ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
მსოფლიოს 2006 წლის ყველაზე ფასეული ბრენდები
#3(11), 2006
წამყვანი საერთაშორისო ბრენდ-კონსალტინგური კომპანია Interbrand Group კვლავ "შეამხანაგდა" Business Week-თან მსოფლიოს ყველაზე ფასეული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგის გამოქვეყნების მიზნით. უკვე მეექვსე წელიწადია "მსოფლიოს ყველაზე ფასეული ბრენდები" ავლენს 100 საერთაშორისო ბრენდს, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ საკუთარ მაღალ ღირებულებას დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე.

Iნტერბრანდ Gროუპ – წამყვანი საერთაშორისო ბრენდ-კონსალტინგური კომპანიაა, რომელიც ავტორია ყოველწლიური რეიტინგის მსოფლიოს "ყველაზე ფასეული ბრენდები". Bუსინესს ჭეეკ-თან თანამშრომლობის შედეგად აერთიანებს მმართველობითი კონსალტინგის სტრატეგიასა და ანალიზს ბრენდინგისა და დიზაინის შემოქმედებით სულისკვეთებასთან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ ციკლს, რომელიც მის კლიენტებს ეხმარება ყველაზე ფასეული აქტივების – ბრენდების შექმნაში, განახლებაში, მხარდაჭერაში, შეფასებაში. საერთაშორისო ქსელი Iნტერბრანდ Gროუპ 1974 წელს შეიქმნა. იგი მოღვაწეობს 30 ქალაქში და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. მის კლიენტებს შორის არიან ყველაზე წამყვანი კომპანიები.
Bუსინესს ჭეეკ _ წამყვანი საერთაშორისო ბიზნეს-მედია ორგანიზაციაა, რომელიც წარადგენს დამოუკიდებელ ანალიზს და მიმოხილვას ბიზნესის მსოფლიო ლიდერების შესახებ. ჟურნალი Bუსინესს ჭეეკ შეიქმნა 1929 წელს – მისი დამფუძნებელია კომპანია MცGრაწ-Hილლ, რომელიც თავისი ბაზრის ლიდერია. ამ ჟურნალის მკითხველი 140 ქვეყანაში 5 მილიონამდე აღწევს. 1994 წლიდან ინტერნეტით ამოქმედდა რესურსი Bუსინესს ჭეეკ Oნ ლინე – რომელიც მკითხელს აცნობს ბიზნესის სიახლეებს, სანამ იგი ბეჭდური სახით გამოვა.  Bუსინესს ჭეეკ ჭეეკენდ აშშ-ში მცხოვრები ოჯახების 80% უცქერს. იგი ყოველკვირეულად მაყურებელს მოუთხრობს მნიშვნელოვან ფინანსურ და ბიზნეს-სიახლეებზე სამომხმარებლო ბაზრის ახალ ამბებზე.
ამდენად, ამ ორი ავტორიტეტული ორგანიზაციის მეშვეობით გამოქვეყნებული რეიტინგი დიდ ღირებულებას წარმოადგენს. ბრენდის ღირებულება განისაზღვრება იმ მეთოდით, რომელიც პირველად Iნტერბრანდ Gროუპ-მა 20 წლის წინ გამოიყენა და მას შემდეგ მის მიხედვით აფასებს 4 000-ზე მეტ ბრენდს. ბრენდის ღირებულება განისაზღვრება როგორც წმინდა მოყვანილი ღირებულება ბრენდის მომავალი მოგებიდან 2005 წლის 1 ივლისიდან 2006 წლის 30 ივნისის ჩათვლით (ანუ, შეფასების ძირითადი კრიტერიუმია მოგება და არა გაყიდვების მოცულობა). რეიტინგის სიაში მოსახვედრად ბრენდის ღირებულება უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 2,7 მილიონ დოლარს. მოგების მესამედს უნდა იღებდეს ჩამოყალიბების ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ეს ფირმა ღიად უნდა აქვეყნებდეს ფინანსურ აღრიცხვიანობას და მარკეტინგულ მონაცემებს, იყოს ფართოდ ცნობილი მოღვაწეობის ადგილის ფარგლებს გარეთ.
2006 წელს რეიტინგმა მრავალი აღმოჩენა გააკეთა. აღინიშნება ზოგიერთი ბრენდის მაჩვენებელთა მნიშვნელოვანი ზრდა, ზოგის მაჩვენებელთა კი, პირიქით, მნიშვნელოვანი შემცირება. 2006 წლის რეიტინგის შედეგები ნათლად აჩვენებენ, რომ თუკი კომპანია პროაქტიურად არ მართავს ბრენდს, ამ სამუშაოს თვით ბაზარი არეგულირებს, რის გამოც კომპანია ურთულეს მდგომარეობაში ვარდება. ვინც საკუთარი მაჩვენებლები გააუმჯობესა ან პირველად მოხვდა რეიტინგში, საკუთარი ბრენდების განვითარებისა და მართვის სპეციალური სტრატეგიები გამოიყენეს.
საკუთარი ფინანსური მდგომარეობის მუდმივი გაუარესების შემდეგ (2000-2004 წლის პერიოდში) Nოკია (რეიტინგის მიხედვით დაიკავა მეექვსე ადგილი) კვლავ თავისი ინდუსტრიის ლიდერი გახდა. ამ ფირმამ წარმოაჩინა აქტიური ზრდა პრემიალურ სეგმენტში და მასობრივ ბაზარზე. Nოკია ყოველთვის იყო კონკურირებადი სწრაფად განვითარებად დაბალი ღირებულების სეგმენტში, მაგრამ დიზაინის განახლებამ და აქსესუარებზე კონცენტრაციამ აჩვენა, რომ Nოკია-ს ახლა შეუძლია ფასებისა და საკუთარი ბრენდის იმიჯის ამაღლება პრემიალური სეგმენტის მომხმარებლებს შორისაც.
ყველაზე მაღალი ზრდა – 46% აჩვენა ინტერნეტში საძიებო სისტემის ბრენდმა Gოოგლე (რეიტინგში 24-ე ადგილი). მომხმარებლებმა 2006 წელსაც შეინარჩუნეს ინტერესი ინტერნეტით შენაძენის შესაძლებლობის გამო, რამაც ეBაყ-ს (47-ე ადგილი) საშუალება მისცა საკუთარი ღირებულება 18%-ით გაეზარდა. ამ ბრენდმა 2006 წელს მესამე ადგილი დაიკავა იმ ბრენდებს შორის, ვინც ყველაზე მაღალი ზრდა აჩვენა.
Fორდ (30-ე ადგილი) კვლავაც აგრძელებს შემოსავლების დაკარგვას გაყიდული ავტომობილების მიხედვით. ბრენდის ღირებულების ყოველწლიურად. 16%-ით შემცირება იმის მაჩვენებელია, რომ Fორდ არასაკმარისი ეფექტურობით იყენებს ბაზრის შესაძლებლობებს და იაპონელ, გერმანელ ავტომწარმოებლებთან ბრძოლაში პოზიციებს თმობს. 12%-ით შემცირდა Kოდაკ-ის (70-ე ადგილი) ფინანსური მაჩვენებლებიც. ეს კომპანია აქტიურად იბრძვის "ციფრულ სამყაროსთან", მაგრამ რეალობაა, რომ გააფთრებული კონკურენცია და Kოდაკ-ის შედარებით უმნიშვნელო მოგება ტრადიციულთან შედარებით, ამ ბრენდის ღირებულებას ამცირებს...
უმეტეს შემთხვევაში ისინი, ვინც რეიტინგში მოხვდა, პროაქტიურად მართავენ საკუთარ ბიზნესს ბრენდის პრიზმის მიხედვით. მათ გააცნობიერეს, რომ ბრენდი არის ორგანიზაციის ძირითადი არამატერიალური აქტივი იმ ფასეულობის გამო, რომელსაც იგი ფლობს. ბრენდის ღირებულების ცვლილება და მისი წარმატებით მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტია კომპანიის მენეჯმენტისათვის, რასაც ადასტურებს ის უზარმაზარი ინტერესი, რასაც ამ რეიტინგისადმი ავლენენ. გთავაზობთ მსოფლიოს 2006 წლის ყველაზე ფასეული ბრენდების ოცეულს.

ადგილი ბრენდი ქვეყანა სექტორი ღირებულება

1. ჩოცა-ჩოლა (აშშ), სასმელების ბრენდი _ 67,000 მილიონი დოლარი;
2. Mისროსოფტ (აშშ), კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა _ 56,926 მილიონი დოლარი;
3. IBM (აშშ), კომპიუტერული მომსახურება _ 56,201 მილიონი დოლარი;
4. Gენერალ Eლეცტრიც (აშშ), სხვადასხვა _ 48,907 მილიონი დოლარი;
5. Iნტელ (აშშ), კომპიუტერული მოწყობილობები _ 32,319 მილიონი დოლარი;
6. Nოკია (ფინეთი), სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები _ 30,131 მილიონი დოლარი;
7. თოყოტა (იაპონია), საავტომობილო ინდუსტრია _ 27,941 მილიონი დოლარი;
8. Dისნეყ (აშშ), მასობრივი ინფორმაციის საშუალებები _ 27,848 მილიონი დოლარი;
9. MცDონალდ'ს (აშშ), რესტორანთა ქსელი _ 27,501 მილიონი დოლარი;
10. Mერცედეს (გერმანია), საავტომობილო ინდუსტრია _ 21,795 მილიონი დოლარი;
11. ჩიტი (აშშ), ფინანსური მომსახურება _ 21,458 მილიონი დოლარი;
12. Mარლბორო (აშშ), თამბაქო _ 21,350 მილიონი დოლარი;
13. Hეწლეტტ-Pაცკარდ (აშშ), კომპიუტერული მოწყობილობები _ 20,458 მილიონი დოლარი;
14. Aმერიცან Eხპრესს (აშშ), ფინანსური მომსახურება _ 19,641 მილიონი დოლარი;
15. BMჭ (გერმანია), საავტომობილო ინდუსტრია _ 19,617 მილიონი დოლარი;
16. Gილლეტტე (აშშ), პირადი ჰიგიენის საშუალებები _ 19,579 მილიონი დოლარი;
17. Lოუის Vუიტტონ (საფრანგეთი), ფუფუნების საგნები, 17,606 მილიონი დოლარი;
18. ჩისცო (აშშ), კომპიუტერული მომსახურება _ 17,532 მილიონი დოლარი;
19. Hონდა (იაპონია), საავტომობილო მომსახურება _ 17,049 მილიონი დოლარი;
20. შამსუნგ (სამხრეთი კორეა), საყოფაცხოვრებო ელექტრონიკა _ 16,169 მილიონი დოლარი.