ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
იაპონური ბიზნესის პატრიარქი
#3(11), 2006
XX საუკუნეში ბევრი არ მოიძებნება კონოსუკე მაცუსიტას დარი ბიზნესმენი. ყოველგვარი ოჯახური კავშირებისა და მფარველობის გარეშე მან დააფუძნა და წარმატება მოაპოვებინა გიგანტურ საერთაშორისო კორპორაციას. მაცუსიტას არ გააჩნდა საშუალო განათლების დიპლომი, მაგრამ წარმატებით მართავდა კომპანიას, ხოლო მკითხველთა ფართო აუდიტორიაზე გასაოცარი თხზულებებით უდიდეს გავლენას ახდენდა...

მაცუსიტა აარსებს კომპანიას

კონოსუკე მაცუსიტა დაიბადა 1893 წლის 27 ნოემბერს, იაპონიაში, ვაკაიამას პრეფექტურაში (ქ. ოსაკასთან ახლოს), გაღარიბებული მიწათმოქმედის ოჯახში. ის ყველაზე უმცროსი გახლდათ ოჯახში სამ ძმასა და ხუთ დას შორის. მამამისი შემოსავალს იმით იღებდა, რომ ადგილობრივ გლეხებზე იჯარით მიწის ნაკვეთებს გასცემდა. მისი უზრუნველი ბავშვობა საკმაოდ ადრე დასრულდა. 1898 წელს კონოსუკეს მამამ ბრინჯის ბაზარზე წარუმატებელი სპეკულაციის შედეგად სახლი და მიწის ნაკვეთები დაკარგა. ქალაქში ვიწრო ბინაში ცხოვრების სირთულეებს, გამუდმებით ფულის უკმარისობას დაემატა კონოსუკეს ჯანმრთელობის გაუარესება და ინფექციური დაავადებისგან ძმებისა და დის გარდაცვალება 1901 წელს, 9 წლის ასაკში კონოსუკე მაცუსიტამ სკოლა მიატოვა. იგი თავდაპირველად ხის ნახშირის დამამზადებელი საწარმოს შეგირდი, შემდეგ კი ველოსიპედების ფაბრიკის მუშა გახდა. შეისწავლა შემკეთებლისა და ხარატის პროფესია. 15 წლის ასაკში ოსაკის მატარებელში ნანახი ელექტროობისა და ელექტრონული მოწყობილობებისადმი დიდი ინტერესი გაუჩნდა. იგი Oსაკა Eლეცტრიც Lიგჰტ ჩომპანყ-ში ელექტროშემკეთებლის თანაშემწე გახდა. ჯანმრთელობით სუსტი 23 წლის მაცუსიტა სიამაყეს გრძნობდა ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის გამო.
მაცუსიტა ახალგაზრდობიდანვე ავლენდა გამომგონებლურ ნიჭს. მას დაებადა იდეა ორიგინალური ელექტროჩამრთველის შექმნის იდეა, რომელიც Oსაკა Eლეცტრიც Lიგჰტ ჩომპანყ-ის ხელმძღვანელობას გაუზიარა, მაგრამ მათი რეაქცია გულგრილი აღმოჩნდა. მაშინ მან გადაწყვიტა საკუთარი მცირე საწარმო დაეარსებინა და დაიწყო ელექტრომოწყობილობების გამოშვება. ეს იყო 1917 წელს, როცა მთელი მისი საწყისი კაპიტალი 100 იენს შეადგენდა, ხოლო საკუთარი ბიზნესში ერთადერთი დამხმარენი იყვნენ მისი მეუღლე მუმენო და კიდევ სამი ნათესავი. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ამ ხუთეულიდან დასრულებული საშუალო განათლება არც ერთ მათგანს არ გააჩნდა! მაგრამ გარდა მაცუსიტასი, ამ ხუთეულმა შვა იაპონური ბიზნესის სასწაულის კიდევ ერთი შემოქმედი _ ეს იყო მაცუსიტას ცოლისძმა, შემდგომში ცნობილი კომპანია შANYO-ს პრეზიდენტი ტოშიო იუე.
ახალი "ფირმა" პატარა შენობის ორ ოთახში განთავსდა. პირველი სერიოზული შეკვეთა 1000 ცალი საიზოლაციო სქემის დამზადებაზე 1917 წლის ოქტომბერში მიიღეს. ამ შეკვეთამ 160 იენი შემოსავალი მოიტანა. პირველ შეკვეთას მეორე, უფრო მსხვილი შეკვეთა მოჰყვა და 1918 წელს ქ. ოსაკაში Mატსუსჰიტა Eლეცტრიც Iნდუსტრიალ ჩომპანყ დაარსდა, რომელსაც ბედმა წილად არგუნა, მომავალში მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კომპანია გამხდარიყო. პირველი დიდი წარმატება, რომელმაც ის ცნობილი გახადა, ველოსიპედის ფანრების გამოშვება იყო, რომელიც კომპანიამ 1922 წელს დაიწყო. ეს ფანრები ელემენტზე მუშაობდა და 30-დან 50 საათამდე შეეძლო ემუშავა. ამ სიახლემ შეცვალა ტრადიციული სანთლიანი ფანარი შეცვალა, რომელიც ქარის პირველივე, მცირე წამოქროლებაზე ქრებოდა, და აცეტილენის ფანარი, რომელიც წამდაუწუმ დატენვას მოითხოვდა. გაყიდვების რაოდენობამ მალე მიაღწია 2000 ეგზემპლიარს თვეში _ ეს იმ დროისათვის ფანტასტიკურად კარგი შედეგი იყო.

დეპრესიის დაძლევა

1929 წლის ამერიკაში დაიწყო დიდი დეპრესია, რომელმაც მალე იაპონიას მიაღწია. ათასობით ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩა. ყველა კომპანიის საწყობებში დიდი რაოდენობის გაუსაღებელი საქონელი დაგროვდა. მაცუსიტას კომპანიამ მიიღო გმირული გადაწყვეტილება, არ შეემცირებინა არც თანამშრომლები და არც მათი ხელფასები. წარმოების შემცირება მოხდა სამუშაო დღის განახევრების წყალობით. ამავდროულად, მაცუსიტამ მოუწოდა თავის მუშებს, ყველა ჩაბმულიყო ფირმის პროდუქციის რეალიზაციის საქმეში. შედეგმა არ დააყოვნა. ვინაიდან თითოეული მუშა დღეში რამდენიმე საათს პროდუქციის გაყიდვებზე მუშაობდა, კომპანიის საწყობები დაცარიელდა კიდევაც. ამან საშუალება მისცა კომპანიას, კრიზისი დაეძლია.
საერთო ეკონომიკური დაცემის მიუხედავად, კომპანია განვითარებას წარმატებით აგრძელებდა. მაცუსიტამ საკუთარი მოღვაწეობის ახალი ეტაპის დაწყების ოფიციალურ თარიღად 1932 წლის 5 მაისი აირჩია, როცა ორგანიზაციამ საზოგადოებასთან მიმართებაში საკუთარი მისიის თაობაზე განაცხადა. მეხუთე თვის მეხუთე დღეს ისტორიული მნიშვნელობა გააჩნდა. ამ დღეს ტოკუგავას პერიოდის (1600-1868 წლები) ერთ-ერთი სეზონური დღესასწაული "ბიჭების დღე" აღინიშნებოდა (შემდგომში, 1948 წელს ამ დღესასწაულს ახალი სახელი, "ბავშვების დღე" ეწოდა). "ბიჭების დღეს" მიღებული იყო სახლის წინ ჭოკზე სპეციალური ვიმპელების გამოფენა კობრის (ჭანარის) გამოსახულებით. ეს თევზი სახელგანთქმულია თავისი გამბედაობითა და სიმამაცით. იგი მეტაფორულად უკავშირდება იმ სიმტკიცესა და ვაჟკაცობას, რომელიც ბიჭებს მოზრდილ ასაკში უნდა გამოეჩინათ. ამგვარად, Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-ის მოღვაწეობის ახალი ეტაპის დასაწყებად უკიდურესად ხელსაყრელი იარაღი იქნა არჩეული. 1933 წელს დამტკიცდა კომპანიის ჰიმნი "Aი ტო Hიკარი ტო Yუმე დე" (სიყვარულით, სხივითა და ოცნებით), რომელიც მაცუსიტას მიერ დამკვიდრებული კიდევ ერთი სიახლე გახლდათ. ამ ჰიმნმა კომპანიის თანამშრომელთა კორპორატიული სულისკვეთების ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
1930-იანი წლების ბოლოს იაპონიის მილიტარისტულმა მთავრობამ ეკონომიკაზე პირდაპირი კონტროლის დაწესების შესაძლებლობა მიიღო. Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-მა სამხედრო პროდუქციის გამოშვება დაიწყო. შემდგომში, კონოსუკე მაცუსიტა აღნიშნავდა, რომ კომპანიას სხვა არჩევანი არ დაუტოვეს, გარდა მთავრობისადმი მორჩილებისა. მთავრობისადმი ლოიალური დამოკიდებულება ჯილდოთი აღინიშნა. კომპანიას იაპონიაში ეკონომიკური აყვავების შესაძლებლობა გაუჩნდა. იგი კორეაში, მანჯურიაში, ტაივანზე ახალ ბაზრებზე შევიდა.

ომის შემდგომი პერიოდი

მეორე მსოფლიო ომის დამთავრება მაცუსიტასა და მისი კომპანიისთვის უმძიმესი პერიოდის დაწყებას ნიშნავდა. სამხედრო პროდუქციის გამოშვებაში ამ კომპანიის მონაწილეობა იმას ნიშნავდა, რომ მეწარმის ოჯახი ძაიბატზუ (ძაიბაცუს) ოჯახების რიგს მიაკუთვნეს, ხოლო Mატსუსჰიტა Eლეცტრიც უნდა დაშლილიყო.
ტერმინი "ძაიბაცუ" გამოიყენებოდა იმ ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების აღსანიშნავად, რომლებიც დამოუკიდებელი სამეურნეო ერთეულების რანგში ცალკეული ოჯახების საერთო კონტროლქვეშ მოღვაწეობდნენ. ხელმძღვანელობა ხორციელდებოდა მმართველი ცენტრების სახით ჰოლდინგური კომპანიების მეშვეობით. მრეწველობაზე თავიანთი კონტროლის შესანარჩუნებლად, ეს ჯგუფები საკუთარი აქციების გავრცელებას ზღუდავდნენ, ამტკიცებდნენ მენეჯერების დანიშვნას, იყენებდნენ სხვა ზომებს. XX საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს ეს საფინანსო ჯგუფები იაპონიის მრეწველობაში წამყვან (ექსკლუზიურ) პოზიციებს იკავებდნენ, რაც მონოპოლისტობას ნიშნავდა. ამერიკულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ეკონომიკის დემოკრატიზაციის მიზნით ყველა "ძაიბაცუს" დაშლა გადაწყვიტა. მათ არ სურდათ იაპონური მილიტარიზმის კვლავ აღორძინება. მაცუსიტა კომპანიის ხელმძღვანელობას იძულებით ჩამოაშორეს.
კომპანია Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-ის პროფკავშირები ამ დროს გაფიცვების აქციებს ატარებდა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. პროფკავშირების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საპროტესტო გამოსვლები შეეწყვიტათ. მათ გაავრცელეს პეტიცია "მთავარი ფიგურის შენარჩუნების" მოთხოვნით და 15 000(!) ხელმოწერა შეაგროვეს. საოკუპაციო ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია შეარბილა, რადგანაც პროფკავშირების პეტიციის მიხედვით ითხოვდნენ არა კომპანიის მეთაურის გადადგომას, არამედ მის პოსტზე დარჩენას. ამით გაკვირვებულმა მაშინდელმა ხელისუფლებამ მაცუსიტას ოჯახი "შავი სიიდან" ამოშალა, მისმა მეთაურმა პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა, კომპანია კი განადგურებას გადაურჩა.
საოკუპაციო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ, მაცუსიტამ 1951 წელს ამერიკასა და ევროპაში იმოგზაურა. იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამერიკა მისი კომპანიისთვის გასაღების მსხვილ ბაზრად შეიძლებოდა გადაქცეულიყო. 1952 წელს კონოსუკე მაცუსიტამ მჭიდრო საქმიანი კავშირები დაამყარა. შეიძინა ევროპული ფირმა Pჰილიპს-ის ლიცენზირებული ტექნოლოგიები. 1953 წლიდან Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-მა სარეცხი მანქანების, ტელევიზორების, მაცივრების საცდელი პარტიის გამოშვება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ამ სახის პროდუქციას მტვერსასრუტებიც დაემატა. 1957 წლიდან კომპანიამ მაღალხარისხიანი რადიომიმღებების აწყობა უზრუნველყო, 1958 წელს შეიმუშავა ფერადი ტელევიზორის პირველი მოდელი. შიდა ბაზარზე პროდუქციის წარმატებული რეალიზაცია თავისებური პლაცდარმი აღმოჩნდა ამბიციური საერთაშორისო სტრატეგიის შესამუშავებლად, რომელიც დამოკიდებული არ იყო იმ დროს გაბატონებული ვაჭრობის იაპონურ სისტემაზე. Mატსუსჰიტა Eლეცტრიც ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც სამუშაო ძალის დაბალი ღირებულების უპირატესობა გამოიყენა. ამ ფირმამ დოლარის მაშინდელი კურსი მიაბა აღმოსავლეთ აზიაში გატანილი იმპორტული პროდუქციის ფასებზე.
კომპანიამ მნიშნელოვან წარმატებას მიაღწია 1970-იან წლებში. ამ პერიოდში ჟVჩ (კომპანია, სადაც კ. მაცუსიტა აქციების 50%-ს ფლობდა) სხვა მოკავშირეებთან ერთად კომპანია შონყ-ს დაუპირისპირდა. ბრძოლა მიმდინარეობდა კასეტიანი ვიდეომაგნიტოფონების სტანდარტების დასადგენად. მაცუსიტამ საკუთარი სისტემა შეიმუშავა, მაგრამ შეიტყო, რომ ჟVჩ VHშ-ის უფრო სრულყოფილ სისტემაზე მუშაობდა. ამიტომაც აკიო ტანინმა (Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-ის კასეტიანი ვიდეომაგნიტოფონების სისტემის შემმუშავებელმა) მხარი დაუჭირა VHშ-ის სისტემაში სამუშაოების შეჩერებას.  Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-ის პროდუქციის გამოშვების შეფერხება ერთი შეხედვით იმას ნიშნავდა, რომ VHშ-ის ახალ სისტემაზე დამკვიდრებამდე, შონყ Bეტამახ-ის სისტემის ბაზარზე მონოპოლისტი გახდებოდა. მიუხედავად  ამისა, კონოსუკე მაცუსიტამ თავიანთი მომხრეები იმაში დარწმუნა, რომ შონყ-ს არ გააჩნია საკმარისი საწარმოო სიმძლავრეები, ხოლო კავშირი ჟVჩ-სა და  Mატსუსჰიტა-ს შორის ორივე კომპანიას საშუალებას მისცემდა ბაზარზე დამკვიდრებულიყო საკუთარი ტექნიკური და მარკეტინგული უპირატესობის გამოყენების წყალობით. ეს ორი კომპანია ერთობლივი ძალებით VHშ-ის სისტემის დარგის სტანდარტად დაამკვიდრებდა, რაც საბოლოო ჯამში მოხდა კიდეც.
კონოსუკე მაცუსიტა კომპანიის მეთაურად მრავალი წლების განმავლობაში რჩებოდა. პოსტიდან 1973 წელს გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის უშუალო ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა, იქ მნიშვნელოვანი გავლენა შეინარჩუნა. გადადგომის შემდეგ გარდაცვალებამდე მას სპეციალური მრჩეველის პოსტი ეკავა. პენსიაზე გასვლის შემდეგ, იგი დიდ დროს უთმობდა ბიზნესის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ნაშრომების შექმნას. კ. მაცუსიტა 1987 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ მომენტისათვის მისი ქონება შეფასებული იქნა 244,9 მილიარდ იენად. ეს გახლდათ თანამედროვე იაპონიის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე უმაღლესი მაჩვენებელი.

კომპანიის დღევანდელი დღე

სახელგანთქმული ბრენდის _ Pანასონიც-ის მამამ კონოსუკე მაცუსიტამ საკუთარი კომპანიისთვის ისეთი ფილოსოფია შექმნა, რომელმაც მას ელექტრონიკის მსოფლიო ბაზარზე მრავალწლიანი ლიდერობა მოუტანა. XXI საუკუნეში Mატსუსჰიტა Eლეცტრიც გარკვეულ კრიზისში აღმოჩნდა – გამკაცრდა კონკურენცია, შემცირდა მოთხოვნა ელექტრონულ მოწყობილობებზე. გიგანტური ბიზნესის კრიზისიდან გამოსაყვანად საჭირო გახდა მაცუსიტას მიერ ნაანდერძევი მმართველობის კანონების უარყოფა. მილიარდიანი ზარალის გამო ელექტრონული გიგანტიც იძულებული გახდა რევოლუცია მოეხდინა. კომპანიის კრიზისიდან გამოსაყვანად Mატსუსჰიტა Eლეცტრიც Iნდუსტრიალ-ის ახალმა დირექტორმა კუნიო ნაკამურამ უარი განაცხადა მმართველობის ზოგიერთ პრინციპზე, რაზეც თავის დროზე კომპანიის გურუ და დამაარსებელი კონოსუკე მაცუსიტა ქადაგებდა. მიუხედავად შოკისმომგვრელი სიახლეებისა, კუნიო ნაკამურა ამტკიცებდა, რომ პატივს მიაგებს ფირმის დამაარსებლის სახელს და მის ტრადიციებს აგრძელებს.
ბოლო დრომდე, ისეთი გიგანტები (როგორებიც არიან შონყ, Hიტაცჰი, თოსჰიბა  და  Mატსუსჰიტა), ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდნენ და იზრდებოდნენ ერთმანეთის მოღვაწეობაზე დაკვირვებით. კომპანიები თითქმის ერთდროულად გამოდიოდნენ გასაღების ახალ ბაზარზე, ითვისებდნენ ახალ ტექნოლოგიებს და სიახლეებს მსგავსი სახელწოდებებით უშვებდნენ. "ერთიანი უღელის" ამგვარმა სტრატეგიამ ყველა ამ კომპანიისთვის ელექტრონიკის მსოფლიო ბაზრებზე ლიდერობა სტაბილურად უზრუნველყო. მიუხედავად ასეთი წინსვლისა, 2000 წლიდან კომპანიებმა უდიდესი ზარალი განიცადეს, რამაც იაპონური კორპორაციები ლიდერის პოზიციის დაკარგვამდე მიიყვანა. მათი ბიზნესი ამ პერიოდისთვის მიმართული იყო მხოლოდ ექსპორტის გაზრდისკენ, პროდუქციის ხაზის გაფართოებისკენ. "ელექტრონული ექსტრავერტები" იძულებით "ინტროვერტებად" გადაიქცნენ და ნაკლის მოძიება საკუთარ შიგა მმართველობაში დაიწყეს.
კორპორაცია Mატსუსჰიტა-ს სუსტი წერტილი აღმოჩნდა არა ტექნოლოგიები, არამედ მარკეტინგი. მსოფლიო ბაზარზე დინამიური ცვლილებები დაიწყო, კომპანია კი ზედმეტქად მოუქნელი რჩებოდა. Mატსუსჰიტა-ს მმართველთა საბჭო ახალი პროდუქტების შექმნამ გაიტაცა, სამაგიეროდ "ავიწყდებოდათ" წარმოებიდან მოეხსნათ მორალურად მოძველებული ის პროდუქცია, რომელიც მოსახლეობაში მოთხოვნილებით არ სარგებლობდა. 2000 წელს ძირითადი ბრენდი – Pანასონიც ძველებურად დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა მსოფლიოში. კომპანია მყარ პოზიციებს ინარჩუნებდა იაპონურ ბაზარზე ფიჭური ტელეფონების, DVD-მოწყობილობების, ავტომობილის ავტომატური მართვის სისტემათა მიმართულებით. მიუხედავად ამისა, Mატსუსჰიტა-ს მდგომარეობა ტელევიზორებისა და ვიდეომაგნიტოფონების სექტორში შესამჩნევად შესუსტდა. 2002 წელს  Mატსუსჰიტა-მ უდიდესი ზარალის თაობაზე განაცხადა. ამ ფინანსური წლის განმავლობაში კომპანიამ 3,24 მილიარდი დოლარი დაკარგა. გაყიდვების მოცულობა 10%-ით შემცირდა, რამაც 51,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიაში გაყიდვების დონის შემცირება პრაქტიკულად ყველა სექტორში აღინიშნა: ეს იყო მობილური ტელეფონების, ქარხნის დაზგების, რობოტების წარმოება, ნახევარგამტარებისა და ელექტრონული კომპონენტების ჩათვლით.
Mატსუსჰიტა-მ ასეთი წარუმატებელი ფინანსური მოღვაწეობის გამო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია ძირითად კონკურენტს შონყ-ს დაუთმო. უზარმაზარი დანაკარგები გამოიწვია მათ შორის რესტრუქტურიზაციაზე გაწეულმა დანახარჯებმა, რომლის დაწყების გადაწყვეტილება 2 წლით ადრე მიიღეს. გეგმის _ "XXI საუკუნის ფასეულობის შექმნა" _ რეალიზაციაზე Mატსუსჰიტა-მ 1,28 მილიარდი დოლარის დახარჯვა გადაწყვიტა.
2001 წელს კორპორაციის ხელმძღვანელობამ ხელი შეუწყო რამდენიმე ტექნოლოგიური კავშირის შექმნას. 2001 წლის აგვისტოში Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-მა და კომპანია NEჩ (კომპიუტერების, საკომუნიკაციო საშუალებების, ელექტრონული მოწყობილებების წარმოების ლიდერმა) შეკავშირება გადაწყვიტეს მობილური ყურმილების ბაზარზე ექსპანსიის განხორციელების მიზნით. ერთი თვის შემდეგ, ნაკამურამ (უკვე Mატსუსჰიტა-ს პრეზიდენტის რანგში) ერთობლივი საწარმო თოსჰიბა-სთან ერთად შექმნა. 
2002 წელს სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისთვის, მარკეტინგისთვის გაწეული დანახარჯების შემცირების მიზნით Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-მა ხუთი წინა წლებში გამოყოფილი შვილობილი კომპანიები "გადაყლაპა", ხოლო წარმოების ნაწილი ჩინეთში გადაიტანა. მსგავსი ქმედებანი, რესტრუქტურიზაციაზე და კონკურენციაზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით საკმარისად შედეგიანი არ აღმოჩნდა – პრაქტიკულად ყველა იაპონური ბრენდები იმ მომენტისთვის ჩინეთში არსებულ ქარხნებში იწარმოებოდა, ამიტომაც Mატსუსჰიტა-ს ამგვარმა განცხადებამ წარმოების გადატანის თაობაზე ბაზარზე რაიმენაირი რეაქცია არ გამოიწვია.
მსოფლიო გიგანტის ჭეშმარიტი გარდაქმნა მაშინ დაიწყო, როცა ნაკამურამ კომპანიის მართვის ურყევი პრინციპების გადახედვა გადაწყვიტა, მაგალითად, მან უარი განაცხადა თანამშრომელთა სიცოცხლის ბოლომდე დაქირავების პრაქტიკისაგან – რაც კომპანიაში შრომითი ურთიერთობების სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. 290 000 თანამშრომლისგან შემდგარი შტატი "ზედმეტად" ძვირადღირებული აღმოჩნდა, დანახარჯებს ვერ ანაზღაურებდა. ნაკამურამ პირველად Mატსუსჰიტა-ს ისტორიაში პერსონალის შეკვეცა გადაწყვიტა. 2000-2001 წლებში 290 000 თანამშრომლიდან დაახლოებით 13 000 უმუშევარი დარჩა. შემცირება ძირითადად საშუალო რგოლს შეეხო. კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს ნაბიჯი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ საკვირაო შემწეობამ, 2001 წლის საპენსიო რეფორმამ კომპანიის დანახარჯები რესტრუქტურიზაციაზე მნიშვნელოვნად შეამცირა.
ნაკამურამ მმართველობითი პირამიდა 13-დან 3 დონემდე შეამცირა. უფლებამოსილებათა მნიშვნელოვანი ნაწილი მან ახალგაზრდა დიზაინერ ქალებს ანდო სხვა სპეციალისტებთან ერთად. მათი ასაკი 30-დან 40 წლამდე შემოიფარგლა. ნაკამურას არგუმენტი ამგვარი გახლდათ – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელსაც ქალები იყენებენ, არ უნდა შექმნან ასაკოვანმა მამაკაცებმა. ახალი პროდუქტების შემუშავებაზე დასაქმებულნი იქნენ მარკეტოლოგები და არა ინჟინრები. თვით ნაკამურას მანამადე მარკეტინგის დარგში დირექტორის პოსტი ეკავა. ამგვარი გარდასახვა შემდეგნაირად მოხდა:
2001 წელს Mატსუსჰიტა-ს ტელევიზორებმა კონკურენციას ვერ გაუძლეს და პირველობა შონყ ჭეგა-ს ბრტყელეკრანიან ტელევიზორებს დაუთმეს. ნაკამურა იმ დროს აუდიოვიზუალური განყოფილების მეთაური გახლდათ. მან ასეთი შეკითხვა დასვა: რატომ არ იწარმოება ბრტყელეკრანიანი ტელევიზორები Mატსუსჰიტა-ს ემბლემით? ინჟინერმა უპაუხა, რომ გამოსახულების ცენტრალური ნაწილი ამგვარ ეკრანზე შიგნით "იკარგება". ბაზარმა არჩევანი უკვე გააკეთა ბრტყელი ეკრანების სასარგებლოდ, ინჟინერი ცდილობდა ნაკამურასთვის დაემტკიცებინა, რომ ასეთი პროდუქტი ხარისხით უარესია. ნაკამურამ პირადად მოითხოვა დიზაინის შეცვლა. ამით მან იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ დაამტკიცა ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურობა – ხელმძღვანელის მიერ. მაცუსიტა კი თავის დროზე მხარს უჭერდა "თანამშრომლის სრული დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის" პრინციპს!
კომპანიის ახალი დირექტორატის კიდევ ერთი გადამრჩენელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ბრენდების რაოდენობის შემცირება. კორპორაცია Mატსუსჰიტა-მ (რომელიც ფლობდა სავაჭრო ნიშნებს – Pანასონიც, Nატიონალ, თეცჰნიცს  და Qუასარ) გადაწყვიტა ბრენდი Nატიონალ-ი მხოლოდ შიგა ბაზარზე შეენარჩუნებინა. ამჟამად, კომპანიის თითქმის მთლიანი პროდუქცია Pანასონიც-ის სავაჭრო ნიშნით გამოდის.  (ეს ნიშანი Mატსუსჰიტა-ს მსოფლიო გაყიდვების 90%-ს მოიცავს). Mატსუსჰიტა-ს ხელმძღვანელობის თქმით, კომპანია აპირებს კონკურენტების მაგალითს მიბაძოს – შონყ-მ და შამსუნგ Eლეცტრონიცს-მა ყურადღება მხოლოდ ერთ – ადვილად ცნობად ბრენდზე გაამახვილოონ. ამ ნაბიჯმა Mატსუსჰიტა-ს საშუალება მისცა მნიშვნელოვნად გაეზარდა სარეკლამო ბიუჯეტი, რომელიც ამჯერად მხოლოდ ერთი ბრენდის – Pანასონიც-ის წინსვლისაკენ არის მიმართული.
Mატსუსჰიტა-მ სწორედ ასე მოიშორა ბალასტი და თავისი ბიზნესი კვდომის მდგომარეობიდან გამოიყვანა. 2003 საფინანსო წელი Mატსუსჰიტა Eლეცტრიც Iნდუსტრიალ-მა პირველად 2001 წლიდან დაწყებული _ მოგებით დაასრულა, რამაც 42,1 მილიარდი იენი (38,5 მილიონი დოლარი) შეადგინა. 2002 წელს კომპანიის ზარალი 19,5 მილიარდ იენს შეადგენდა.
კორპორაცია Mატსუსჰიტა-მ ბრტყელეკრანიანი ტელევიზორების ბაზარზე კომპანია შონყ-ს შევიწროება მოახერხა. მოსალოდნელზე 1 წლით ადრე Mატსუსჰიტა-მ პლაზმური ტელევიზორების წარმოება დაიწყო (დიაგონალით 42 და 50 დიუმი).
2002 წელს კორპორაციამ პლაზმური ტელევიზორების სწრაფადმზარდი და უკიდურესად შემოსავლიანი ბაზრის 24% დაიკავა, მაშინ, როცა შონყ-ის შემოსავლები ამ მიმართულებით 3-ჯერ ნაკლები იყო. ბრენდმა Pანასონიც საკუთარი პოზიციები გაამყარა Pლაყსტატიონ-ის სექტორში. Mატსუსჰიტა პიონერი გახდა, შემდეგ კი წამყვანი მდგომარეობა დაიკავა (ბაზრის 50%-ზე მეტი) – აბსოლუტურად ახალ სავაჭრო კატეგორიაში DVD ჩამწერებში მყარი დისკით, რომელმაც ბაზრიდან ვიდეომაგნიტოფონები და ჩვეულებრივი DVD-პლეიერები "გამოაძევა".
იყო დრო, როცა Mატსუსჰიტა-ს Mანესჰიტა ("იმიტატორი") უწოდეს. მაშინ კომპანია მარტივად იქცეოდა – ელოდა შონყ ან რომელიმე კონკურენტი როდის აწარმოებდა ინოვაციურ (ახალ) პროდუქტს. შემდეგ კი მაქსიმალურად სწრაფად მის დახვეწას, გაიაფებას და ბაზარზე უზარმაზარი რაოდენობით გამოშვებას ახერხებდა. ამჯერად, კონკურენტებს მოუწევთ Mატსუსჰიტა-ს მიბაძვა. ასე, მაგალითად კომპანია შონყ-მ კომპანიის რესტრუქტურიზაციის ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც დანახარჯების შემცირებას, ძალაუფლების ახალგაზრდა თანამშრომლებზე გადაცემას და ახალი თაობის პროდუქციის წარმოებას ითვალისწინებს. ეს გეგმა თითქმის ზუსტი ასლია იმ პროგრამისა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ კუნიო ნაკამურამ წარადგინა.
რას წარმოადგენს  Mატსუსჰიტა Eლეცტრიც Iნდუსტრიალ-ი დღეს? იგი უშვებს საყოფაცხოვრებო, საოფისე ელექტრონიკის მთელ სპექტრს, კომპიუტერებს, სამრეწველო და სამედიცინო მოწყობილობებს, კავშირგაბმულობის საშუალებებს, ნახევარგამტარებს. კომპანია მუშაობს 46 ქვეყანაში. მაგალითად, 2003 საფინანსო წელს გაყიდვების მოცულობამ 71,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, მათგან 34,85 მილიარდი დოლარი საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოდის. სამეცნიერო კვლევებზე კომპანიამ იმავე წელს 5,57 მილიარდი დოლარი დახარჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Mატსუსჰიტა პირველობისთვის ბრძოლას მკაცრი კონკურენციის პირობებში კვლავაც აგრძელებს.
კომპანიის ხელმძღვანელობა, ინჟინრები, სწავლულები გამოირჩევიან სამყაროზე ფხიზელი, პრაგმატული შეხედულებით. ისინი პოზიტიურ ცვლილებებს მიესალმებიან. კომპანიის ყველა თანამშრომელი კარგად აცნობიერებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიები ადამიანის ყოფაში ცვლილებების მომტანია. კომფორტული პირობების შექმნის გარდა, ისინი ადამიანის მსოფლმხედველობას ცვლიან. ახალი ინფორმაციის შეძენის პროცესში მონაწილეობას იღებენ, მათ საკუთარი ცოდნის გაფართოების შესაძლებლობას აძლევენ. კითხვაზე "რას აკეთებთ ფირმა Mატსუსჰიტა Eლეცტრიც?" – ნებისმიერი თანამშრომელი გიპასუხებთ: "ჩვენ ვქმით ადამიანებს, მათი ცხოვრების სტილს, ასევე ვაწარმოებთ ელექტროტექნიკურ საქონელს".

მაცუსიტას წვლილი

ჰენრი ფორდის გამოცდილებიდან მაცუსიტამ მშვენივრად აითვისა ის, რომ მოთხოვნილების გაზრდა პროდუქციაზე შეიძლებოდა მასობრივი წარმოებისა და საქონელზე ფასების შემცირების ხარჯზე. საკუთარ კომპანიაში მან იდეები მასობრივი წარმოების თაობაზე სტრატეგიის დონემდე განავითარა, რომელიც იაპონური მენეჯმენტის ეტალონად გადაიქცა. ამგვარი შედეგების მისაღწევად მაცუსიტას უნდა მოეხდინა ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდების ადაპტირება და სრულყოფა, რომელიც სულაც არ გახლდათ დამახასიათებელი ისეთი კორპორაციებისთვის, როგორიც ძაიბაცუ და სხვა მსხვილი სავაჭრო ფირმები იყო. მან საკუთარი კომპანიის საზოგადოებაში ადგილი განსაზღვრა შემდეგი, თითქმის რელიგიური  პათოსით აღვსილი სიტყვებით: "Mატსუსჰიტა Eლეცტრიც-ის დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს საქონლის უწყვეტი მიწოდება და ამგვარად მიაღწიოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და აყვავებას." მისი ძალისხმევა, შესაბამისობაში მოეყვანა კომპანიის სტრატეგია საზოგადოების სტრუქტურასა და კულტურასთან აღტაცების ღირსია. გაურკვევლობის პირობებში მაცუსიტას რეაქცია მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე გამოიხატა იმაში, რომ მან შექმნა ინსტიტუტი "აყვავებიდან მშვიდობისა და ბედნიერებისკენ". ეს სასწავლო დაწესებულება გამოსცემდა მაცუსიტას მმართველობით "ქადაგებებს" (ნაშრომებს) და ამზადებდა მენეჯერებს. 1980 წელს მან სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის სკოლა შექმნა, რომლის მიზანიც 80-90-იანი წლების ახალი იაპონელი ლიდერების მომზადება იყო.
1933 წელს Mატსუსჰიტა Eლეცტრიც კომპანიებს შორის პირველი იყო, რომელმაც მმართველობის დანაწევრებული სტრუქტურა გამოიყენა. იგი უზრუნველყოფდა მიღწეული შედეგების ძალიან დიდ თვალსაჩინოებას. გადანაწილდა პასუხისმგებლობა სხვადასხვა განყოფილებებს შორის, იქმნებოდა წარმოდგენები კომპანიის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. დანაწევრების პროცესის ტენდენციებს უპირისპირდებოდა კომპანიის სტრუქტურული ერთეულების დაკავშირების მეთოდები, რომლებიც სტრუქტურული გარდაქმნების შემდგომ პროგრამებში გამოიყენეს. სხვა საორგანიზაციო სიახლე, რომელიც პირველად მაცუსიტამ გამოიყენა, გახლდათ იაპონურ კომპანიებში 5-წლიანი ბიზნეს-გეგმების შემოღება, ისეთი განყოფილებების შექმნა, რომელთა მოღვაწეობის ეფექტურობა შეფასდებოდა მიღებული მოგების მოცულობის მიხედვით.
კ. მაცუსიტა უდიდეს ყურადღებას აქცევდა პროდუქციის რეალიზაციის ეფექტურობას. იგი თანამშრომლობდა ერთარხიანი სავაჭრო არხის შექმნისას უშუალოდ საცალო ვაჭრობის დაწესებულებებთან, კავშირები გააჩნდა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ვაჭრობის ორგანიზებას აფინანსებდა. ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებმა მას შესაძლებლობა მისცა გაზრდილიყო საბაზრო წილები, დაეზოგათ სახსრები ხარისხიანი საქონლის წარმოების შემთხვევაში. მიზანი ერთი გახლდათ: მასობრივი წარმოების დანერგვა მასობრივი მომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
შონყ-სთან VHშ-ის სტანდარტისათვის ბრძოლაში მოპოვებულმა წარმატებამ კარგად დაადასტურა ინოვაციებისადმი კომპლექსური მიდგომის მნიშვნელობა. აუცილებელია ტექნიკური მიღწევების მოხდენილი შერწყმა მარკეტინგულ და საწარმოო ძალისხმევასთან.
იგი ერთ-ერთი უდიდესი მრეწველი გახლდათ, რომელმაც იაპონიის ომისშემდგომი ეკონომიკური წარმატება განსაზღვრა. კონოსუკე მაცუსიტამ ხელი შეუწყო მრავალი საორგანიზაციო და მმართველობითი სიახლის დანერგვას, რომლებიც დღეს იაპონური ბიზნესის განმასხვავებელ მახასიათებლებად განიხილება. გარდა ამისა, მან ხელი შეუწყო ბიზნესის ფილოსოფიის განვითარებას. მასში იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქონლის წარმოებასთან სხვადასხვა ჯგუფებს – მომხმარებლებს, საწარმოთა თანამშრომლებს, მიმწოდებლებს უმჭიდროესი კავშირი გააჩნია.
კ. მაცუსიტას ხასიათი მისი ფორმით მარტივ თხზულებებში გამოვლინდა, რომლებიც ძალიან ჰგავდა "კონსერვატიული სკოლის მოხუცი კეთილი ბერის" შრომებს. მისი ძირითადი ნაშრომია: "Qუესტ ფორ Pროსპერიტყ: თჰე Lიფე ა ჟაპანესე Iნდუსტრიალისტ" (1988 წ).
მან საკუთარ მემუარებში აღიარა, რომ მეუღლესა და ოჯახს მცირე დროს უთმობდა, თანაც მკითხველს თხოვდა "შეეგნოთ, რომ იგი XIX საუკუნის ადამიანი იყო".
ოჯახური კავშირებისა და მფარველობის გარეშე კონოსუკე მაცუსიტამ დააფუძნა და წარმატებამდე მიიყვანა უმსხვილესი კომპანია. მისი საწარმო პატარა სახელოსნოდან გიგანტურ საერთაშორისო კორპორაციად გადაიქცა, რომლის წლიური ბრუნვა 35 მილიარდ დოლარს უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნდა განათლების დამადასტურებელი დიპლომი, იგი წარმატებით მართავდა კომპანიას, მკითხველთა ფართო აუდიტორიაზე უდიდეს გავლენას ახდენდა თავისი გასაოცარი თხზულებით.
გასულ მეოცე საუკუნის ისტორიაში ცოტა თუ მოიძებნება იაპონელი კონოსუკე მაცუსიტას მასშტაბის მეწარმე. მან ნულიდან დაიწყო, სიცოცხლის ბოლოს კი 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება დაუგროვდა. მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ Mატსუსჰიტა Eლეცტრიც Iნდუსტრიალ Lტდ-ს კაპიტალმა 1989 წლისათვის (მაშინ, როცა მაცუსიტა გარდაიცვალა) 42 მილიარდ(!) დოლარს მიაღწია.
კონოსუკე მაცუსიტა არა მარტო ნიჭიერი გამომგონებელი და მენეჯერი გახლდათ, არამედ მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდების (Pანასონიც, Nატიონალ, თეცჰნიკს და სხვები) მამა, დამაარსებელი. მდიდრული ვილების შეძენის მაგიერ, იგი ცდილობდა იაპონიის პოლიტიკური სისტემის რეფორმირებას, მუშაობდა ათეულობით სამოქალაქო პროექტებზე.
1970-80-იან წლებში მაცუსიტამ ფილანტროპის, მისიონერის, სოციალური ფილოსოფიის, სახელმწიფო მოღვაწის თვისებები საკუთარ თავში აღმოაჩინა. საკუთარი უზარმაზარი სამეწარმეო გამოცდილება კონოსუკე მაცუსიტამ 5 მცნების სახით გადმოსცა, რომელიც საჭირო იყო წარმატებული ბიზნეს-გუნდის შესაქმნელად: 1) ემსახურე საზოგადოებას; 2) შეინარჩუნე პატიოსნება და ღირსება; 3) ერთობლივად იღვაწეთ საერთო კეთილდღეობისთვის; 4) მუდმივად ილტვოდე სრულყოფილებისკენ; 5) იყავი თავაზიანი და კაცთმოყვარე; ყველა ეს სენტენცია სადღეისოდ ძველმოდური მოსჩანს, მაგრამ სწორედ მათი ამოქმედებით იაპონია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ლიდერი შეიქმნა. კონოსუკე მაცუსიტას მმართველობითმა პრინციპებმა მთლიანად დაარღვია სტერეოტიპული წარმოდგენები კორპორაციაზე, როგორც ბიუროკრატიულ სტრუქტურაზე ცენტრალიზებული მრავალსაფეხურიანი სისტემით, დიდი დანახარჯებითა და დროის მოთხოვნებზე შენელებული რეაქციით.
ერთადერთი სურვილი, რომელიც მან 1975 წელს ხუმრობით წარმოთქვა, იყო ის, რომ სურდა კიდევ 26 წელი ეცოცხლა, XXI საუკუნეს რომ მოსწრებოდა. უდიდესმა ადამიანმა ამ სურვილის ახდენა სამწუხაროდ ვერ მოახერხა. იგი 1987 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა...

უდიდესი მეწარმის აფორიზმები

- ბიზნესში თქვენს კოლეგებთან ისეთივე ურთიერთობა დაამყარეთ, როგორიც საკუთარი ოჯახის წევრებთან გაქვთ. აყვავება ბევრად არის დამოკიდებული თქვენს კომპანიონებთან და თანამშრომლებთან ურთიერთგაგებაზე.
- გაყიდვების შემდგომი მომსახურება უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი, ვიდრე გაყიდვა. მხოლოდ კლიენტისადმი ყურადღების გამოჩენით შეიძლება მისი ნდობისა და მუდმივობის მოპოვება.
- ნუ შეაჩეჩებთ მყიდველს საქონელს, რომელიც მას არ მოსწონს. მხოლოდ ისეთი გაყიდეთ, რომელიც მას სარგებლობას მოუტანს.
- სამრეწველო მარაგის გარეშე დარჩენა მხოლოდ საკუთარი დაუდევრობით შეიძლება. თუკი ასეთი რამ მოხდება, საკუთარ მყიდველებს ბოდიში მოუხადეთ და შეატყობინეთ, რომ მიაწოდებთ ყველაფერს, რასაც მოითხოვენ.
- როცა ვერ იღებთ მოგებას, ჩადიხართ დანაშაულს საზოგადოების წინააღმდეგ; ჩვენ საზოგადოებიდან ვიღებთ კაპიტალს, ვქირაობთ ჩვენს მოქალაქეებს, ვიყენებთ მასალებს, მაგრამ თუკი მოგებას მაინც ვერ ვიღებთ, ვანიავებთ საკუთარ რესურსებს, რომელსაც სხვაგან უკეთესად გამოიყენებდნენ.

ვეფხია სამსონიძე