ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საქართველოს მეზობელი თურქეთი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ - №1(72), 2023
როგორ შეიცვალა ერდოღანის პოლიტიკა მისი მმართველობის 20 წლიან პერიოდში

თურქეთი ევროკავშირის წევრი 

წარმოვიდგინოთ, რომ თურქეთი წლების წინ ევროკავშირის წევრი გახდა. დავფიქრდეთ, რამდენად შეცვლიდა ეს ვითარებას შავი ზღვის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, მთლიანად მსოფლიოში? წარმოვიდგინოთ თურქეთი – ნატოს წევრი 80 მილიონიანი ქვეყანა, ევროპა-აზიის საზღვარზე, სამხედრო და სავაჭრო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობით, საზღვაო ფლოტით და ინფრასტრუქტურით, თანამედროვე, ძლიერი და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალებით, რომელსაც ასევე ექნებოდა ევროკავშირთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ეკონომიკა და ევროკავშირის ღირებულებების შესაბამისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა