ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ჟურნალმა "ფორბს"-მა რუსეთის უმდიდრესი ადამიანები დაასახელა
#2(10), 2006
მიმდინარე წლის მაისში ავტორიტეტულმა ჟურნალმა "ფორბსმა" (Forbes) რუსეთის 100 უმდიდრესი ბიზნესმენი დაასახელა. როგორც თავად ჟურნალი აღნიშნავს, მათი მხრიდან უმდიდრეს ბიზნესმენთა ქონების შეფასება წარმოადგენს დამოუკიდებელ ექსპერტულ შეფასებას და ამდენად, ოფიციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, "ფორბსის" მიერ მდიდართა ქონების შეფასება, რომელსაც ის უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ახორციელებს, ფრიად საყურადღები და ანგარიშგასაწევი ინფორმაციაა. ამიტომ სანამ მდიდართა სიას წარმოგიდგენთ, გავეცნოთ იმ მეთოდიკას, რომლითაც "ფორბსის" ქვემოთმოყვანილი რეიტინგია შედგენილი.

1. შეფასებას ექვემდებარება ბიზნესმენთა არა მხოლოდ ფულადი სახსრები, არამედ მთლიანად მათი ბიზნესის (ბიზნესში წილების) ღირებულება;

2. შეფასებისათვის აღებულია 2006 წლის 24 მარტისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია;

3. თუ ბიზნესმენის უახლოესი ნათესავები ფლობენ აქციებს და წილებს იმ კომპანიებში, რომელთა მართვაში ისინი აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობენ, მაშინ ითვლება, რომ ამ აქციებისა და წილების ღირებულება უნდა მიეკუთვნოს ოჯახის უფროსის ქონებას.

4. სიაში ჩართული არიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც თავიანთი ქონების უმეტესი ნაწილი იშოვეს კერძო ბიზნესში მოღვაწეობით და არა სახელმწიფო სამსახურის დროს.

რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენად ჟურნალმა "ფორბსმა" დაასახელა ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი კლუბ "ჩელსის" მფლობელი, 39 წლის რომან აბრამოვიჩი. მისი ქონების ღირებულება შეფასდა 18,3 მილიარდ აშშ დოლარად.

სიაში მეორეა კომპანია "ლუკოილის" უმსხვილესი აქციონერი, წარმოშობით აზერბაიჯანელი ვაგიტ ალეკპეროვი _ მისი ქონების ღირებულებაა 12,7 მლრდ დოლარი.

მესამეზე ადგილზეა ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მთავარი მფლობელი ვლადიმირ ლისინი, ხოლო მეოთხეზე _ "ალფა-ჯგუფის" ხელმძღვანელი მიხაილ ფრიდმანი. მათი ქონება შეფასდა შესაბამისად 11,3 და 10,4 მლრდ დოლარად. ცნობილი ქართველი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა (ბორის) ივანიშვილი, "ფორბსის" შეფასებით, მეცხრამეტეა 4,7 მლრდ დოლარის ღირებულების ქონებით. ამასთან, როგორც ჟურნალი მიიჩნევს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი ძირითადად საინვესტიციო ბიზნესით არის დაკავებული (მისი ქონების უმთავრეს ნაწილს შეადგენს უმსხვილესი რუსული კომპანიების აქციათა პორტფელები), რუსეთში კი ეს ბიზნესი აღმავლობის სტადიაზეა, მის ქონებას გაუფასურების საფრთხე არ ემუქრება.

საინტერესოა, რომ ბორის ბერეზოვსკი სიაში მხოლოდ 43-ეა _ "ფორბსის" აზრით, მისი ქონება "მხოლოდ" 1 მლრდ დოლარს შეადგენს. მდიდართა სიაში მხოლოდ ერთი ქალია _ 43 წლის ელენა ბატურინას 2,4 მლრდ დოლარის ღირებულების ქონებით 29-ე ადგილი უკავია.

მოგვყავს 44 რუსი ბიზნესმენის სია, რომელთა ქონების ღირებულება, "ფორბსის" შეფასებით, 1 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.

1. რომან აბრამოვიჩი _ $18,3 მლრდ;
2. ვაგიტ ალეკპეროვი _ $12,7 მლრდ;
3. ვლადიმირ ლისინი _ $11,3 მლრდ;
4. მიხაილ ფრიდმანი _ $10,4 მლრდ;
5. ვიქტორ ვეკსელბერგი _ $10,1 მლრდ;
6. ოლეგ დერიპასკა _ $9,0 მლრდ;
7. ალექსეი მორდაშოვი _ $8,5 მლრდ;
8. ვლადიმირ ევტუშენკოვი _ $7,7 მლრდ;
9. ვლადიმირ პოტანინი _ $7,6 მლრდ;
10. მიხაილ პროხოროვი _ $7,6 მლრდ;
11. სულეიმან კერიმოვი _ $7,5 მლრდ;
12. გერმან ხანი _ $6,7 მლრდ;
13. ისკანდერ მახმუდოვი _ $6,4 მლრდ;
14. ალექსანდრ აბრამოვი _ $6,0 მლრდ;
15. ნიკოლაი ცვეტკოვი _ $5,9 მლრდ;
16. ვიქტორ რაშნიკოვი _ $5,4 მლრდ;
17. ალექსეი კუზმიჩევი _ $5,2 მლრდ;
18. ლეონიდ ფედუნი _ $5,2 მლრდ;
19. ბიძინა ივანიშვილი _ $4,7 მლრდ;
20. ვლადიმირ ბოგდანოვი _ $4,4 მლრდ;
21. ანდრეი მელნიჩენკო _ $3,8 მლრდ;
22. სერგეი პოპოვი _ $3,8 მლრდ;
23. ალექსანდრ ლებედევი _ $3,7 მლრდ;
24. პეტრ ავენი _ $3,3 მლრდ;
25. ალიშერ უსმანოვი _ $3,1 მლრდ;
26. ლეონიდ მიხელსონი _ $3,0 მლრდ;
27. ალექსანდრ ფროლოვი _ $2,8 მლრდ;
28. მიხაილ გუცერიევი _ $2,7 მლრდ;
29. ელენა ბატურინა _ $2,4 მლრდ;
30. დმიტრი რიბოლოვლევი _ $2,1 მლრდ;
31. რუსტამ ტარიკო _ $2,0 მლრდ;
32. ვასილი ანისიმოვი _ $1,8 მლრდ;
33. იგორ ზიუზინი _ $1,6 მლრდ;
34. ვლადიმირ იორიხი _ $1,5 მლრდ;
35. დმიტრი პუმპიანსკი _ $1,5 მლრდ;
36. ფილარეტ გალჩევი _ $1,4 მლრდ;
37. ოლეგ ბოიკო _ $1,2 მლრდ;
38. სერგეი გალიცკი _ $1,2 მლრდ;
39. დავიდ დავიდოვიჩი _ $1,2 მლრდ;
40. ალექსეი ანანიევი _ $1,1 მლრდ;
41. დმიტრი ანანიევი _ $1,1 მლრდ;
42. ურალ რახიმოვი _ $1,1 მლრდ;
43. ბორის ბერეზოვსკი _ $1,0 მლრდ;
44. ანატოლი სედიხი _ $1,0 მლრდ.

სიაში მოხვედრილი ბიზნესმენები ძირითადად წარმოადგენენ ნავთობის ბიზნესს, შავ და ფერად მეტალურგიას და საფინანსო ბიზნესს.

გიორგი გვაზავა

"ბიზნესი და მენეჯმენტის" რედაქცია მადლობას უხდის ჟურნალ "ფორბსს" გაწეული კონსულტაციისათვის.