მორისი სადაზვერვო მიზნებისთვისაც იყენებდა, რომელიც ინფორმაციას ბრიტანული არმიის გადაადგილების თაობაზე აგროვებდა. პენსილვანიის ასამბლეაში საქმიანობისას, იგი კონსტიტუციაზე მუშაობდა, ასევე ქმნიდა საკანონმდებლო ბაზას იმისთვის, რომ შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა პრაქტიკაში დაენერგა. ასევე ცდილობდა გაეუქმებინა შეზღუდვები რელიგიური ნიშნის მიხედვით, რომლის
გამოც მოქალაქეთა 40%-ს საარჩევნო ხმის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.

1776 წლის ივლისში, ამერიკაში დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს, მაგრამ მორისი მის პრინციპებს არ ეთანხმებოდა. მან დოკუმენტს ხელი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოაწერა. იმავე წელს, პოლიტიკოსისა და მეწარმის
რანგში მან მხარი ჯორჯ ვაშინგტონს დაუჭირა და პირადი დანაზოგებიდან დიდი ხნის განმავლობაში კონტინენტურ ჯარებს აფინანსებდა. პენსილვანიის წარმომადგენლის რანგში მორისმა 1778 წელს ხელი მოაწერა კონფედერაციის
სტატიებს – შეთანხმებას აშშ-ის კონსტიტუციის მიღებამდე 30 შტატისგან შედგენილი კონფედერაციის შექმნის თაობაზე.

ომის დაფინანსება

ომის პერიოდში, ამერიკის საზღვაო წყლებში, მეკობრეობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მათთან მორისი თანამშრომლობას არ თაკილობდა. ბრიტანული გემების ტვირთების გაყიდვაში მისი ფირმა მეკობრეებს აქტიურად
ეხმარებოდა. სპეკულაციებში დადანაშაულების შემდეგ, მეგობარს ირონიულად წერდა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს მისმა ფირმამ 1900 გემი დაკარგა. ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო ფლოტი მსოფლიოში, თუმცა, კომპენსაცია ახალგაზრდა რესპუბლიკისგან მორისს არასოდეს მოუთხოვია.

ომის მიმდინარეობისას, მისი ფულით არმიის საჭიროებისთვის ჭურვების 80% შეიძინეს, ამას დაუმატეთ არმიის შესანახად გაღებული ხარჯის 75%. მორისი და მისი მომხრეები აუცილებელი აღჭურვილობით, საკვებით და
იარაღით თითქმის მთლიანად ამარაგებდნენ არმიას, როცა 1780 წლისთვის პენსილვანია გაკოტრებული აღმოჩნდა.

მანვე სხვა თანამოქალაქეებთან ერთად, ფილადელფიაში ბანკი დააფუძნა, რომლის მეშვეობითაც არმიას სერიოზული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამის გარდა, მორისმა პორტები გახსნა, შესაძლებელი გახდა ვალუტების საბაზრო
კურსისა და საქონელზე ფასების დაწესება.

აშშ-ის ფინანსების სუპერინტენდანტი

1781 წელს კონგრესმა ფინანსური კრიზისის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტთა სისტემის გაუქმების თაობაზე, რომელიც არაეფექტიანად მიიჩნია. მას მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ და ამერიკის ისტორიაში
პირველი აღმასრულებელი ორგანოები დააფუძნეს. მორისი ფინანსთა და საზღვაო ფლოტის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

1781-1784 წლებში ფინანსთა სუპერინტენდანტად მსახურობდა. იგი ფაქტობრივად, ახლადდაარსებული სახელმწიფოს მთლიან ეკონომიკაზე კონტროლს ახორციელებდა. უკვე სამი წლის შემდეგ, მორისმა ახალ თანამდებობაზე, ალექსანდრე ჰამილტონის დაჟინებული თხოვნის შემდეგ,
საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის დაარსების თაობაზე წინადადება შეიტანა. აშშ-ის პირველი ეროვნული საფინანსო ინსტიტუტი 1782 წელს დაარსდა, მას ჩრდილო ბანკის ბანკი უწოდეს. მისი დაარსება მორისის ინიციატივით, ერთი წლით ადრე საფრანგეთისგან აღებული სესხის ხარჯზე განხორციელდა. ამ საფინანსო ინსტიტუტის ძირითადი ფუნქცია სამხედრო ძალის იმ ომში დაფინანსება გახდა, რომელიც ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.

ბანკის საქმიანობისთვის საჭირო თანხების შეგროვებაში მონაწილეობა 13 კოლონიის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. პირადად რობერტ მორისმა ამ ბანკის ანგარიშზე კოლოსალური მოცულობის თანხა შეიტანა, რაც თანამედროვე ფულზე გადაანგარიშებით დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ტოლია. მთავრობის შემადგენლობაში ცენტრალური ფიგურის რანგში, მას იმ დროის
ამერიკის ყველაზე გავლენიან ადამიანთან, ჯორჯ ვაშინგტონთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა.

სახელმწიფო სამსახურის წლებში, მორისმა კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, კონგრესს სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების თაობაზე ნებართვის მისაღებად
მიმართა. იმავდროულად, იგი დაკავებულ პოსტზე დარჩა. იმ დროისთვის, კომერციით აქტიურად აღარ იყო დაკავებული, მაგრამ სხვადასხვა კომპანიებში პარტნიორად კვლავაც რჩებოდა.

ფინანსთა სუპერინტენდანტის პოსტზე, მან რამდენიმე რეფორმის განხორციელება შეძლო: შეამცირა ჩინოვნიკთა რაოდენობა სამოქალაქო უწყებებში, რომელთა ე.წ. სახელფასო უზრუნველყოფა ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა. მისივე მონაწილეობით, არსებითად შემცირდა სახელმწიფო
ხარჯები – ფორმდებოდა კონტრაქტები ყოველ თანამშრომელთან, რომელთა შერჩევაც საკონკურსო გზით ხორციელდებოდა. გამკაცრდა მოთხოვნები საბუღალტრო აღრიცხვიანობის მიმართ.

მეგობართან, ასისტენტთან, იმავდროულად, მოგვარესთან, გოვერნერ მორისთან ერთად, 1782 წელს რობერტ მორისი ეროვნული ეკონომიკური სისტემის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო სამონეტო სახლის, ათწილადიანი ფულადი სისტემის შექმნასაც
გულისხმობდა. პროგრესული იდეების მიუხედავად, მაშინ ამ წინადადებებს მხარი არ დაუჭირეს. 10 წლის შემდეგ, იგი ჰამილტონის ეკონომიკური გეგმის საფუძველი გახდა. `ათწილადიანი ფულადი სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შემოსავლიანობის ყველა დაანგარიშება, გაცვლითი კურსი, სადაზღვევო გადასახადები და სხვა ხორციელდება გაცილებით მარტივად და ზუსტად, თავისთავად, მისი გამოყენება უფრო მეტ ადამიანს შეუძლია. ასეთი ოპერაციები სხვა შემთხვევაში მოითხოვს დიდ შრომას, დროს და ანალიზს~, – წერდა მორისი.

1782 წელს, რობერტ მორისმა შექმნა სქემა, რომელიც სახელმწიფოს ვალის დაფინანსებას და მასზე წარმოქმნილი პროცენტების დაფარვას უკავშირდებოდა. ამ მიზნის აღსრულებისთვის, მისი აზრით, უნდა შემოეღოთ მიწის
გადასახადი, ბეგარა ყოველ ადამიანზე, აქციზი დისტილირებულ ალკოჰოლზე, ასევე უნდა გაეზარდათ საიმპორტო გადასახადი, სახელმწიფო მიწები უნდა გამოეყენებინათ ახალი ვალების უზრუნველსაყოფად, რომელსაც ევროპის
სხვადასხვა ქვეყნებში აიღებდნენ.

ეს საფინანსო რეფორმები, მისივე მოსაზრების თანახმად, ახალგაზრდა სახელმწიფოს მიმართ ნდობას დააბრუნებდა. მისი ინიციატივები საკანონმდებლო დონეზე ისევ უარყვეს.

ჯორჯ ვაშინგტონის არმიის მხარდაჭერას მორისი კვლავ განაგრძობდა, რომელსაც დიდი თანხები გადასცა. მოგვიანებით, იგი აღნიშნავდა, რომ `ჭურვების ომი ნანსების ომად გადაიქცა~. მორისს მხოლოდ არმიის საქმეები
როდი აინტერესებდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ ყველა საფინანსო ოპერაციაში. საკუთარ ავტორიტეტს სახელმწიფოს რეპუტაციის ასამაღლებლად იყენებდა.

1787 წელს მორისი საკონსტიტუციო კონვენტში აირჩიეს, თუმცა, მასში მონაწილეობა ნაკლებად შემჩნევადი დარჩა. ერთადერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა რობერტ მორისის მხრიდან მისი მეგობრის, ჯორჯ ვაშინგტონის
აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენა გახლდათ. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, ვაშინგტონმა მეგობარს ფინანსთა მინისტრის პოსტის დაკავება შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო.

1789 წელს მორისი პენსილვანიის შტატიდან აშშ-ის სენატორის პოსტზე აირჩიეს. იგი იყო ერთ-ერთი პირველი სენატორი ახალი სახელმწიფოში. ამ პოსტზე 1795 წლამდე დარჩა. იყო სენატის 41 კომიტეტის წევრი და უმეტეს მათგანში აქტიურობით გამოირჩეოდა. ფედერალების ეკონომიკურ პროგრამას მხარს უჭერდა, რომელიც არხების მშენებლობას და კომერსანტების დასახმარებლად სანაპიროებზე შუქურების დადგმას ითვალისწინებდა. ფედერალურ პარტიას და ალექსანდრე ჰამილტონის ეკონომიკურ ინიციატივებს
ყველანაირად მხარს უჭერდა.

პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ, მორისმა მიწის ნაკვეთებში ინვესტიციების განხორციელება დაიწყო, იმ დროის ამერიკაში ყველაზე დიდი მიწათმფლობელი გახდა. პოლიტიკური არასტაბილურობისა და ევროპაში
სამხედრო მოქმედებების ფონზე, აშშ-ის საფინანსო ბაზრებზე პრობლემები გამწვავდა, რის შედეგადაც მან ბიზნესსაქმიანობაში წარუმატებლობა გაკოტრებით დაასრულა.

1798 წელს დაგროვებული ვალის გამო ციხეშიც მოხვდა. აშშ-ის კონგრესმა, მათ შორის მისი ციხიდან დახსნის მიზნით `გაკოტრების შესახებ~ კანონი მიიღო. გათავისუფლების შემდეგ, მორისი მოკრძალებულ სახლში, ფილადელფიაში
გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ჯანმრთელობა უკვე დასუსტებული ჰქონდა, მაგრამ მეუღლე გვერდიდან არ მოსცილებია და ერთგულად უვლიდა. მათ
ერთად ძალზე რთული ცხოვრება გაიარეს. რობერტ მორისი 1806 წელს გარდაიცვალა. მორისის ფინანსური კრახი მის პოლიტიკურ თანამოაზრე ფედერალისტებზეც უარყოფითად აისახა, რამაც მათ მოწინააღმდეგეებს პოლიტიკური ძალაუფლების გაძლიერების საშუალება მისცა.

მემკვიდრეობა

მორისმა საკუთარი ნაშრომი `საზოგადოებრივი კრედიტის თაობაზე~, რევოლუციის დროს, 1781 წელს კონტინენტურ კონგრესზე წარადგინა. იგი 1790 წელს საფუძვლად დაედო ჰამილტონის ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც მან სათაურით `პირველი ანგარიში საზოგადოებრივი
კრედიტის თაობაზე~ წარადგინა. მორისმა შექმნა დაფინანსების ეროვნული გეგმა, მაგრამ მისმა სწრაფვამ პირდაპირი დაბეგვრის დაწესების მიმართულებით (თითოეულ მონაზე გადასახადის დაწესების ჩათვლით)
მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ალექსანდრე ჰამილტონთან და ალბერტ გალატინთან ერთად, მორისს აშშ-ის ფინანსური სისტემის მთავარ შემქმნელად მოიაზრებენ. აშშ-ის, როგორც სახელმწიფოს დაარსებას საფუძველი სამმა მნიშვნელოვანმა დოკუმენტმა
ჩაუყარა: დამოუკიდებლობის დეკლარაციამ, კონფედერაციის მუხლებმა და ამერიკის კონსტიტუციამ. სამივეზე ხელი მოწერილი მხოლოდ რობერტ მორისს და როჯერ შერმანს აქვთ.

რობერტ მორისის სახელს შემდეგი სასწავლო დაწესებულებები ატარებენ:

რობერტ მორისის უნივერსიტეტი პენსილვანიაში;

რობერტ მორისის უნივერსიტეტი ილინოისში;

რობერტ მორისის დაწყებითი სკოლა ბატავიაში, ნიუიორკში;

რობერტ მორისის #27 დაწყებითი სკოლა სკრანტონში, პენსილვანიაში;

რობერტ მორისის დაწყებითი სკოლა ფილადელფიაში, პენსილვანიაში;

რობერტ მორისის სკოლა – School south bound brook, ნიუ-ჯერსში;

`მაუნტ-მორისი~, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს და დიდ დამბას წარმოადგენს, მდინარე გენსიზეა და წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად 1948-1952 წლებში აშენდა. იგი მორისის სახელს ატარებს;

შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტსა და სანაპირო დაცვის მრავალ გემს დაარქვეს USA Morris ან Morris USRC რობერტ მორისის საპატივცემულოდ.

პენსილვანიის შტატში პატარა ქალაქს, სადაც იგი საკუთრებას ფლობდა, მორისვილი უწოდეს. ამ ქალაქის მთავარ მოედანზე მისი ქანდაკება დგას.

ვეფხია სამსონიძე