ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
მოსკოვი მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქია
#2(10), 2006
მოსკოვი პირველია ყველაზე ძვირ ქალაქთა შორის მსოფლიოში, შარშანდელი ლიდერი სიძვირეში ტოკიო კი ამჟამად მესამეა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა კონსალტინგურმა კომპანია Mercer Human Resource (MHR). ეს კომპანია ყოველწლიურად ატარებს სპეციალურ კვლევას მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგის შესაქმნელად. სპეციალისტები მხედველობაში იღებენ 200 დასახელების პროდუქტების, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მომსახურების ღირებულებას მსოფლიოს უმსხვილეს მეგაპოლისებში. 

ყურადღება ექცევა ფასებს გართობაზე და სატრანსპორტო გადაზიდვებზე. ამგვარად მიღებული ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოიყენება სხვადასხვა კორპორაციების მიერ იმისათვის, რათა დაიანგარიშონ იმ კომპენსაციების მოცულობა, რომელიც უცხოეთში გაგზავნილმა თანამშრომლებმა უნდა მიიღონ. MHღ-მა მსოფლიოს 144 ქალაქში უძრავი ქონების, კვების, ტანსაცმლის, ტრანსპორტის და დასვენების ფასები შეისწავლა.

გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის დედაქალაქის მიერ პირველი ადგილის დაკავება ძირითადად დაკავშირებულია ამ ქალაქში უძრავ ქონებაზე ფასების სარეკორდო ზრდასთან. MHღ-ის თანამშრომელთა აზრით, მრავალი კომპანიისთვის მნიშვნელოვნად გაძვირდა თანამშრომლების მოსკოვში გაგზავნა, ვიდრე თუნდაც შვეიცარიაში. მოსკოვი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქალაქია. მხოლოდ 2005-2006 წლებში მოსკოვში 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი აშენდება.

ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქთა შორის მეორე ადგილზე სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული გავიდა, რომელსაც 2005 წელს მეხუთე ადგილი ეკავა. რამდენიმე საფეხურით დაბლა დაეშვნენ ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები – ლონდონი და ჟენევა. ამ მოვლენას ექსპერტები ევროს დასუსტებით ხსნიან. მიუხედავად ამისა, ეს ქალაქები კვლავ უსწრებენ აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებულ მეგაპოლისს ნიუ-იორკს (მეათე ადგილი), აგრეთვე ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოს.

იუანის პოზიციის გამყარებამ ჰონკონგი მეოთხე ადგილზე გაიყვანა. პირველ ოცეულში მოხვდნენ აგრეთვე პეკინი და შანხაი. Mერცერ-ის სიის მიხედვით, სანკტ-პეტერბურგმა ამ სიაში მეთორმეტე ადგილი დაიკავა, კიევმა კი ერთი წლის განმავლობაში 54-დან 22-ე ადგილზე გადაინაცვლა.

გამოკვლეული 144 ქალაქიდან ყველაზე "იაფი" ქალაქი პარაგვაის დედაქალაქი ასუნსიონი აღმოჩნდა. Mერცერ-ის წარმომადგენლებმა იქვე დასძინეს, რომ განვითარებადი ქვეყნების დედაქალაქებში ცხოვრება თანდათან ძვირდება, რაც მათ ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდით არის გამოწვეული. უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები განვითარებად ქვეყნებისადმი უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ცხოვრების დონეს და შესააბამისად ფასებსაც.

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. მოსკოვი
2. სეული
3. ტოკიო
4. ჰონკონგი
5. ლონდონი
6. ოსაკა
7. ჟენევა
8. კოპენჰაგენი
9. ციურიხი
10. ოსლო
11. ნიუ-იორკი
12. სანკტ-პეტერბურგი
13. მილანი
14. პეკინი
15. სტამბული
16. პარიზი
17. სინგაპური
18. დუბლინი
19. სიდნეი
20. შანხაი
21. რომი
22. კიევი
23. ვენა
24. თელ-ავივი
25. ჰელსინკი