ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ტოკიომ სიძვირის მიხედვით მოსკოვს გაუსწრო
#2(22), 2009

2009 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად ტოკიო მიიჩნიეს. ამ ქალაქმა ლიდერობა მოსკოვს დაათმობინა. რუსეთის დედაქალაქი ამ რეიტინგში პირველ ადგილს სამი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. კონსალტინგური კომპანია Mercer-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, იენის გაძლიერებამ იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოსა და ოსაკაში საცხოვრებელი ფართის არენდის ფასი გაზარდა. ამ ქალაქებმა რეიტინგში შესაბამისად პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. ლიდერთა სამეულში შევიდა აგრეთვე მოსკოვი. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა, ლონდონმა ფუნტი სტერლინგის დასუსტების გამო, მესამე ადგილიდან (რომელიც ამ რეიტინგში 2008 წელს დაიკავა), 2009 წელს მეთექვსმეტე ადგილზე გადაინაცვლა. Mercer-ის მიერ გამოქვეყნებულ მორიგი მიმოხილვის შედეგებს სულაც არ გაუკვირვებია ქალაქ ტოკიოს მკვიდრნი. ისინი დიდი ხანი მიჩვეულნი არიან იმას, რომ ერთი ცალი საზამთრო 15 დოლარი, ხოლო ერთი ცალი მანგო 25 დოლარი ღირს. 

რეიტინგის შედგენის დროს, Mercer 200-ზე მეტ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის არის საცხოვრებელი ფართის ღირებულება, საკვები პროდუქტების ფასი და სატრანსპორტო დანახარჯები. ექსპერტების მოსაზრებით, ეკონომიკური კრიზისი არის სხვადასხვა ვალუტის კურსის მერყევი მდგომარეობა, რამაც შარშანდელთან შედარებით რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, უცხოელი სპეციალისტებისათვის საცხოვრებელი ფართის ღირებულება ძალიან შემცირდა ვარშავაში, რომელმაც ერთი წლის წინ რეიტინგში 35-ე ადგილი დაიკავა, ხოლო 2009 წლის შედეგების მიხედვით - 113-ე. ანალოგიური სიტუაციაა გლაზგოში, რომელმაც 129-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ბირმინგემმა 125-ე ადგილი დაიკავა. 143 ქალაქისაგან შემდგარ სიაში ბოლო ადგილი იოჰანესბურგმა დაიკავა. ამის მიზეზი გახდა ადგილობრივი ვალუტის - რანდას კურსის მკვეთრი შემცირება დოლართან მიმართებაში. ყველაზე ძვირი ქალაქების ხუთეული Mercer-ის რეიტინგის მიხედვით ასე გამოიყურება: 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ანალოგიური რეიტინგი კომპანია ECA International-მაც შეადგინა, რომლის მიხედვითაც ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი მსოფლიოში ანგოლის დედაქალაქი ლუანდაა. აქ სადილის ღირებულება 100 დოლარზე მეტია, ხოლო საცხოვრებელი ფართის ღირებულება 1 თვის მანძილზე უცხოელებისათვის 15 ათას დოლარს აღწევს.  


მოამზადა ვეფხია სამსონიძემ