ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ჰენრი ჰაინცი - "კეტჩუპის მეფე"
#2(10), 2006
ძალზე ხშირად წარმატებული ბიზნესი იწყება სასარგებლო გამოგონების დანერგვით. ჰენრი ჰაინცს ყველაზე მეტად გაუმართლა _ XIX საუკუნის ბოლოს მის მიერ შექმნილი პროდუქტის _ კეტჩუპის გარეშე თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა შეუძლებელია.

ჰენრი ჰაინცის მიერ დაარსებული კომპანია დღემდე მის შთამომავლობას ეკუთვნის. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატების პარტიიდან _ ჯონ კერი დაქორწინებულია ტერეზა ჰაინცზე, სენატორ ჯონ ჰაინც მესამეს ქვრივზე. ეს უკანასკნელი კი ცნობილი ფირმის დამაარსებელს შვილთაშვილად ეკუთვნის. ქმრისგან ტერეზამ მემკვიდრეობით საკმაოდ დიდი ქონება მიიღო _ 500 მილიონი დოლარი. აშშ-ის ტერიტორიაზე გამოყენებული კეტჩუპის ყოველი 10 ბოთლიდან 6 "ჰაინცია". თვით კომპანიის გაყიდვების საერთო მოცულობაში კეტჩუპის წილი 30%-ს შეადგენს. გარდა ამისა, კომპანია ძალიან ბევრ საკვებს უშვებს, შინაური ცხოველების საკვები კონსერვების ჩათვლით.

გზა წარმატებისკენ

ჰენრი ჰაინცი პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგში, 1844 წლის 11 ოქტომბერს დაიბადა. ოთხი წლით ადრე მამამისი შეერთებულ შტატებში გერმანული ბავარიიდან ჩამოვიდა. მან მცირე აგურის ქარხანა ააშენა და წარმოებას წარმატებით ჩაუდგა სათავეში. მყარად ფეხის მოკიდების შემდეგ, 1843 წელს გერმანელ ემიგრანტზე - ანა მარგარეტ შმიდტზე დაქორწინდა.
ჰაინცების სახლში ყოველთვის მათი მშობლიური გერმანიის ატმოსფერო სუფევდა. ბავშვსაც კი გერმანული მანერის სახელი დაარქვეს _ ჰენრი იოჰანი, რომელმაც შემდგომში ინგლისურენოვან ჰენრი ჯონად ცვლილება განიცადა. დედა ჰენრისთან ყოველთვის გერმანულად საუბრობდა. ენასთან ერთად ბავშვმა გერმანული პედანტურობა კარგად შეითვისა, რისი ერთგულიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
ჰენრი 6 წლის იყო, როცა ოჯახი დასავლეთ პენსილვანიაში, ქალაქ შარპსბურგში გადავიდა. სახლთან ერთად მათ საკმაო მოცულობის მიწის ნაკვეთიც შეიძინეს. 12 წლის ასაკისთვის ჰენრი 3,5 აკრი მიწას საკუთარი ხელით ამუშავებდა, რამდენიმე მუდმივი მყიდველიც გაიჩინა. ბოსტნეულით ადგილობრივ მემწვანილეებს ამარაგებდა. იმ წლებში მყიდველის მოტყუება აშშ-ის ბიზნესის ბუნებრივი ნაწილი იყო. ერთ-ერთი გაზეთი წერდა: "ე.წ. გახეხილ პირშუშხაში შეიძლება იპოვო უმეტესად თალგამი და დასველებული ნახერხი". სწორედ ამიტომ, საკუთარი პროდუქტის მაღალი ხარისხის საჩვენებლად, ჰენრიმ იგი გამჭვირვალე მინის ქილებში მოათავსა. პროდუქტის ბრწყინვალე ხარისხმა და გულგახსნილობამ შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინეს. 1861 წლის განმავლობაში 17 წლის ჰენრიმ გახეხილი პირშუშხისა და სხვა ბოსტნეულის რეალიზაციისაგან 2400 დოლარი იშოვა (რაც დღევანდელი კურსით 43000 დოლარია).
მონდომებული შრომით ჰენრიმ კოლეჯში სწავლის ფული დამოუკიდებლად გადაიხადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან რამდენიმე წლის განმავლობაში მამის აგურის ქარხანაში იმუშავა. იგი საკუთარი საქმის დაწყებაზე ოცნებობდა, თანაც იცოდა ისეთი საქონლის (პროდუქტის) წარმოება, რომელსაც მყიდველთა დიდი მოთხოვნილება გააჩნდა. 1869 წელს მეზობელთან, კლარენს ნობლთან ერთად დააარსა ფირმა "Hეინზ & Nობლე", რომელიც კონსერვების დამზადებით იყო დასაქმებული. მათი წარმოება განთავსებული იყო ქალაქ შარპსბურგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ორსართულიან პატარა სახლში.

კიტრზე გაკოტრებული, პამიდორზე გამდიდრებული

ჰენრი ჰაინცმა ახალგაზრდულ ასაკში ზუსტად გამოიცნო მყიდველთა მოთხოვნილებები. ურბანიზაციამ სრულიად ამერიკა მოიცვა, თანაც ადამიანების უმეტესობას ბოსტნეულის მოყვანას მზა პროდუქტების შეძენა ერჩივნა. ჰაინცმა ამ პროცესს შემდეგნაირი სახელი უწოდა: "დედისა და ქალის საშინაო შრომის შემსუბუქების წმინდა მისია". ახალგაზრდა ფირმამ წარმატებით დაიწყო ახლადდანერგილი გამოგონებების გამოყენება _ დაწყებული პასტერიზაციიდან და ვაგონ-რეფრიჟერატორებით დამთავრებული. იმავდროულად, აშშ-ის ტერიტორიაზე სწრაფად ვითარდებოდა სარკინიგზო ქსელი. ჰენრი აღტაცებული დარჩა იმ შესაძლებლობებით, რაც ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა.
საკუთარ დღიურში მან ჩაწერა: "თვით მთები და ოკეანეები აღარ არის გადაულახავი ბარიერები ვაჭრობის გასაფართოვებლად... ჩვენი ბაზარი _ მთელი სამყაროა."
კომპანიის მუშაობა შემდეგნაირად ააწყვეს. ჰაინცი და ნობლი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდნენ, პოულობდნენ ფერმერებს, იძენდნენ ბოსტნეულსა და სანელებლებს მინიმალურ ფასებში. შესყიდული ნედლეული ჩამოჰქონდათ შარპსბურგში მდებარე ფაბრიკაში, რომელიც კონსერვებს აწარმოებდა.
გამჭვირვალე მინის ქილებში მოთავსებული პროდუქტი (რამაც საკუთარი ეფექტურობა დაამტკიცა) ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში იგზავნებოდა. ყოველი პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიას პირადად ჰენრი შეიმუშავებდა. იგი გერმანული პედანტურობით მოითხოვდა მის დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს წესად არ იყო მიღებული, იგი ჯიუტად მოითხოვდა, რომ  "Hეინზ & Nობლე"-ს მიერ წარმოებულ ყოველ ქილას ცნობადი ეტიკეტი ჰქონოდა. კომპანიის წარმატება ფართოვდებოდა პროდუქციის ასორტიმენტთან ერთად. დაიწყეს მჟავე კომბოსტოსა და კიტრის გამოშვება. 1874 წელს კომპანია უფრო დიდ შენობაში გადავიდა, შეიძინა ასეულობით აკრი ბაღის მიწის ნაკვეთი, 24 ცხენი, 12 ფურგონი, სენტ-ლუისში ძმრის წარმოებაც დაიწყო. "Hეინზ & Nობლე"-მ წარმომადგენლობა ჩიკაგოშიც გახსნა. ამ კომპანიის არსებობა მოულოდნელად ერთი წლის შემდეგ შეწყდა. ჯერ კიდევ 1873 წელს ამერიკა ეკონომიკურმა დეპრესიამ მოიცვა, თუმცა ფირმაზე ამ მიკროეკონომიკურმა მღელვარებამ გავლენა ნაკლებად მოახდინა. კომპანიისთვის ძირგამომთხრელი (დამღუპველი!) აღმოჩნდა 1875 წლის კიტრის ჭარბი მოსავალი. კომპანიას აღებული ჰქონდა ვალდებულება ფერმერების წინაშე, რომ მოსავალს შეიძენდა ფიქსირებული ფასებით. ამჯერად კიტრის მოსავალი იმდენად ჭარბი (ჩათვალეთ ზედმეტი!) აღმოჩნდა, რომ პროდუქტის შესაძენად გამოყოფილი თანხები არასაკმარისი აღმოჩნდა. ფირმამ დაპირებული ვალდებულება ვეღარ შეასრულა. გაჭიანურებული კრიზისის გამო შეუძლებელი იყო კრედიტის მიღებაც. კომპანია "Hეინზ & Nობლე" გაკოტრებულად გამოცხადდა.
ჰაინცი ამ მწარე მოვლენის გამო ფინანსურად და მორალურად გამოცარიელდა. "საკუთარ ტვინსა და სხეულს ჩამოძონძილი ტანსაცმელივით დავატარებ", - წერდა იგი საკუთარ დღიურში. ბიზნესმენის უსუსურობა გაზეთ "პიტსბურგ ლიდერში", სტატიაში სათაურით "მწნილი" _ სასაცილოდ აიგდეს! ჰაინცი ვალის დაფარვაზე უარს არ აცხადებდა, მაგრამ მათი გასტუმრებისთვის კანონით გაუთვალისწინებელ ეშმაკობას მიმართა: გაკოტრებას გადარჩენილი 3 ათასი დოლარი შეაკოწიწა და ახალი ფირმა "F & ჟ. Hეინზ" ჩამოაყალიბა. თვითონ გაკოტრებული იყო, ამიტომაც ახალი ფირმის დამფუძნებელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მფლობელად გამოცხადდნენ ძმა და ახლო ნათესავი. ჰენრი მათი წილების გამოსყიდვას ვალების დაფარვის შემდეგ აპირებდა.
"F & ჟ. Hეინზ"-ის მუშაობას ბუნებრივია მთლიანად ჰენრი უძღვებოდა. ახალი რეცეპტების შესაქმნელად ექსპერიმენტებს აქტიურად ატარებდა. 1876 წლის დასაწყისიდან მაღაზიებში გამოჩნდა მისი მდოგვი. ჰაინცმა გადაწყვიტა გაყიდვების გაზრდის მიზნით შეექმნა მანამდე უცნობი პროდუქტი. მოგზაურობისას იგი რამდენჯერმე გაეცნო ჩინური წესით დამზადებულ პომიდვრის საწებელას "კე-ციაპ"-ის სახელწოდებით. მოეწონა და გადაწყვიტა მისი მოტივების მიხედვით ახალი პროდუქტი გამოეშვა. 1876 წლის დასაწყისში პომიდვრის, სახამებლისა და სხვადასხვა სანელებლებისგან მან ახალი სოუსი შექმნა და კეტჩუპი უწოდა. მომხმარებლები აღტაცებულნი დარჩნენ. შესაძლებელი გახდა სხვადასხვა პროდუქტების გემოს კრადინალურად გაუმჯობესება _ სოსისიდან დაწყებული და მაკარონით დამთავრებული. 1876 წლის განმავლობაში ჰაინცის კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 44474 დოლარი შეადგინა (დღევანდელი გადაანგარიშებით _ დაახლოებით 665 000 დოლარი). ხუთი წლის შემდეგ, 1881 წელს გაყიდვების მოცულობა 6-ჯერ(!) გაიზარდა, ბრუნვამ 284000 დოლარი შეადგინა (დღევანდელი გადაანგარიშებით დაახლოებით 4,7 მილიონი დოლარი). შემოსავლების ასეთმა სწრაფმა ზრდამ უკვე 1879 წელს ჰაინცს საშუალება მისცა ყველა ვალი დაეფარა, რომელიც კიტრით გამოწვეულ გაკოტრებას უკავშირდებოდა. ჰენრი კონსერვების, სოუსების, მწნილების ნაირსახეობათა გაფართოებას აგრძელებდა. კეტჩუპის შემდეგ მან გამოუშვა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მწვანე და წითელი წიწაკის სოუსები, სოუსი "ჩილი", ვაშლის ძმარი, ვაშლის საწებელი, მდოგვი, ზეთები, დამარილებული ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო, მოხალული ცერცვი, მარილწყალი. ყველა შემთხვევაში ერთი სქემა მოქმედებდა: საბოლოო პროდუქტი შეირჩეოდა რამდენიმე ვარიანტისგან, სრულყოფილებამდე მიჰყავდათ პროდუქტის გემო და წარმოების ტექნოლოგია, იგი იფუთებოდა ორიგინალურად. კომპანიას ეხმარებოდა ისიც, რომ წარმოებაში აქტიურად გამოიყნებოდა იმ მომენტისთვის ყველაზე წამყვანი ტექნოლოგიები: ორთქლში ხარშვა და ვაკუუმური დაკონსერვება.
ფირმის ყველაზე დაუღლელი თანამშრომელი თვით ჰენრი იყო. 1886 წელს იგი ოჯახის წევრებს დაემორჩილა, ევროპაში დასასვენებლად რამდენიმე თვით გაემგზავრა. ლონდონში ჩასვლის შემდეგ იგი უნივერმაღ "Fორტჰუნ & Mასონ" -ის შესყიდვების მმართველს ეწვია, რომელიც ბრიტანეთის სამეფო კარს ამარაგებდა. ჰაინცმა მმართველს ჩემოდანში მოთავსებული საკუთარი პროდუქტების ნიმუშები წარუდგინა. შეხვედრის შედეგით ჰენრი ძალიან კმაყოფილი დარჩა: "ჩვენ ვვარაუდობთ, მისტერ ჰაინც, ჩვენ შევისყიდით ყველაფერ ამას", - უთხრა მას უნივერმაღის მმართველმა. ინგლისი ჰენრი ჰაინცის პროდუქტების გავრცელების პირველ უცხოურ ბაზრად იქცა. 10 წლის შემდეგ, გაყიდვების მოცულობა ბრიტანეთში იმდენად გაიზარდა, რომ ჰაინცმა ოფისი ლონდონში, ტაუერთან ახლოს გახსნა. 1905 წელს მან ბრიტანულ ქალაქ პეკჰემში ფაბრიკა გახსნა, ხოლო უკვე 1919 წელს შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მიწები ქალაქ ჰარლესდენთან ახლოს. ამ დროისთვის ჰაინცი სამეფო კარის მომმარაგებელი გახდა. მრავალი ინგლისელი ჰაინცის ფირმას წმინდა ბრიტანულად თვლიდა. 1888 წელს ჰენრიმ კომპანიის ნათესავებისგან გამოსყიდვის პროცესი დაასრულა და სახელიც შეუცვალა: H. ჟ. Hეინზ. გაზეთებში მას უკვე სერიოზულად "მწნილის მეფედ" მოიხსენიებდნენ.

ლოზუნგი _ "57 სახეობა"

1896 წლის ზაფხულში, სანელებლებისა და კეტჩუპის რამდენიმე ფაბრიკის მფლობელი 51 წლის ჰენრი ჰაინცი ნიუ-იორკში აღმოჩნდა. წარმატებულმა მილიონერმა გასეირნება მოისურვა. მისი მზერა შეჩერდა რეკლამაზე, რომელიც კლიენტებს "ფეხსაცმლის 21 სტილს" სთავაზობდა. ჰენრის გონება გაუნათდა. ნანახი რეკლამის ანალოგიურად, მან გონებაში გადათვალა იმ პროდუქტების სახეობათა რაოდენობა, რომელსაც მისი კომპანია უშვებდა. შემდგომში იგი იხსენებდა: "57-ზე მეტი გამოვიდა, მაგრამ რიცხვი 57 გონებაში კვლავ მიტრიალებდა. 7-იანს ისეთი ფსიქოლოგიური ხიბლი გააჩნდა, რომ რიცხვები 58 ან 59 საერთოდ აღარ მაინტერესებდა". ამ აღმოჩენამ ჰენრი იმდენად გაიტაცა, რომ ოფისისკენ დაუყოვნებლივ გაემართა. ასე დაიბადა კომპანიის ცნობილი ლოზუნგი _ "57 Vარიეტიეს" (57 საეობა). იგი დღემდეა გამოსახული კლასიკური კეტჩუპის "ჰაინცის" ეტიკეტზე. რამდენიმე კვირის შემდეგ კომპანიის რეკლამა რიცხვით "57" გაზეთების გვერდებსა და ქალაქებში სარეკლამო დაფებს ამშვენებდა.

ახალი პროდუქტების დეგუსტაცია და რეკლამის მეთოდები

ჰენრის პირადი ურთიერთობების ძალიან სჯეროდა. იგი მუშებს კარგად ექცეოდა. 1892 წელს, პიტსბურგში (სადაც განთავსებული იყო მისი კომპანიის შტაბბინა), ადგილი ჰქონდა მუშების სისხლიან ამბოხებას, რამაც ჰაინცი გააოგნა. ზაფხულში ენდრიუ კარნეგის თუჯჩამომსხმელი ქარხნის მუშებმა მასობრივად გათავისუფლების წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყვეს. წესრიგის დამცველებთან შეტაკებისას 10 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული დასახიჩრდა. უწესრიგობის აღსაკვეთად პენსილვანიის გუბერნატორმა ქალაქში ჯარები შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაინცის თანამშრომლებს შრომის პირობებზე არასოდეს დაუჩივლიათ, მათი ცხოვრება თითქმის სამოთხის მსგავსი გახდა. მუშებს ჰქონდათ რამდენიმე შესვენება, რომლის დროსაც ზამთრის ბაღში, ფაბრიკის სახურავზე იკრიბებოდნენ. კიტრის დამუშავებაზე დასაქმებულ ქალებს კვირაში ერთხელ მანიკიურს უკეთებდნენ. ფაბრიკაში ინტერესების მიხედვით წრეები და გუნდიც კი ფუნქციონირებდა. ჟურნალისტებმა ჰაინცი კიდევ ერთი ზედმეტსახელით: "პატერნალიზმის პრინცი" დაასაჩუქრეს. გაზეთმა თჰე Nეწ-Yორკ თიმეს 1896 წელს კეტჩუპს "ეროვნული ამერიკული საკაზმი" უწოდა.
ჰენრი თავისი დროისა და ძალისხმევის ლომის წილს საკუთარი საქონლის სარეკლამოდ იყენებდა. 12 წლიდან მან პირშუშხას გაყიდვა დაიწყო. იგი გამჭვირვალე მინის ქილებში მოათავსა. 46 წლის ასაკში პროდუქტის შეფუთვის საგანი სრულყოფილებამდე მიიყვანა. 1890 წლიდან ბოთლები რვაკუთხა გამოუშვეს, რომლის ყელზეც ლენტი შემოახვია, სახურავი ხრახნილი გახდა, ეტიკეტმა კი ციხის ქვის ფორმა მიიღო, რაც პენსილვანიის შტატის სიმბოლოა. "ჰაინცის" ბოთლების ასეთი ფორმა დღემდეა შენარჩუნებული. კომპანიის სიბოლიკის მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა სლოგანი "57 ვარიაცია", რამაც 1896 წლიდან შეერთებული შტატები ლამის წალეკა. სადაც არ უნდა წასულიყო ამერიკელი, რაც არ უნდა ეკეთებინა, მისი მზერა ყოველთვის ჩერდებოდა სლოგანზე _ "57". 1899 წელს კომპანიამ ატლანტიკ-სიტიში ზღვის სანაპიროზე რაღაც ნაწილი შეიძინა, სადაც დაუყოვნებლივ აღმართეს 21 მეტრის სიმაღლის ციფრები "57". მოსეირნეთათვის მოეწყო ატრაქციონები, კომპანიის მუზეუმი. კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქციის ნიმუშები უფასოდ რიგდებოდა. 21 მეტრიანმა სარეკლამო ფირნიშმა 1944 წლამდე გაძლო. იგი მხოლოდ ქარიშხალმა დაანგრია.
ტექნიკურ პროგრესს ჰენრი არა მარტო წარმოებაში იყენებდა. იგი ინოვაციებს სიამოვნებით იყენებდა რეკლამის განთავსების დროსაც. 1900 წელს "ჰაინცი" პირველი კომპანია გახდა, ვინც სარეკლამო ფირნიშებზე ელექტროგანათება გამოიყენა. ნიუ-იორკში განთავსებულ ფირნიშს მეხუთე ავენიუსა და 23-ე ქუჩის კუთხეში ერთი შენობის 6 სართული ეკავა. იგი განათებული იყო 1 200 ნათურით. შუქის გადასახადი ყოველთვიურად 3 000 დოლარს აჭარბებდა. ჰაინცის გამონათქვამი "იხილო _ ნიშნავს დაიჯერო", _ აფორიზმად იქცა.
კომპანია H. ჟ. Hეინზ 1905 წელს სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. მისმა ღირებულებამ 4 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროისათვის ჰაინცი მხოლოდ ამერიკაში 28 საწარმოს ფლობდა. კომპანიის ძირითად პროდუქტად კვლავ კეტჩუპი რჩებოდა. 1906 წელს ფირმაში შემავალმა ქარხნებმა 12 მილიონი ბოთლი კეტჩუპი გამოუშვა. 1909 წელს გაყიდვების მოცულობამ 6,13 მილიონი დოლარი შეადგინა, 1914 წელს უკვე 12 მილიონი.  1919 წლისთვის H. ჟ. Hეინზ ჩომპანყ აშშ-ში კეტჩუპის, მწნილებისა და ძმრის ყველაზე მსხვილ მწარმოებლად გადაიქცა. მის მმართველობაში 6 ათასი მუშა იყო.
ჰენრი საკუთარ კომპანიაში საქმიანობას თითქმის გარდაცვალებამდე აგრძელებდა. საკუთარ ფენომენალურ წარმატებას ჰენრი ჰაინცი ძალიან მარტივად ხსნიდა: "ფართო ბაზარი მოელოდა სასურსათო პროდუქტების მწარმოებელს, რომელიც სხვა მოტივებთან შედარებით უმეტეს ადგილს დაუთმობდა სისუფთავესა და ხარისხს. თუკი ჩვეულებრივ რამეს უჩვეულოდ ხარისხიანად შექმნით, თქვენი წარმატება _ გარდაუვალია", - ეს სიტყვები ჰენრი ჰაინცმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წარმოთქვა. ფირმის დამაარსებელი ჰენრი ჰაინცი 1919 წლის 14 მაისს პნევმონიისგან გარდაიცვალა.

ჰაინცის მემკვიდრეები

ჰენრი ჰაინცისგან ესტაფეტა მისმა ვაჟმა, ჰოვარდმა გადაიბარა. ახალგაზრდა და ენერგიული მემკვიდრე დიდ ყურადღებას უთმობდა სამეცნიერო და ლაბორატორიულ გამოკვლევების ჩატარებას. პროდუქციის ხარისხზე კონტროლი მან კიდევ უფრო გაამკაცრა. კომპანია პლანეტის შორეულ ადგილებში შეღწევასა და ახალი ბაზრების "დაპყრობას" კვლავაც წარმატებით აგრძელებდა. 1941 წელს კომპანიის მეთაური გახდა ჰენრი ჯონ ჰაინცი მეორე. მისი მმართველობის 1958 წელს კომპანიამ პირველად შეიძინა მზა წარმოება _ ქარხანა ნიდერლანდებში. მანამდე Hეინზ ტექნოლოგიურ ციკლს ახალ ქვეყნებში ნულიდან იწყებდა. 1966 წელს კომპანიას სათავეში ჩაუდგა ბარტ გუკინი. მის დროს შეძენილი ქარხნების ტემპმა შესამჩნევად იმატა. 1972 წლისთვის Hეინზ-ის საქონელბრუნვამ მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. გუკინმა კომპანიის რესტრუქტურიზაცია მოახდინა, შეარჩია საერთაშორისო მასშტაბის ტოპ-მენეჯერები. 1979 წელს Hეინზ-ის მეთაური გახდა 35 წლის ენტონი ო'რეილი. მან აქტიურად დაიწყო ახალი ბაზრების დაპყრობა ესპანეთში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიაში. მისი მმართველობის ჟამს კომპანიამ შეაღწია სამხრეთ აფრიკაში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეგვიპტეში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში. 90-იანი წლების დასაწყისში ამ სიას რუსეთიც დაემატა. 1996 წლიდან კორპორაციის მართვის საჭე გადაეცა უილიამ რ. ჯონსონს. მან შემტევი ტაქტიკა გაგრძელა და ახალი ქარხნები შეიძინა ნიდერლანდებში, ინდონეზიაში, ფილიპინებზე, სინგაპურში, კოსტა-რიკაში. იმავდროულად შეიცვალა კომპანიის პრიორიტეტები - ჯონსონმა ყურადღება გაამახვილა ახალი პროდუქციის გამოშვებაზე _ ნახევარ-ფაბრიკატებზე და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ საკვებზე.

იმპერია Hეინზ  დღეს

1966 წლამდე კორპორაციის მეთაური ჰაინცების დინასტიის წარმომდაგენელი იყო. ეს ოჯახი დღემდე ფლობს აქციების უმეტეს ნაწილს. ჰენრი ჯონ ჰაინცი სენატორი გახდა. მის საპატივსაცემულოდ 1995 წლის დეკემბერში გაიხსნა საქველმოქმედო ფონდი თჰე Hეინზ ჩენტერ, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო და საინოვაციო პროექტებს ხალისით აფინანსებს. სადღეისოდ - H. ჟ. Hეინზ ჩომპანყ  მულტინაციონალური კორპორაციაა, რომელსაც საკუთარი ფილიალები გააჩნია ყველა კონტინენტზე. მისი ძირითადი პროფილია ექსკლუზიური და ყოველდღიური საკვები პროდუქტების მოყვანა, დამზადება, მიწოდება და გაყიდვა. საფირმო ნიშნით Hეინზ  იყიდება ათასობით სახეობის სხვადასხვა პროდუქტი: მაიონეზები, სოუსები, გაყინული საკვები, კონსერვები, ბავშვთა საკვები, კატის საჭმელი, ჩიფსები, თევზი. ძირითადად ლოგოტიპი Hეინზ  ასოცირდება კეტჩუპთან, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. კომპანიის გაყიდვების მოცულობაში კეტჩუპის წილი 30%-ს შეადგენს. თვით ბრენდი ჟურნალ Bუსინესს ჭეეკ-ის მონაცემებით პირველ ადგილს იკავებს ცნობადობის მიხედვით მსოფლიო კვების მრეწველობაში.
2002 წელს Hეინზ-ის გაყიდვების მოცულობამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, კომპანია უშვებს 5700(!) დასახელების პროდუქციას, თითქმის 50 ქვეყანაში ფლობს 200 მეტ საწარმოს, სადაც დაახლოებით 50000 ადამიანია დასაქმებული...

ჰენრი ჰაინცის 4 ბიზნეს-პოსტულატი

1. ადამიანთა უმეტესობა არ არის წინააღმდეგი მათი საკვები რაციონი ვიღაცამ გაამდიდროს და შეამსუბუქოს საკვების მომზადების ოპერაციები;
2. ბრწყინვალე ხარისხის რაფინირებული პროდუქტები საკუთარ მომხმარებელს ყოველთვის იპოვის კარგად დაფასოების შემთხვევაში;
3. თუკი არსებობს შესაძლებლობა საკვები პროდუქტების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ამის თაობაზე უნდა ვიზრუნოთ მოყვანის სტადიაზე;
4. მთელი სამყარო _ ჩვენი ბაზარია! არ არსებობს გადაულახავი ბარიერი.

ჰენრი ჰაინცი _ პირველაღმომჩენი

1. მომხმარებელს პროდუქტის ხარისხის შესამოწმებლად ურჩევნია იგი გამჭვირვალე შეფუთვით იხილოს. ჰენრი ჰაინცის თქმით, "იხილო _ ნიშნავს ირწმუნო";
2. მომხმარებელი შეაფასებს _ თუკი მარტივ საგანს ხარისხიანად შეასრულებ;
3. საფირმო ბოთლი, საფირმო ეტიკეტი, საფირმო სიმბოლიკა "57 სახეობა" _ კომპანია მათ დღემდე ინარჩუნებს;
4. საცდელი მზა პროდუქციის უფასოდ დარიგება.

ჰენრი ჰაინცის ოთხი ნაბიჯი მილიონერობისკენ

1. 7 წლიდან ჰენრი ჰაინცი ამუშავებდა ბოსტანს და ჰყიდდა ბოსტნეულს;
2. 12 წლიდან ადგილობრივ საბაყლო მაღაზიაში დედის რეცეპტით დამზადებული პირშუშხას გაყიდვა დაიწყო. ნაშოვნი ფული მას კოლეჯში გადასახადის დასაფარად ეყო;
3. 25 წლის ასაკში პირშუშხას გამოშვება სამრეწველო მასშტაბებით დაიწყო;
4. 32 წლის ასაკში შექმნა სრულიად ახალი პროდუქტი _ კეტჩუპი, რომლის გარეშეც დღევანდელობა წარმოუდგენელია.

ვეფხია სამსონიძე